ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

პსჟ და უნაი ემერი - როდის გაწყდება მოთმინების ძაფი...

პსჟ და უნაი ემერი - როდის გაწყდება მოთმინების ძაფი...

ჯერჯერობით, იგი ადგილობრივი მასშტაბის სპეციალისტად რჩება, შეძლებს ის საწინააღმდეგოს დამტკიცებას?
..."ეს ძალიან მძიმე თამაში იყო. "გენგამს" კარგი ფეხბურთელები ჰყავს, ჩვენ კი მეორე გოლის შემდეგ საკუთარი თავის რწმენა დავკარგეთ.

პსჟ-ს ახლა რთული დროება უდგას, თუმცა იმედი არ უნდა დავკარგოთ, რადგან წინ მთელი მეორე წრეა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ დავბრუნდებით პირველ საფეხურზე და ჩემპიონებიც გავხდებით. მატჩის შემდეგ უკვე ვესაუბრე კლუბის გენერალურ დირექტორსა და პრეზიდენტს - ისინი მხარს გვიჭერენ.

ასე რომ, ვაგრძელებთ მუშაობას", - ცოტა არ იყოს, დაბნეული ლაპარაკობდა უნაი ემერი "გენგამთან" შაბათის მატჩში დამარცხების (1:2) შემდეგ...

420 თუ 33,6?

..."გენგამს" ნამდვილად ჰყავს კარგი ფეხბურთელები, თორემ 18 ტურის შემდეგ მე-5 ადგილზე შემთხვევით ვერ აღმოჩნდებოდა. მათ შორის, ყველაზე ცნობილი 31 წლის ბრაიანია, რომელსაც მანამდე "ლიონში" 3 სეზონი აქვს გატარებული. საინტერესოა, რომ გასულ სეზონში "გენგამმა", თითქმის იმავე შემადგენლობით, მე-16 ადგილი დაიკავა. ამ სეზონში კი... ისე, საშუალო დონის გუნდებს ასეთი რამ სჩვევიათ ხოლმე...

ნებისმიერ შემთხვევაში, უნაი ემერის სიტყვები, რომ მეორე გოლის შემდეგ მისმა გუნდმა საკუთარი თავის რწმენა დაკარგა, უცნაურად ჟღერს. შეიძლება ყველაფერი უიღბლობას გადააბრალო ან მსაჯობას, გნებავთ, მეტოქესაც, რომელიც მთელი გუნდით საკუთარ საჯარიმოში ჩაიკეტა, ან ცუდ გაზონს, სიცხეს, სიცივეს, დაღლილობას... მაგრამ ემერის არ აქვს წონადი არგუმენტი, თავი იმართლოს, მით უმეტეს, შიდაფრანგული დაპირისპირებებიდან გამომდინარე.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პორტალ "ტრანსფერმარკტის" მონაცემებით, პსჟ-ის ფეხბურთელების საერთო ფასი 420 მილიონ ევროს შეადგენს, რაც დაახლოებით მესამედია ლიგა 1-ის ყველა ფეხბურთელის ჯამური ღირებულებისა.

შედარებისთვის, იმავე "გენგამის" ფეხბურთელების საერთო ფასი 33,6 მილიონი ევროა. ვთქვათ ისიც, რომ ზედიზედ ორი სეზონის განმავლობაში პსჟ სამივე ფრანგულ ტიტულს იგებდა...

ბლანის ნასუფრალზე...

ამ ტიტულებს კი ლორან ბლანმა მოუყარა თავი. ამ წლის თებერვალში პსჟ-მა 51 წლის სპეციალისტთან ახალი, 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ... 27 ივნისს მხარეებმა ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს. როგორც მაშინ "ეკიპმა" დაწერა, ბლანმა კომპენსაციის სახით 22 მილიონი ევრო მიიღო...

ბლანთან განშორება არ მომხდარა უმიზეზოდ - პარიზული გრანდის ყატარელ ბოსებს ძალიან არ ესიამოვნათ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან გავარდნა (პსჟ "მანჩესტერ სიტისთან" დამარცხდა). მიუხედავად იმისა, რომ გუნდს ქვეყნის შიგნით უკვე ყველაფერი მოგებული ჰქონდა, პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ სეზონი ერთმნიშვნელოვნად წარუმატებლად შეაფასა.

