რატომ და როგორ მიაღწიეს შედეგს საქართველოში ივო შუშაკმა, იგორ კოკოშკოვმა, მილტონ ჰეიგმა...
უცხოელი მწვრთნელი არ გვინდა, ჩვენი მენტალიტეტის გასაცნობად დრო სჭირდება და რაოდენ კარგადაც უნდა შეისწავლოს, მაინც ვერ გაუგებს ქართველებს იმაზე უკეთ, ვიდრე ადგილობრივი სპეციალისტი, - ასეთი დასაბუთებული მოსაზრება, ალბათ, ყველას მოგისმენიათ.

ალოგიკური აქ არაფერია, მაგრამ არის ერთი ნიუანსი, რის გამოც უცხოელ მწვრთნელს უპირატესობა უნდა მივანიჭოთ - კვალიფიკაცია. ამა თუ იმ გუნდში (ნაკრები იქნება თუ კლუბი) თუ არიან მსოფლიოს მასშტაბის მოთამაშეები, მათ ასეთივე მწვრთნელი სჭირდებათ. თუ ასეთი დონის დამრიგებელი საქართველოში არ მოიძებნება, რატომ არ უნდა ჩამოვიყვანოთ უცხოელი? იმიტომ, რომ უცხოტომელია და სხვა მენტალიტეტი აქვს?

გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ საზღვარგარეთაც შეიძლება მაღალი კვალიფიკაციის ისეთი სპეციალისტის პოვნა, კარგადაც რომ გაგვიგებს და შედეგსაც მიაღწევს. მაგალითი გნებავთ? კი ბატონო: იგორ კოკოშკოვი, ივო შუშაკი, მილტონ ჰეიგი, ილიას ზუროსი...

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ისინი ისევე მოიქცნენ, როგორც თემურ მატოიანი. მის შესახებ კოლეგის, ირაკლი თავაძის მონათხრობი მახსენდება: "ერთხელ მესტენდურთა წარმატებულმა მწვრთნელმა თემურ მატოიანმა მითხრა: "სადაც ჩახვალ, უნდა ეცადო, იქაურობას მოერგო და არა ისინი შეცვალო და გადმოიყვანო შენს ჭკუაზეო..."

ვინც ასე მოიქცა, ნაკრებში ოპტიმალურ შემადგენლობას მოუყარა თავი, ვინც არა - გუნდი "შემოეძარცვა" და განახევრებული შემადგენლობით წარმატების მიღწევის ნაკლები შანსი რომ არის, ყველას კარგად მოეხსენება. მათზე, ვინც თავისი პრინციპების გამო (შესაძლოა, იდეაში მართალი პრინციპებიც ჰქონდა), გუნდიდან თუნდაც ერთი სპორტსმენი გაუშვა, შემდეგ კი შედეგს ვერ უწია, მოგვიანებით დავწერთ. მათ შორის - იოჰან ბოსკამპზე, რომლის ზაზა ჯანაშიასთან ჩხუბს პირადად შევესწარი "დინამოს" დიღმის ბაზაზე. ჯერ აყვირდა, ხელი გასახდელისკენ გაიშვირა, შემდეგ ჟურნალისტებთან ილაპარაკა - ფეხბურთელი ნაკრებში რომ მოდის, პირადული ყველაფერი გვერდზე უნდა გადადოს და მწვრთნელის მითითებებს მიჰყვეს, რადგან პირველ რიგში, მწვრთნელმა იცის, რა არის საჭირო წარმატებისთვისო.

იგორ კოკოშკოვი

იოჰან ბოსკამპის ნათქვამი იმიტომ დავწერე, რომ იგორ კოკოშკოვის სიტყვები შემეპირისპირებინა: "საქართველოს ნაკრები ის გუნდია, მწვრთნელი უნდა მიჰყვეს მოთამაშეებს და არა პირიქით". იგი კალათბურთელებთან მიმართებაში ხშირად ხმარობდა სიტყვა "გმირს" და ასაბუთებდა, რატომაც.

