"ზესტაფონი" და მისი გულშემატკივრები ფეხბურთის ფედერაციისგან ვერდიქტის შეფასებასა და სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა "ზესტაფონის" გულშემატკივართა პეტიციას წერილით უპასუხა.

ამ პეტიციის თაობაზე ჩვენი გაზეთის ფურცლებზე საკმაოდ დავწერეთ და ახლა სიტყვას აღარ გავაგრძელებთ. მხოლოდ მოკლედ ვიტყვით - იმერული კლუბის ქომაგები ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობისგან წინა მმართველების მიერ კლუბთან დაკავშირებული ვერდიქტის შეფასებას და სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ.

- საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გულშემატკივრების განცხადება

- [ექსკლუზივი] ილია კოკაია: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მე მზად ვარ

- ლევან კობიაშვილი: სამწუხაროდ, "ზესტაფონის" მხრიდან არ იყო საამისო მზაობა

"ლელოსთან" საუბარში "ზესტაფონის" მფლობელმა ილია კოკაიამ პირდაპირ თქვა, რომ მზადაა, დააფინანსოს კლუბი, თუ სამართლიანობა აღდგება. ის, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობდა იმ ვერდიქტის შეფასებას, რომელზეც ზემოთ უკვე დავწერეთ.

ამასობაში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ "ზესტაფონის" თემასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია წერილში ჩამოაყალიბა. კობიაშვილი ერთხელაც გამოთქვამს მზაობას, შეხვდეს კლუბის გულშემატკივრებსა და ხელმძღვანელობას. ამავე წერილში სფფ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა პატივისცემა როგორც ქალაქის, ისე საფეხბურთო კლუბისა და მისი გულშემატკივრების მიმართ.

ერთი შეხედვით, ორივე მხარე მზად არის დიალოგისთვის, მაგრამ შეხვედრა კლუბის ხელმძღვანელობას, გულშემატკივრებსა და ფეხბურთის ფედერაციას შორის ჯერაც არ შემდგარა.

ფაქტი ერთია: დრო აღარ ითმენს და თუ დაბრუნებაა, "ზესტაფონი" მალე უნდა დაუბრუნდეს ქართულ ფეხბურთს. თუ არა და, დრო კლუბზე ნამდვილად არ მუშაობს. თუნდაც ერთწლიანი პაუზა ხელს ნამდვილად არ შეუწყობს "ზესტაფონს", ფეხბურთის ფედერაცია კი კვლავ დარჩება უხერხულ სიტუაციაში.

"ზესტაფონის" გულშემატკივრები ითხოვენ, მოხდეს კლუბთან დაკავშირებული ვერდიქტის შეფასება. ისინი წინააღმდეგნი არ არიან, შედგეს შეხვედრა, ოღონდ მას შემდეგ, რაც მოხდება ფეხბურთის ფედერაციის წინა ხელმძღვანელობის ვერდიქტის შეფასება.

ისე, ამ საკითხს შეფასება მართლაც სჭირდება. მორალურ მხარეს რომ თავი დავანებოთ, იქნებ კლუბი თავის დროზე არ იყო მართალი და ამდენ ხანს ტყუილადაა ატეხილი აურზაური? იქნებ ფეხბურთის ფედერაციის წინა ხელმძღვანელობის მიერ გამოტანილი ვერდიქტი მართებული იყო?

"ფეისბუქზე", "ზესტაფონის" გულშემატკივართა გვერდზე წერია: "უკაცრავად, მაგრამ ზესტაფონელ ფეხბურთის მოყვარულთა წერილში ვინმემ ვინმესთან შეხვედრა მოითხოვა?! ვის რაში სჭირდება ამათთან შეხვედრა და ამათი "თოქ-შოუები"? შეასრულონ დანაპირები, გაიტანონ აღმასკომზე და შეაფასონ - სამართლიანად მოხსნეს "ზესტაფონი" უმაღლესი ლიგიდან თუ არა? და შეფასების მიხედვით მერე ვილაპარაკოთ დანარჩენზე"...

არის კომენტარებიც, მაგალითად, ასეთი: "შეხვედრა კი არა, ჩვენ ვითხოვთ ოფიციალურ, იურიდიულ გადაწყვეტილებას, რომელიც წერილში წერია, რა თავბრუს გვახვევს, არ ეყო?"

..."მერამდენედ უნდა მოვისმინოთ ერთი და იგივე?!"... და ასე შემდეგ...

