20 წლის კაციაშვილი ქართული ჭიდაობის ისტორიაში ასაკით ერთ-ერთი უმრწემესი და ამასთან, წონით ერთ-ერთი ყველაზე მჩატე აბსოლუტური ფალავანი გახდა
რამდენიმე დღის წინათ თბილისში გამართულ აბსოლუტურ ფალავნობაზე ქართულ ჭიდაობაში კასპელმა სპორტსმენმა გიორგი კაციაშვილმა ყველას აჯობა და ჩვენი ეროვნული საჭიდაო სახეობის მთავარი საფალავნო ტიტული მოიპოვა.

20 წლის კაციაშვილი ქართული ჭიდაობის ისტორიაში ასაკით ერთ-ერთი უმრწემესი და ამასთან, წონით ერთ-ერთი ყველაზე მჩატე აბსოლუტური ფალავანი გახდა.

გიორგი კაციაშვილი შარშანაც გახდა წონით კატეგორიაში გამარჯვებული, მაგრამ აბსოლუტურისთვის შერკინებაში ჩართვისგან მაშინ თავი შეიკავა. ამჯერად, პირადმა მწვრთნელმა ნუგზარ მამულაშვილმა შეგირდს საპირისპირო გადაწყვეტილების მიღება ურჩია, რადგან ჩათვალა, რომ კაციაშვილი უკვე კაცია და აგერ, ფალავანიცაა!

ფალავანს და მის მწვრთნელს, ნუგზარ მამულაშვილს სასაუბროდ მშობლიურ კასპში ჩავაკითხეთ.

ნუგზარ მამულაშვილი:

- გიორგიმ შარშანაც გაიმარჯვა თავის წონაში, მაგრამ აბსოლუტურში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. რატომ?

- ვფიქრობ, მაშინაც სწორი გადაწყვეტილება მივიღე, როდესაც სიფრთხილის გამო არ ვურჩიე აბსოლუტურში, ფიზიკურად მეტად ძლიერ და გამოცდილ მოჭიდავეებთან უპრინციპულეს პაექრობაში ჩართვა. წლეულს ის უფრო დაკაცებულია და, ამჯერად, ორივემ ჩავთვალეთ, რომ პირველობისთვის ბრძოლა გამართლებული იქნებოდა. საბედნიეროდ, ჩვენმა მონდომებამ შედეგი გამოიღო.

- გიორგი პატარაობიდან თქვენი შეგირდი იყო. რით გამოირჩეოდა ის სხვებისაგან?

- საოცარი მონაცემები ჰქონდაო, ვერ ვიტყვი, მაგრამ ნიჭიერი და შრომისმოყვარე თავიდანვე გახლდათ. ყველაზე მეტად კი მისი შემართება მომწონდა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ნაკლებად ახერხებდა ტურნირებზე გამარჯვებების მოპოვებას, წაგების მერე მაინც არასოდეს გულს არ იტეხდა.

გიორგი ასპარეზობისას საკმაოდ მოქნილი და სხარტი იყო, თუმცა, პირველ ყოვლისა, უშიშარი ხასიათიდან გამომდინარე, ყოველთვის ვცდილობდი, ასაკით თავისზე უფროსებთან მეჭიდავებინა. ამან მისი მოჭიდავედ ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. მოგვიანებით კი ღიმილს მგვრიდა, ტურნირებზე თანატოლებთან ჭიდაობისას სხვა მწვრთნელები გამალებით რომ ცდილობდნენ, თავისი მოსწავლეები კაციაშვილისთვის აერიდებინათ.

- განსაკუთრებით რომელ ფანდს იყენებდა ადრე და ახლა?

- ბრუნს ნაკლებად იყენებს, არადა, ხშირად მოვუწოდებდი, სწორედ ეს ფანდი გამოეყენებინა ხოლმე. აბსოლუტურის ფინალში კი ზუსტად ბრუნის დამსახურებით ხომ ნახეთ, იმხელა ფიზიკური მონაცემების მოჭიდავე (ბურაძე კაციაშვილზე რამდენიმე ათეული კილოგრამით მძიმეა) როგორ დასცა სუფთაზე.