კოკოშკოვამდე უცხოელ მწვრთნელებს ქართული მენტალიტეტის შეცნობა, შესაბამისი სათამაშო სტილის გამოძებნა გაუჭირდათ და ამიტომაც ვერ გაძლეს წელიწადზე მეტი დროით. სერბი სპეციალისტი თავიდანვე კარგად გაეცნო ჩვენს ხასიათს, ყველა კალათბურთელთან საერთო ენა გამონახა და რვა წელიწადში გუნდთან ერთად ისე გაიზარდა, რომ ევრობასკეტზე სამჯერ გაიყვანა გუნდი.

ორი წლის წინანდელი ამბავი მახსენდება: კარგად რომ იცოდა ქართველთა ამაყი ხასიათი, ევრო 2015-ის წინ, როცა ლიტვაში ძირითადი დრო 77:77 დასრულდა, მასპინძელთა შეთავაზება არ მიიღო, ფრეზე გაყრა არ ისურვა და დამატებითი ხუთი წუთი ითამაშა.

მენტალიტეტის ჩამოყალიბებაზე გარემო პირობებიც მნიშვნელოვნად მოქმედეს, სერბი კოკოშკოვი ხშირად ამბობდა - კარგად ვიცი, როგორია ომგამოვლილ ქვეყანაში ცხოვრებაო... ჩამოვიდა თუ არა, პირველივე წელს ნაკრებთან ერთად ლტოლვილად იქცა - რუსეთთან ომის გამო შესარჩევის ოთხივე მატჩი სტუმრად ითამაშა.

ივო შუშაკი

საქართველოში კიდევ ერთი ექსიუგი მუშაობდა - ყველას კარგად ახსოვს, როგორ დაამარცხა ივო შუშაკის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა რუსეთი. ჩრდილოელი მეზობლების ძლევა ხომ ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის დიდი სიხარული იყო.

იხილეთ ვიდეო

გარდა ამისა, შუშაკმა თბილისის "დინამოს" დსთ-ს თასი მოაგებინა. გვარებს არ ჩამოვთვლით, მაგრამ მაშინდელ ნაკრებსა თუ "დინამოში" ბევრი ინდივიდუალისტი, რთული ხასიათის ფეხბურთელი იყო, მაგრამ საქართველოში მოღვაწეობის მოკლე პერიოდში ბატონმა ივომ ყველასთან გამონახა საერთო ენა. სხვათა შორის, ჩვენთან ჩამოსვლის პირველივე დღეებში სცადა მთავარი ბარიერის - ქართული მენტალიტეტის სირთულის დაძლევა.

"როდესაც წარმატებულ გუნდს აშენებ, მთავარია ქართველის მენტალიტეტის შეცნობა და მისთვის გასაღების მორგება. მერწმუნეთ, საქართველოს ნაკრებში მუშაობისას ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან ქართველები თავისებური ხალხი ხართ, სწორი მიდგომა და გაგება გჭირდებათ. ვინც გაგიგებთ, წარმატებული მწვრთნელიც იქნება".

მილტონ ჰეიგი

გაგვიგო მილტონ ჰეიგმაც. მართალია, იგი კოკოშკოვის, შუშაკის თუ ზუროსის დარად ჩვენს მერიდიანზე არ ცხოვრობს, არც ომი გამოუვლია, მაგრამ გუნდს გასაღები კარგად მოარგო.

მახსოვს, შარშან, ერთ-ერთ საგამოფენო პავილიონში გამართულ პრესკონფერენციაზე იგი მთელი ღონისძიების განმავლობაში გვერდზე იდგა, ჟურნალისტებისთვის განკუთვნილ სკამებზეც არ დაჯდა. უბრალო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, სწორედ ისეთის, ქართველები ძალიან რომ ვაფასებთ.