კომენტარისთვის მივმართეთ "ზესტაფონის" მენეჯერ სერგო ფუტკარაძეს, რომელმაც გვითხრა:

"კლუბის მენეჯმენტმა გაიარა ეს თემა პოტენციურ ინვესტორთან. თუ სამართლიანობა აღდგება და "ზესტაფონი" დაიბრუნებს კუთვნილ ადგილს, მაშინ ის მზად არის, გუნდი სოლიდური თანხით დააფინანსოს. ეს რიცხვი უახლოვდება რვანიშნა ციფრს.

მაგრამ თუ ეს ასე არ მოხდა, ჩვენ სამართლიანად მოკვეთილებად ჩაგვთვალეს და ქვედა ლიგაში მოგვიწია ასპარეზობა, მაშინ, იძულებულნი ვიქნებით, ვეძებოთ დაფინანსების სხვა წყარო.

ამიტომაც ველით მოუთმენლად ფეხბურთის ფედერაციისგან მომხდარის შეფასებას. კლუბისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი სიტუაციის სასწრაფოდ გარკვევა".

მოკლედ, სიტუაცია ჯერაც ჩიხშია. იმედს ვიტოვებთ, რომ ის ისე მოგვარდება, როგორც ქართული ფეხბურთისთვის იქნება უკეთესი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