გიორგი კაციაშვილი:

- გიორგი, ქართულ ჭიდაობაში გამართულ შეჯიბრებებზე ბავშვობიდან მონაწილეობთ?

- დიახ, ბავშვობიდან ყოველ შეჯიბრებაზე, რომელიც ჩემს მშობლიურ სოფელ გომში იმართებოდა, ვჭიდაობდი. მართალია, თავიდან თითქმის ყოველთვის ვაგებდი, მაგრამ გული არასოდეს გამიტეხავს.

- წარსულის ცნობილი მოჭიდავე და მწვრთნელი ლავრენტი კაციაშვილი თქვენი ოჯახის ახლობელი იყო?

- ჩვენი შორეული ნათესავი გახლდათ. ჭიდაობაზე კი ბიძაჩემმა მიმიყვანა, ბატონ ნუგზარ მამულაშვილთან, რომელიც ბავშობიდან მავარჯიშებს.

- 20 წლის ბიჭს, ფალავნობაზე რამდენად გქონდათ გამარჯვების იმედი?

- შეჯიბრებისთვის ძალიან მონდომებით ვემზადებოდი და მაქსიმალურ წარმატებაზეც რატომ არ უნდა მეფიქრა?

- ყველაზე რთულად დასამარცხებელი მეტოქე რომელი იყო?

- წონით კატეგორიაში გამარჯვებამდე ოთხი, იქიდან აბსოლუტური ფალავნობის მოსაპოვებლად კი კიდევ სამი შეხვედრის მოგება მომიწია. ვერ ვიტყვი რომელიმე მოწინააღმდეგის სისუსტეზე. თანაც, სიფრთხილე ყველასთან საჭიროა. მწვრთნელიც მუდამ მარიგებს, რომ ვისთანაც გამარჯვებაში ვარ დარწმუნებული, სწორედ მას უნდა ვუფრთხილდე, რათა საბედისწერო მარცხი არ ვიწვნიო.

- მიგაჩნიათ, რომ ფინალში ყველაზე ძლიერი მეტოქე შეგხვდათ?

- ონისე ძალიან ძლიერი ფალავანია, თანაც, იგი ხშირად მონაწილეობს ქართული ჭიდაობის შეჯიბრებებზე. შარშანაც ახლოს იყო საბოლოო გამარჯვებასთან. წლეულსაც, როგორც ნახეთ, სულ ცოტა დააკლდა სანუკვარ მიზნამდე. ძნელია, როდესაც ბუღაძეს ეჭიდავები, უთუოდ მოგებაზე იფიქრო.

საერთოდ, ჩემი მწვრთნელის მოსაზრებით, უფრო უშანგი კოკაურთან გამიჭირდებოდა, მაგრამ თავად ორივე თანაბრად ძლიერი მოჭიდავე მგონია. ძალიან რთული შეჯიბრება რომ აღმოჩნდა, იქიდანაც ჩანს, რომ მის მიწურულს ყველა სპორტსმენი ძალიან დაღლილები ვიყავით.

- ცალკეულ წონით კატეგორიაში გამარჯვება, ცხადია, მნიშვნელოვანია, მაგრამ აბსოლუტური ფალავნის ტიტული მეტად პრესტიჟულია ჩვენს ეროვნულ საჭიდაო სახეობაში. მისი მოპოვებით არაერთი სახელოვანი ფალავანის გვერდით დაიბევეთ ადგილი. უფრო კონკრეტულად, რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

- სიმართლე გითხრათ, ჯერ ბოლომდე ვერც გავითავისე, რისი მიღწევაც შევძელი. თუმცა ამ დღეებში რამდენჯერმე სრულიად უცნობი ადამიანებისგან მოულოდნელად დიდი სითბო და კეთლგანწყობა ვიგრძენი, რამაც ძალიან გამახარა.