იოჰან ბოსკამპმა ქართულ მენალიტეტზე, აზროვნებაზე იმდენად როყიოდ თქვა, მისი სიტყვების გახსენებისას ბევრი დღესაც ილანძღება. მილტონ ჰეიგმა კი ჩვენთან ჩამოსვლის პირველივე წელს მეტად დიპლომატიურად იმსჯელა ქართულ თავისებურებებზე:

"უნდა შეიცვალოს ქართველი მორაგბეების სათამაშო აზროვნება, თამაშის ფილოსოფია, სათამაშო აზროვნების თვალსაწიერი უნდა გაფართოვდეს. ამის გარეშე შეუძლებელი იქნება რაიმე წინსვლაზე ლაპარაკი. ეს არის ის ფუნდამენტი, რომელზედაც უნდა დაშენდეს სხვა დანარჩენი კომპონენტები. უნდა მოვახერხოთ ახალზელანდიური სარაგბო აზროვნებისა და ქართული გულის, ხასიათისა და სხვა დადებითი ქართული სარაგბო უნარ-ჩვევების სინთეზი. ეს იქნება ქართული რაგბის განვითარების ყველაზე რთული ეტაპი, რადგან ცნობიერების შეცვლა ყველაზე მძიმე პროცესია, მაგრამ ამის გარეშე წარმატებები არ იქნება".

ზოგს შეიძლება ეს სალანძღავ სიტყვად მიეღო, მაგრამ მორაგბეები მილტონ ჰეიგს ხომ კარგად იცნობენ, ისიც გაიაზრეს, რომ ეს პოპულისტური გამონათქვამი კი არა, საქმიანი სიტყვები იყო.

ზუროსი და ვაისი

საქართველოს ფეხბურთელთა და კალათბურთელთა ნაკრებებს დიდი ხანი არ არის, რაც უცხოელი მწვრთნელები დაუნიშნეს. მათზე დღეს ბევრს ვერ ვიმსჯელებთ, რადგან ბოლომდე მაინც ვერ შევისწავლეთ, "საქმენი მათნი გამოაჩენენ"... თუმცა ერთი-ორის თქმა ნამდვილად შეგვიძლია.

მაგალითად, ვლადიმირ ვაისისა და გიორგი ჭანტურიას შემთხვევა ავიღოთ: ავსტრიასთან მატჩში სლოვაკმა სპეციალისტმა ჭანტურია თამაშში მეორე ტაიმში ჩართო. როგორც შემდეგ თქვა, უკმაყოფილო დარჩა და უელსი-ირლანდიასთან შეხვედრებისთვის აღარ მიიწვია. თუმცა მოლდოვისთვის კვლავ იხმო და ჭანტურია ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ცხადია, ხელმეორე დაძახებამდე მწვრთნელი და შეგირდი დაილაპარაკებდნენ და საერთო ენა რომ გამონახეს, ამიტომაც იყო ჭანტურია ერთ-ერთი საუკეთესო. ეს ყველა მწვრთნელს არ შეუძლია, არადა, სწორედ მათ ინტერესებშია გუნდში ოპტიმალური შემადგენლობის შეკრება.

რაც შეეხება კალათბურთელთა ნაკრების მწვრთნელ ილიას ზუროსს, მან ერთ თვეში დადო შედეგი - გუნდი ევრობასკეტზე გაიყვანა. დასაფასებელია მისი ნაბიჯი მონტენეგროსთან მოგების შემდეგ: იგი მშობლიურ საბერძნეთში კი არ გადავიდა, საქართველოში ჩამოფრინდა, რათა მედიას შეხვედროდა და კალათბურთელებსაც, როგორც წესია, ისე დამშვიდობებოდა.

სასტუმროში ინტერვიუს დროს ასეთი რამ მითხრა: "ქართველები, ისევე, როგორც ბერძნები, მებრძოლი ხალხი ხართ. ეს დასაფასებელი თვისებაა და თამაშისას თუ შენ სასარგებლოდ გამოიყენებ, ბევრსაც მიაღწევ. ჩემმა კალათბურთელებმა ბოლომდე იბრძოლეს, დარწმუნებულები იყვნენ, რომ მონტენეგროსთან შინ წაგების შემდეგ სტუმრად მოგება შეეძლოთ და მიზანსაც მიაღწიეს".