fani
ზოგს ფანი სულარყავს და არც სტადიონიაქ იმერეთში გვაქ ეს ფუფუნება და სადაც ფეგბურტი უყვართ მოდიტ იმას Mივხედოთ და არა იმას სადაც 2 კაცი ესწერება ტამასჰს და გვერდიტ ხბო აბია
guga
საქმეც მაგაშია რო არ ამბობენ რომ ეს გამოგდება უკანონო იყო, როცა გარიგებულ მატჩზეა საუბარი, კი უნდა შეატყობინო ფედერაციას, მარა ეს გარიგებული თამაშის არსებობა კი არ უნდა გამოიგონო საკუთარი მიზნებისთვის და წასვლის გასაპრავებლად
qifsuta
რა შუაშია სახლი, რომელიც კერძო საკუთრებაა? უმაღლესიდან ჩვეულებრივად რომ ვარდებიან გუნდები, იმათმა რა იძახონ - სუსტი თამაშის გამო სახლიდან რა უფლებით მაგდებთო? ამაშია ზუსტად საქმე, რატომ ვერ ხვდებით, ვერ გამიგია - თქვენ ადგილი გეკუთვნოდათ სამი წლის წინანდელ ჩემპიონატში და არა მომავალ 2017-საში. სულაც რომ აღგადგინონ, სამი წლის წინანდელის აღდგენა შეუძლიათ მაქსიმუმ, მაგრამ ეს 2017 ჩემპიონატის უმაღლესში თამაშის უფლებას ვერ მოგცემთ.
qifsuta
აქ დიდი ხანია არაფერი დამიწერია,მაგრამ ახლა უნდა დავწერო. დავიწყოთ იმით, რომ სახლიდან, რომ უკანონოდ გამოგაგდონ მერე სასამართლომ გითხრას: უკანონოდ კი გამოგაგდეს, მაგრამ უკან ვერ დაგაბრუნებთ და ახალი სახლი აიშენე. ეს თუ იქნება სამართიანი? ახლა შეხვედრას, რაც შეეხება... თუ შეხვედრა უნდა იმავე დარბაზში, იმავე ხალხს შეხვდეს, ვისაც არჩევნების წინ სამართლიანობის აღდგენას დაპირდა.
კოტე-s-ს
მოითხოვეთ და ელოდეთ მაშინ ))
კოტე-s
რატომ და იმიტომ რომ შეპირებულნი არიან რომ შეაფასებენ. ჩვენ არაფერს მოვითხოვთ, რაც მოსათხოვი არაა, არ ინერვიულო ეგ
კოტე
და რატომ უნდა შეაფასოს ფედერაციამ სამი წლის წინანდელი გადაწყვეტილება, ვინმეს შეუძლია ამიხსნას? შეიტანეთ სარჩელი სპორტულ არბიტრაჟში, სასამართლოში, უეფაში - ისეთ ინსტანციაში, რომელსაც სამართლებრივად შეუძლია მსგავსი გადაწყვეტილების გამხილვა. არა, კოკაიას მაინცდამაიმც თავის სტილში უნდა სხვას აბრალოს, ვიდრე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს.
longo
ჯიგარი ხარ! აბა სხვას რას ვითხოვთ, შეაფასონ პირველ რიგში
longo
აღმასკომმა უნდა გადაწყვიტოს საკითხი, რად უნდა ამდენი ამბავი. პირველ რიგში სამართლიანი იყო თუ არა მოხსნა და შემდეგ უნდა მოხდეს მსჯელობა სად და როგორ უნდა დაბრუნდეს. რატომ არ აძლევთ გუნდს თამაშის საშუალებას?
zaza
დათო30-ს გეთანხმებით,მაგრამ ხომ იცით,თან 10-გუნდიანი ჩემპიონატიო და ...მაგრამ ზესტაფონიც უმაღლესში უნდათ და კანონი,წესები არ აინტერესებთ(((
333
პატივს ვცემ კობის. მაგრამ მან ვიტ ჯორჯია გააფდო უმაღლესიდან იმის გამო, რომ ამ გუნდმა არველაძს მისცა ხმა. ახლა რა მაინტერესებს, აღმასკომი რისთვის არსებობს? ასეთი საკითხები აღმასკომმა უნდა გადაწყვიტოს და არა კობიაშვილმა
daTo30-s
როცა არ იცი რა მოხდა, ჯობია შენი ბრძნული აზრები შენთვის შეინახო. ფინანსების თემა რა შუაშია საერთოდ? რისთვის მოხსნეს გუნდი გაგიგია? ბოღმა რატომ გახრჩობს?
დათო30