ესეც სრულიად გასაგებია, რადგან პსჟ აღარ არის ადგილობრივი გაქანების გრანდი - ყატარული ინვესტიციები იმის წინაპირობა უნდა ყოფილიყო, რომ პსჟ-ს თუნდაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ეთამაშა. თამასა ახლა ძალიან მაღლაა აწეული, ემერის კი არ აქვს უფლება, შინაურ ფრონტზე განცდილი ფიასკო თითიდან გამოწოვილი მიზეზით ახსნას...

მაგრამ ასეა თუ ისე, ამ თამასას ახლა სწორედ ემერი უნდა შესწვდეს. ყოველ შემთხვევაში, ამ დავალებით მიიყვანეს "სევილიიდან" პსჟ-ში 45 წლის სპეციალისტი, რომელმაც იცის, როგორ მოიგოს ევროთასები.

"შენ ერთ კლუბთან ერთად სამჯერ მოიგე ევროპალიგა და მე მინდა, იგივე გაიმეორო ჩემს კლუბში. მე კარგი გუნდი მყავს, მაგრამ ძალიან მინდა, ის კიდევ უფრო უკეთესი იყოს", - უთხრა ემერის ალ-ხელაიფიმ პირველივე შეხვედრის დროს.

ვინც გასახდელში ამინდს ქმნიდა...

იმისთვის, რომ პსჟ "უკეთესი" ყოფილიყო, ემერიმ "სევილიიდან" მისთვის კარგად ნაცნობი, პოლონელი ნახევარმცველი გჟეგოჟ კრიხოვიაკი (35 მილიონი ევრო), ხოლო "რეალიდან" ფორვარდი ხესე (25 მილიონი) აიყვანა. ამ დროისთვის, ორივემ 9-9 მატჩი ჩაატარა ლიგა 1-ში, ამასთან, ხესემ მხოლოდ ერთი გოლით გამოიჩინა თავი.

მაგრამ ჩანს, პსჟ-სთვის აუნაზღაურებელი დანაკლისია ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და დავიდ ლუიზის წასვლა. ამ ორი ფეხბურთელის ფასი მხოლოდ მათი პროფესიული დონით არ განისაზღვრება - იბრაჰიმოვიჩიც და დავიდ ლუიზიც ქარიზმატული ფიგურები არიან. მათ მაღალ ავტორიტეტს შეუძლია, გასახდელში ამინდი შექმნას...

საბოლოოდ, პსჟ-მა ვერ მოძებნა ამ ორი ფეხბურთელის სრულფასოვანი ალტერნატივა. მაგრამ ესეც უნდა ითქვას - რომ არა კლუბის ხელმძღვანელობის სურვილი (ეკონომიკური ფაქტორი), არა გვგონია, ემერი საკუთარი ნებით შელეოდა იბრაჰიმოვიჩსა და დავიდ ლუიზს...

თუ ჩემპიონთა ლიგის მოგება გინდა...

მიუხედავად ამისა, პსჟ აქამდე თანაბრად და სტაბილურად მოდიოდა. ჩავარდნა მოხდა მხოლოდ დეკემბერში - მარცხი "მონპელიესა" (0:3) და "გენგამთან" (1:2), პლუს ამას, საშინაო ფრე (2:2) ლიდერ "ნიცასთან", რომელიც გაცილებით სახელოვან და მდიდარ მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა...

იმავე "ნიცასთან" ჩამორჩენაც (გუშინდელ ტურამდე მესამე ადგილი და მინუს 7 ქულა) ნამდვილად არ არის კრიტიკული. გავიხსენოთ, რომ 2014/15 წლების სეზონშიც პსჟ ზამთრის პაუზაზე "მარსელთან" 3-ქულიანი დეფიციტით გავიდა, მაგრამ ბოლოს მაინც ჩემპიონი გახდა, თანაც - ვადამდე...