- ახლა ისევ ძიუდოს ტურნირების დრო დადგება. ქართული ჭიდაობის სტილი და ფანდები რამდენად გეხმარებათ ძიუდოში წარმატებების მიღწევისას?

- ჩვენი ეროვნული საჭიდაო სახეობის დამსახურება ჩემს წარმატებებში ყოველთვის დიდია. ახლა ძიუდოში ისეთი ცვლილებები დაგეგმა საერთაშორისო ფედერაციამ, რომ ის უფრო ახლოს იქნება ქართულ საჭიდაო სტილთან. შესაბამისად, დიდ გამარჯვებებზეც უფრო თამამად ვიფიქრებთ.

ვასილ ბალახაძე

კასპიდან

ნახევარფინალში თუშიშვილი დაამარცხა - საბა ინანეიშვილი ქართულ ჭიდაობაში პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა!
2024 წლის 11 სექტემბერს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში გაიმართა შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.
ასე აღნიშნა ლაშა ბექაურმა ტატო გრიგალაშვილის მსოფლიო ჩემპიონობა [VIDEO]
"შევალიეს ბევრი წუნი აქვს - საფონოვი რუსეთში არ უნდა დაბრუნდეს" - აცხადებს აგენტი
15-ქალა | გიორგი მაისურაძემ პირველი ოფიციალური თამაშისთვის შემადგენლობა დაასახელა
მარსელო ბროზოვიჩი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს
ლუკმენი თურქეთში წავა? - "გალათასარაი" მორიგ ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს
ენდრიკი მეტი სათამაშო დროის გამო "რეალიდან" მიდის - ფრანგულ გუნდთან ყველაფერი შეთანხმდა
რატიშვილი საბერძნეთში, ვართანოვი – რუმინეთში | ქართველები ფიბა ევროპის მატჩებზე
პსჟ მცველს ხელშეკრულებას გაუხანგრძლივებს და გასამრჯელოსაც მოუმატებს
გატუზო: ჭრილობებს ვიშუშებთ, ბოდიშს ვიხდით
"ბორჯღალოსნები" | გადამწყვეტი რკენა წლის ბოლო მატჩში
"ზურაბ ზვიადაურს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და საპატიმროს მარტის ბოლოს დატოვებს" - რას აცხადებს ადვოკატი
ჩაკვეტაძე უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს
მაკფადენი დაბრუნდა - საქართველოს ნაკრების 24-კაციანი შემადგენლობა ცნობილია
"ბარსელონა" ერიკ გარსიას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მუდამ მსუქანსა და უდისციპლინოს მეძახდნენ, მე გამძლეობის მაგალითი ვარ" - ლუის სუარესი
"მესი თუ რონალდო?" - ლინეკერმა არჩევანი გააკეთა
ეს ნაცნობი დე ლაურენტისია - აურელიო კონტეს ემშვიდობება, თანაც უფასოდ
"იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას" - მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს
[VIDEO] ბითაძის 16 წუთი "ჰიუსტონთან" - "ორლანდო" ოვერტაიმში დამარცხდა
ნორვეგიამ იტალიას თამაში შემოუტრიალა და მუნდიალზე გავიდა
შენგელიას 14 ქულა, 7 მოხსნა და გამარჯვება ყოფილ გუნდთან
"ევროპის ღია თასი": ვინ გამოიყენებს პოლონურ შანსს?
დიუსელდორფის გრანდ სლემი: ლაშა შავდათუაშვილი რეპეშაჟში გადავიდა
დიუსელდორფის გრანდ სლემი: ლაშა შავდათუაშვილმა ტაჯიკი მეტოქე დააიპონა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
ვის შეარჩევს შესარჩევი? ძიუდოს აკადემიაში ევროპის 23-წლიანთა ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი გაიმართება
საქართველოს მეორე დონის ჩემპიონატი ძიუდოში: ისევ გიორგი კაციაშვილი!
პრემიებსა და ფულზე ფიქრის ცუდი გავლენა ქართველ ძიუდოისტებზე