ძველი ბიჭების ადგილი არის ქუჩაში, პარლამენტში და არა ფეხბურთში. კოკაია ფეხბურთში მოსვლის დღიდან (2004-წლიდან) წასვლით იმუქრებოდა, 2014 წელს აუხდა ოცნება და წავიდა. კოკაიამ ქალაქ ზესტაფონის უქნარა გამგეობას გადააბარა კლუბი და ეს ნიშნავდა გუნდის უპატრონოდ დატოვებას, შეიქმნა პარადოქსული სიტუაცია კლუბი საშინაო არენაზე ვერ ატარებდა თამაშს დაუფინანსებლობის გამო და ბუნებრივია ასეთ გუნდს ვერ გააჩერებდნენ. რა სამართლიანობის აღდგენაზე საუბრობთ, ზესტაფონის გამგეობამ 2014 წელს საკუთარი გუნდი გაწირა და არ დააფინანსა. თუ საუბარია იმაზე რომ 16 გუნდი არ უნდა იყოს უმაღლეს ლიგაში იმ მოტივით რომ დაუფინანსებლობის გამო ბევრი გუნდი ვერ მიატანს სეზონის ბოლომდე, დაუფინანსებელი ზესტაფონი როგორღა იქნებოდა უმაღესში. ასე რომ ზესტაფონის გამგეობას და კოკაის მოკითხეთ გუნდის დაშლა. თუ კობი ძლიერი პრეზიდენტია უნდა დართოს ნება სკ.ზესტაფონს ოღონდ 2 ან 1 ლიგიდან და კოკაიას ურჩიოს რომ ფედერაციასთან ბლატაობის და ულტიმატუმის ენით საუბარი არ გაუვა.
george-s
მაგ პრინციპით ყველა ლიგა დაკომპლექტებულია და არ ყოფილა საშველი. თან ზესტა თუ უსამართლოდაა გაგდებული მაშინ ვიგაც ხომ არის უსამართლოდ უმაღლესში? არ ეყო ზესტას 2 წლიანი დასჯა? გაირკვეს მოედანზე ყველაფერი ჯობია.
საბა
ულტიმატუმის ენით საუბარი შედეგს არ მოიტანს მემგონი
George
ეგრე რა შე კაი ადამიანო რას გვაბრაზებდი ;) აი მაგაში გეთანხმები, მიუხედავად იმისა რომ დიდ პატივს ვცემ ზესტაფონს, ზესტაფონლებს და მიმაჩნია ეგ გუნდი უსამართლოდ გავარდა. ვიღაცის ხუშტურებს და ჯინიანობას გადაყვა მაინც არ უნდა დაემატოს მე11 გუნდად. ზესტაფონი დაემატოს მე11 გუნდად ორის მაგივრად გავარდეს სამი დიდი ალბათობის ამ სამში ზესტაფონი არ მოხვდება სამართლიანობის აღდგენაზე მიდის საუბარი რამდენად სამართლიანი იქნება ეს იმ მესამე გუნდისთვის? ან მეორე ლიგიდან გავარდნილ ერთით მეტ გუნდზე რაც ავტომატურად მოხდება. 10 მილიონი კი არა სულ რო მესი დ რონალდო მოიყვანოს მაინც არ უნდა დაამატონ. დაიწყოს ბატონო დაბალი ლიგიდან და ფულადი კონპესაცია გადაუხადონ თუ უსამართლოდ გააგდეს
112
ვიგაცამ რაგაც ხომ უნდა გადაწყვიტოს დასაბუთებულად? ითამაშოსო ისე იძახით, თითქოს ვინმე ეპატიჟებოდეს. პრო 2- ში თუ შეიძლება ჯერ ერთი 10 გუნდზე ერთის დამატება, პრო 1 ში რატომ არ შეიძლება?
dave
ძალიან სასიხარულოა როდესაც რეგიონებში უყვართ ფეხბურთი და დადიან საკუთარი გუნდის საგულშემატკივროდ. სტატისტიკიდანაც ჩანს რომ ბევრად მეტი ხალხი მიდის სტადიონზე რეგიონების ქალაქებში ვიდრე თბილისში (არაა ეს კარგი მაგრამ მაინც). ჩემი პირადი აზრია რომ თუ დაიწყებს ზესტაფონი ქვედა ლიგიდან არ იქნება ტრაგედია, ითამაშოს მერე მონდომებით, აჯობოს სხვებს და ერთორ წელიწადში მოიპოვებს ზედა ლიგებში საგზურს. ასევე წელს გავარდა ზუგიდი, გურია, ბოლნისი, ცხინვალი და ე.წ. პრო 2 ძლიერი ჩემპიონატი იქნება... რა დაშავდა ამით? იმედია სწორ დასკვნებს გამოიტანენ კლუბების ხელმძღვანელები, შეცვლიან საქმისადმი მიდგომას, გუნდს გააძლიერებენ და იბრძოლებენ ჩემიონობისათვის. რაც შეეხება ევროთასებზე მოხვედრას, ეგ დაბალი ლიგიდანაცაა შესაძლებელი ქვეყნის თასის მოგებით. გისურვებთ ზესტაფონელბს მალე დაბრუნებულიყოს დიდი ფეხბურთი თქვენს ქალქში და ჩვენს ქვეყანაში :)
mumus
Mumu, sheafaset chveni gagdeba da tkvit rom scorad gagvagdo sichinavam da egaa Rezistvis unda dagvechira mxari da ara amattvis, amden xans dabrunebuli viknebodit ukve
George
დავე იქნებ სამტრედია, ქუთაისი, ზესტაფონს წყალტუბო, საჩხერე და ჭიათურაც მივუმატოთ მაინც აქვეა. ქობულეთი, ბათუმი და ლანჩხუთიც გაერთიანდნენ კდე მეგრული კლუბებიც და ბარემ გორი, ბოლნისი, ცხინვალი? და თბილისს დარჩება 6 თავისუფალი ადგილი მერე ჩაწყობაც მეტი იქნება და დამაშის მიყიდვაც კიდე უკეთესი საერთოც სეზონში სამჯერ მოუწევთ ქალაქიდან გასვლა და ნაკლები ხარჯია!!! გვესმის რომ დედაქალაქია მაგრამ რეგიონებშიც ვცხოვრობთ ხალხი და იმაზე ბევრად უკეთესი ვიდზე თქვენ წარმოგიდგენიათ და იმაზე მეტად გვიყვარს ფეხბურთი ვიდრე დედაქალაქელებს