ამას რომ ამბობდა, სასტუმროში ვიქტორ სანიკიძე შემოვიდა, თავისი 13-ნომრიანი მაისური გაშალა, ხელი მოუწერა და მწვრთნელს სამახსოვროდ გადასცა... ვფიქრობ, აქ ბევრი რამ ნათელია.

თუმცა ზუროსს წინ კიდევ უფრო რთული ამოცანა აქვს - 2017 წელს გუნდი ევრობასკეტზე უნდა გაიყვანოს... ღირსეულად!

დაბოლოს: ბევრი კი დავწერეთ საქართველოში მომუშავე წარმატებულ უცხოელ სპეციალისტებზე. მათი შედეგი პირდაპირპროპორციულად დავუკავშირეთ ქართული მენტალიტეტის კარგად გაცნობას, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი გარემოება - მხოლოდ წვრთნა რას უზამს, თუ გუნდი მომწიფებული არ არის დიდი გამარჯვებებისთვის?

აგერ, ბატონო, კალათბურთელთა ნაკრებს იგორ კოკოშკოვი მანამ ჩაუდგებოდა, არანაკლებ კომპეტენტური გორდონ ჰერბერტი წვრთნიდა, მაგრამ მას 20-21 წლის ჭაბუკებისგან შემდგარ ნაკრებთან მოუწია მუშაობა და შედეგი ამიტომაც არ ჰქონდა. მისი ასისტენტი კენი ატკინსონი იყო, რომელსაც კალათბურთელებიც დიდ პატივს სცემდნენ. იგი ამჟამად NBA-ს "ბრუკლინ ნეთსის" მთავარი მწვრთნელია.

კოკოშკოვი რომ ჩამოვიდა, გუნდი საკმარისად გამოცდილი დახვდა და თავისი 8-წლიანი მუშაობის პერიოდში სამჯერ გაიყვანა ევროპის ჩემპიონატზე. მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ - ნაკრებს სამჯერ შეჰყვა ევრობასკეტზე...