დეკემბერშივე იყო ძალზე უცნაური მატჩი ჩემპიონთა ლიგაშიც: ემერის შეგირდებმა "პარკ დე პრენსზე" ვერ დაამარცხეს (2:2) ბულგარეთის ჩემპიონი "ლუდოგორეცი" და ჯგუფში მეორე ადგილს დასჯერდნენ. ამას კი შედეგად მოჰყვა ის, რომ 1/8-ფინალში პსჟ წილისყრამ მთლად "ბარსელონას" გადაჰყარა. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა დიდი შვება იქნებოდა - "არსენალს", რომელმაც პარიზელებს გადაუსწრო, მეტოქედ "ბაიერნი" ერგო...

აბა, როგორ? - "ბარსელონა" იქნება თუ "ბაიერნი", თუ კლუბს ჩემპიონთა ლიგის მოგება აქვს მიზნად დასახული, ამ რანგის გრანდების დამარცხებაშიც უნდა გაიწაფოს...

უთანხმოება ვარსკვლავებთან

მაგრამ აქ პრობლემა არც წილისყრაშია. დაკვირვებული თვალისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა ის, რომ ემერიმ, თუ საბოლოოდ არ დაკარგა კონტროლი გასახდელზე, ყოველ შემთხვევაში, აშკარად გაიფუჭა ურთიერთობა ზოგიერთ წამყვან ფეხბურთელთან. ჯერ კიდევ ზაფხულში ზოგი მათგანი ჩიოდა ძალიან დიდ დატვირთვებზე...

მაშინ ემერიმ ამის პასუხად თქვა (უფრო სწორად - აგრძნობინა), რომ არ შეუშლიდა ხელს გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურის, საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველ ბლეზ მატუიდის წასვლას.

"ის ძალიან კარგი მოთამაშეა, მაგრამ ჩვენ რამდენიმე ცაცია ნახევარმცველი გყავს - რაბიო, ტიაგო მოტა... თუ მატუიდის აქვს მიწვევები სხვა გუნდებისგან, ან ის ჩათვლის, რომ გუნდში დიდი კონკურენციაა, მაშინ... ისე, არ მინდა, რომ წავიდეს", - თქვა მაშინ ემერიმ.

მატუიდი დარჩა, თუმცა ოქტომბერში გაჩნდა ინფორმაცია მწვრთნელსა და მარკო ვერატის შორის კონფლიქტზე, რაც დღემდე აქტუალურია და იტალიელ ნახევარმცველს სამშობლოში დაბრუნებასაც უწინასწარმეტყველებენ.

მთელი 65 პროცენტი...

მწვრთნელის მუშაობით უკმაყოფილონი არიან ფანებიც. "ეკიპის" გამოკითხვის თანახმად, გულშემატკივართა მთელი 65 პროცენტი ემერის გადადგომას ემხრობა და უკვე ლაპარაკია მის სავარაუდო შემცვლელებზეც - ლუი ვან გაალსა და რობერტო მანჩინიზე.

იქნებ აქედან მოდის კიდეც ემერის ჩივილი საკუთარ თავში რწმენის დეფიციტზე? ფეხბურთელებიც ხომ ხედავენ, რაც ხდება მწვრთნელის თავს? ზაფხულში ალ-ხელაიფი ურჩევდა ყველას, რომ მოთმინებით აღიჭურვონ და დაელოდონ შედეგს.

საინტერესოა, თავად სადამდე გაუძლებთ მოთმინების ძაფი ყატარელ ბოსებს? ზოგიერთი ვერსიით, ემერის ვერ უშველის გამარჯვებების სერიაც კი და არც 10 მილიონი ევროს კომპენსაცია იქნება ძნელად გასასტუმრებელი...

ემერიმ, ჯერჯერობით, ვერსად გამოიჩინა თავი, ესპანეთის გარდა. ვნახოთ, დარჩება ის ადგილობრივი მასშტაბის სპეციალისტად თუ?..