dave
რაც შეეხება თავებს, ჯერ საკუთარ თავებს მიხდეთ როგორები გადგათ მხრებზე და მერე იფიქრეთ სხვისაზე ;) ვინ ამბობს რომ ცალცაკე გუნდები არ უნდა ყავდეს ამ ქალაქებს, არასწორად გაიგეთ ნათქვამი. ნეტავი ყველა ქალქში და სოფელში იყოს ფეხბურთი, დადიოდეს ხალხი სტადიონზე, ბავშვები იზრდებოდნენ და ბუმი იყოს ამ სპორტის. უბრალოდ არაა ტრაგედია თუ ზემოთ ჩამოთვლილი და თუნდაც სხვა გუნდი რანგით დაქვეითდება დაბალ ლიგაში ან დაიწყებს ასპარეზობას. რეინჯერსის, იუვენტუსის, მანჩესტერ სიტის ფეხბურთელებს, გულშემატკივრებს და კიდევ ვინ მოთვლის სხვებს, არ უუკადრისებიათ ეგ და რა გახდა ამისთან ქართული კლუბები და მისი ფეხბურთელები ? :)
საბა
მართლა ბევრი რამ გააკეთა ამ კოკაიამ ისე ჩემი აზრით მარგვეთსაც თუ ათამაშებს თავის ქალაქში კარგი იქნებოდა
kobis
rogora xar aba kobi sakutari sityvis shesrulebaze? Dzan samarcxvino kcevis suni trialebs da magra texavs
1
რა გიკვირთ, 45 მილიონი დოლარია ამ გუნდში დახარჯული. შეიქმნა ახალი ბაზები ზესტაფონსა და თბილისში. ფაქტობრივად თავიდან გაკეთდა სტადიონი. ამ ფულიდან დიდი ნაწილი ისევ ინფრასტრუქტურაში წავა, რაც დიდი პლიუსი იქნება ჩვენი ფეხბურთისთვის. ამას დავუმატოთ უფასო ჯგუფები ბავშვებისთვის ზესტაფონსა და თბილისში...
daves2
ზესტაფონში, ქუთაისში და სამტრედიაში სტადიონები სავსეა თამაშის დროს და ეს ქალაქები ცალკე გუნდებს იმსახურებენ იმიტომ რომ ამ ქალაქებში ფეხბურთის დიდი ტრადიციაა, მიკვირს ეგეთი აზრები როგორ თავებში იბადება
Gocha Juve
თუ მართლაც ეს ნათქვამი ინვესტორის შესახებ მართალია და არ არის ბლეფი და რვა ნიშნიან ციფრზეა ლაპარაკი მაშინ დაფიქრებაა საჭირო ფედერაციის მიერ და ზესტაფონის საქმე გადაიხედოს და გინიხილონ კომპენტეტურმა პირებმა და გაირკვეს შავი და თეთრი, თუ ზესტაფონის სასიკეთოდ გადაწყდება ყველაფერი და სამართლიანობა აღსდგება არაა პრობლემა მეთერთმეტე გუნდის დამატება 11 გუნდიდან ერთის ნაცვლად პროლიგა ერთს დატოვებს ორი გუნდი ხოლო 8-9 ადგილოსნები შეხვდებიან პროლიგა ორში 2-3 ადგილოსნებს როგორც დებულებაშია ნათქვამი, გვექნება ისევ 10 გუნდიანი ჩემპიონატი, ასე თუ იქნა ზესტაფონში ფეხბურთის ბუმი იქნება!
ramin
ძალიან უჭირს ფედერაციას რეალური საკითხების გადაწყვეტა. ის არ გაუჭირდათ მარტო, ვიტ ჯორჯია რომ გააგდეს შარშან მოგონილი მიზეზით, პირადი მოტივებით.
haha
8 ციფრიანი მიშნავს მინიმუმ 10 მილიონს. 10 მილიონი მთლიანდ ყოფნის უმაღლეს ლიგას1 წელი. ვის აგიჟებთ? ან რას გვაგიჟებთ.
ზაზა
ვერ ვიტყვი წესდების მიხედვით,რამდენად არის შესაძლებე;ლი,მაგრამ ჩემი აზრით პირველ ლიგაში(პრო–2 ახალი დასახელებით)დამატება ადეკვატური,გონივრული გადაწყვეტილება იქნება
ქომაგი
დაამატეთ მე-11 გუნდად და შემდეგ წელს ერთი გუნდით მეტი ვარდებოდეს სულ ეგ არი :) ვითო ეგეთი სასწაულები არ გაკეთებულა აქამდე :)
კოტე
ბლეფია ეგ ყველაფერი - რა ინვესტორი, რის ინვესტორი. კითხეთ ერთი მაგ ინვესტორს, ფული როგორ და საიდან უნდა ამოიღოს?
romandro
კარგი იქნება თუ ზესტაფონი დაუბრუნდება ქართულ ფეხბურთს რადგან ასეთი გუნდები ჭირდება ჩვენს ჩემპიონატს,მაგრამ იმას არვეთანხმები რომ პირდაპირ პრო1-ში ჩაისვას 11-ტე გუნდად და ისევ აირიოს 10-გუნდიანი ფორმატი,როგოგც წინა ფედერაციის ხელმძღვანელობის დროს ხდებოდა,როდესაც გულშემატკივრებმა არვიცოდით რამდენ გუნდიანი ჩემპიონატი გვექნებოდა ყოველ ახალ ჩემპიონატის დაწყებისას...