სპეციალურად sportall.ge-სთვის

გური
სორელი ავტორმა ალბათ ქართველად ჩათვალა, ამ კაცის ამაგი მართლაც რომ უდიდესია.
კახა
ვუერთდები გელას კომენტარს – რა თქმა უნდა გამორჩენილია კლოდ სორელი , დიდი მწვრთნელი და ადამიანი ,რომელმაც ქართულ რაგბს გზა გაუხსნა ევროპის ლიდერობისკენ და ფაქტიურად მეორე სიცოცხლე შთაბერა ! მადლობა მას ყველაფრისთვის !
გელა
ალბათ დაგავიწყდათ კლოდ სორელის მოხსენიება, თორემ სხვა შემთხვევაში დიდ უმადურობად ჩავთვლიდი მის არმოხსენიებას.
ზაზა
ერთი ევროპელი მწვრთნელი ვერ შეცვლის ქართულ მენტალობას და ვერც შედეგს(..ის,რომ ერთ–ერტი ქართველი ფეხბურთელი ,,მერსით,,ეწვია ნაკრების წინასამატჩო შეხვედრას,მხოლოდ იმ ფეხბურთელის დამოკიდებულებას არ გამოხატავს ,,მენტალურად,,–იმ ფეხბურტლმა გააკეთა ის,რასაც ჩვენი ქართული მენტალობა მოითხოვდა–მთავრია არა პროფესიონალურად მომზადება კონკრეტული შეხვედრისთვის,არამედ ,,მერსედესით მარიაჟი,,–უფრო მეტად ამაღლდები მავანი ქართველის თვალში((
დემე
სორელის დავიწყება არაფრით არ შეიძლერბა.
irakli batumeli 13
ამ სიაში კლოდ სორელიც რომ ყოფილიყო... არ იქნებოდა ურიგო!
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა
"ქართველ ფეხბურთელებს რუსეთთან თამაშის გამბედაობა არ ეყოფათ" - ამბობს დუმის დეპუტატი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
გიორგი ჭანტურია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - 30 იანვრის დაიჯესტი
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
"საბურთალო": გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტი დღეს, 17:30 საათზე გაფორმდება
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
გიორგი ჭანტურია: ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ
16 წელი ისტორიული გამარჯვებიდან - 2003 წლის 30 აპრილი. საქართველო-რუსეთი 1:0 [VIDEO+PHOTO]
ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას
ძველი მეგობრის წინააღმდეგ: დღეს საქართველოს ნაკრები კოკოშკოვის სერბეთს შეხვდება
ვიტალი დარასელიას თასი: ეს მარცხი არ არის კატასტროფა, მაგრამ... [VIDEO]
თეა წულუკიანი ევრობასკეტისთვის მულტიფუნქციური სპორტული სასახლის მშენებლობის პროცესს გაეცნო
ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!
კოკოშკოვი: საქართველო სტაბილური და თანმიმდევრული გუნდია - დამსახურებულად გაიმარჯვა
რუსეთის დამარცხება ასათიანის გოლით, "ბარსელონასთან" მოგება... - ინტერვიუ ფოთის "კოლხეთის" მწვრთნელთან...
ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად
6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
კოკოშკოვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
[დღის ინტერვიუ] სამ რამეზე მწყდება გული...
საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!
[ექსკლუზივი] რომან ფიფია: ისეთი ლეგიონერები ჩამოვლენ, გაგიხარდებათ!..
[ერთი თავი დაუწერელი წიგნიდან] მყვირალა კაცის ფრთიანი ფრაზა
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ვიქტორ სანიკიძე: ბაგაცკისის მხრიდან უღირს საქციელს ჰქონდა ადგილი - FIBA-ს რეაგირებას მოვთხოვთ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა
Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
[კოტე გოგიშვილის აზრები] ზონის კანონები თუ კაცის კაცობა?
"ისეთები გვითხრა, მზად ვიყავით რუსეთის ნაკრები შეგვეჭამა!" - ლადო ბურდულმა მოჰყვა, როგორ აუმაღლა ივო შუშაკმა მოტივაცია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს რუსეთთან მატჩამდე
ვლადიმირ ვაისი: ჯოჯოხეთი გველის, მაგრამ სასწაულის მოხდენას შევეცდებით
იგორ კოკოშკოვი VS ილიას ზუროსი
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
მსაჯთა ახალი ინსტრუქტორი, რიჩარდ სტოკსი, ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ წარადგინა
პირველი ქართველი ფიბა-ში: ვიქტორ სანიკიძე საშეჯიბრო კომისიაში შეიყვანეს
[ლელოს სტუმარი] "შესაძლოა, იმიტომაც, რომ თავმდაბალი ვარ...."
სერბეთის ნაკრებმა თბილისში ივარჯიშა - კოკოშკოვი უკმაყოფილოა
საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი "ფენერბახჩეს" ჩაიბარებს
ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
ვიქტორ სანიკიძე სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა
იოჰან ბოსკამპი: "ფეიენოორდს" "დინამოსთან" არ უნდა გაუჭირდეს, მაგრამ "ტრენჩინზეც" ეგრე ვამბობდი
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა
შენგელია "ვირტუსის" ოფიციალურ პრეზენტაციაზე: სანიკიძემ ჩემს გადაწყვეტილებაში საკუთარი წვლილი შეიტანა
27 ანუ ბოსკამპიდან გროზნიმდე - საქართველოს ჩემპიონატის უცხოელი მწვრთნელები
ზოგი მსოფლიოზე, ზოგიც შინ - უცხოელი მწვრთნელები საქართველოს ნაკრების შემდეგ