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი

პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება

კვარაცხელიას შეტევაში ახალი პარტნიორი ეყოლება? - მიქაუტაძის თანაგუნდელის გზა პარიზისკენ მიდის

"პირლოსთან, ნესტასთან და მალდინისთან მითამაშია, მაგრამ მას ვერავინ შეედრება" - დევიდ ბექჰემმა საუკეთესო კაპიტანი დაასახელა

"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს

დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა

"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

"ყველაზე საშინელი მწვრთნელია ვინც კი მყოლია და ამის გამეორებით არ დავიღლები" - ანხელ დი მარია

უნაი ემერი პრემიერლიგას დაუბრუნდა

ვან გაალი: მესი შეიძლება ჩვენთან ყველაზე სუსტი რგოლი გახდეს - ბრაზილია მხოლოდ კონტრშეტევის გუნდია

ლორან ბლანმა კვლავ ფრანგული გუნდი ჩაიბარა

“ბარსელონა” მწვრთნელზე შეჯერდა, ხავი თამაშგარე დარჩა?

"მჯერა, რომ ნეაპოლის შემდეგ, პარიზსაც განსაკუთრებული სიხარული ელის!" - გიორგი ქინქლაძე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერს გამოეხმაურა

"ეკვადორის ნაკრები ნიდერლანდებთან გამარჯვებას იმსახურებდა" - ლუი ვან გაალი

ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები

"ლოკომოტივმა" პსჟ-დან კრიხოვიაკი, ხოლო "შალკედან" კვირკველიას პოზიციაზე ჰიოვედესი დაიმატა

"როდესაც კლუბში დაბრუნდება, ამაზე ვისაუბრებთ" - ემერი მარტინესზე

48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა

ემერი "ბაიერნის" ჩაბარების მთავარი კანდიდატია

ემერი “ვილიარეალს” ჩაიბარებს

"ჩელსის" სამი არჩევანი - ბლანი, სარი და ახლა უკვე ზიდანიც?

"მე და დეპაი ერთმანეთს ტუჩებში ვკოცნით" - ვან გაალმა დი მარიას უპასუხა

ლორან ბლანი: საფრანგეთი - ბელგიის ნახევარფინალში გამარჯვებული მსოფლიოს ჩემპიონატს მოიგებს

პსჟ-ი "რეალის" შემტევის სანაცვლოდ 100 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს

"ლოკომოტივის" პოლონელი ლეგიონერი: არ მიყვარს ალოკოჰოლური სასმელები - რუსებს ამის გაგება გაუჭირდებათ

ედენ აზარი შეიძლება ინგლისში დაბრუნდეს

პსჟ-მ გჟეგოჟ კრიხოვიაკი "ვესტ ბრომვიჩში" გაანათხოვრა

ტრანსფერ-online: 30 აგვისტოს ტრანსფერები და ჭორები

"ბარსელონა" ბლანის მწვრთნელად დანიშვნას არ განიხილავს

"ოკლაჰომა-სიტი" მონსტრი ხდება: კარმელო უესტბრუკთან და ჯორჯთან წავიდა

"პსჟ-ში რატომ უნდა გადავიდეს?" - "ზენიტის" ყოფილმა ფეხბურთელმა "კვარას" "პარტენოპეიში" დარჩენა ურჩია

პსჟ სალაჰს იმაზე მეტ ხელფასს სთავაზობს, ვიდრე "ლივერპული" - რას გადაწყვეტს ეგვიპტელი?

"ჩელსი" ახლოსაა, ლორან ბლანთან შეთანხმებას მიაღწიოს

უნაი ემერი: კხირხოვიაკი უნდა წავიდეს

პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს

"კვარა" პსჟ-ს ბაზაზე ახალი "პორშეთი" გამოჩნდა და გულშემატკივრებს ავტოგრაფები დაურიგა [VIDEO]

ვან გაალი: არგენტინის მსოფლიო ჩემპიონობა დაგეგმილი იყო

ემერიმ პრემიერ ლიგის რეკორდი დაამყარა და მისი "ასტონ ვილა" "სიტის" 2 ფეხბურთელს უმიზნებს

"ასე როგორ შეიძლება?" - ცნობილმა ნეაპოლელმა შეფ-მზარეულმა კვარაცხელია გააკრიტიკა

რუსეთი ორმა გერმანელმა მწვრთნელმა დატოვა, მესამეს წასვლა არ უნდა

მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა

დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია

გერმანიის ნაკრები შესაძლოა ვან გაალმა გაწვრთნას