ვახტანგი
ბევრი გვყავს ჩემპიონატში გუნდი, რომელსაც სპონსორი ჰყავს და თანაც ისეთი სტაბილური სპონსორი როგორიც ზესტაფონს? ესე ფეხბურთი წინ ვერ წავა. ის რაც ფედერაციაში ხდება ან უგუნურობაა ან მიზანდასახული ქართული ფეხბურთის ღალატია.
daves2
ქუთაისში უნდა გაკეთდეს ეგ ალბათ ? მოიწვიეთ, ბიჭო, აღმასკომი და შეაფასეთ ზესტას მოკვეთა!
daves
შენ ნორმალური ხარ?
dave
კარგია ფეხბურთი ყველა ქალაქში, მაგრამ ერთ ჩაყოლებაზე ქალაქებიდან ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია სამივე გუნდი რომ არ იყოს წარმოდგენილი უმაღელს ლიგაში არაფერი დაშავდება. გაერთიანდით ფინანსურადაც გულშემატკივრიანდა და ერთი კარგი კლუბი გააკეთეთ ხოლო დანარჩენება ითამაშონ ქვედა ლიგებში, ჭაბუკებში და მომავალი თაობისთვის ააშენეთ აკადემიები, მოდნები და სხვა ინფრასტრუტურა.
daviti
ამ ძალიან მნიშვნელოვაა საკითხთან დაკავშირებით, არ შეიძლება უფრო "ხმამაღლა" ხმის ამოღება არ მოიძებნება არხი, გადაცემა, რომელიც ამ ძალინ დიდი მნიშვნელობის თემით დაინტერესდება? ოფიციალური წერილი რომ მივწეროთ ფედერაციას ყველამ მოვაწეროთ ხელი ვისაც გვინდა რომ ქართული ფეხბურთი განვითარდეს!!!! ასეთი საბედნიეროდ ძალიან ბევრია. ჭირდება ადამიანი ან ადმიანების ჯგუფი ვინ ამ ყველაფერს სათავეში ჩაუდგება!!! არ მეგულება გულშემატკივარი ვინ ამ თემას გაალაითებს
სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში
ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები
"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა
სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა
საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე
"პასუხისმგებლობა არა მხოლოდ კობიაშვილმა, აღმასკომმაც უნდა იტვირთოს!"
"ზესტაფონი" VS სფფ - მზად ვართ, პრო ლიგა 2-ში ვითამაშოთ!
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის
ლევან კობიაშვილი: ილია კოკაიას მოუწევს, უპირველესად, "ზესტაფონის" გულშემატკივრებს უთხრას სიმართლე
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
"ზესტაფონის" გამოხმაურება ლევან კობიაშვილის განცხადებაზე
"ზესტაფონი": ჩვენი კლუბი დღესაც ელის ფეხბურთის ფედერაციის ვერდიქტს
ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
"დინამოს" სტადიონის ადმინისტრაციიდან სფფ-ში ეს წერილი მოვიდა... მასში ამ პრობლემებზეა საუბარი..." - კობიაშვილმა თქვა, რატომ არ იმართება საქართველოს ნაკრების მატჩი "დინამო არენაზე"
"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის
მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]
კონსესუსი ზესტაფონურად - "მარგვეთი 2006" "ზესტაფონის" ბაზაზე ითამაშებს
ილია კოკაია მწვერვალ დედაენაზე დაიღუპა
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
სფფ-ის აღმასკომის სხდომაზე "ზესტაფონის" საკითხზე იმსჯელეს
იყო 50 000 ლარი, გახდა... 49 ლარი - საკრებულომ "ზესტაფონს" გადასახადი შეუმცირა
სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
[დღის თემა] სკ "ზესტაფონის" მიმართვა სფფ-ს: აღადგინეთ სამართალი!
ლევან კობიაშვილის პასუხი ილია კოკაიას: თუ ასე ფიქრობს, მაშინ...
ილია კოკაია: ტოტალიზატორის ხალხი უკვე მუქარებზეა გადასული
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...