ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ტრანსფერ ONLINE: 8 იანვრის ტრანსფერები და ჭორები

ტრანსფერ ONLINE: 8 იანვრის ტრანსფერები და ჭორები

"ატლეტიკო" - გრიზმანი წავა, სანჩესი მოვა?
11:11. "მირორის" ინფორმაციით, "ლივერპულს" მოსკოვის "სპარტაკიდან" ჰოლანდიის ნაკრების შემტევის, კვინსი პრომესის გადაბირება სურს. ტრანსფერის ალბათობას ის ზრდის, რომ სენეგალელი სადიო მანე აფრიკის თასზე მიდის სათამაშოდ. ჰოლანდიელს პრემიერლიგის სხვა კლუბებიც აკვირდებიან.

11:17. თუ ანტუან გრიზმანი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავა, მაშინ დიეგო სიმეონე "არსენალის" ჩილელ ლიდერს, ალექსის სანჩესს იყიდის - წერს "დონ ბალონი".

11:23. "ვალენსიამ" გაათავისუფლა კლუბის სპორტული დირექტორი ხესუს გარსია. მან კლუბში ერთწლიანი მუშაობის დროს არაერთი მწვრთნელი გააგდო და კლუბი ჩეზარე პრანდელის გარეშე დატოვა.

11:27. "მანჩესტერი" არ გაანათხოვრებს მემფის დეპაისა და მორგან შნეიდერლინს. ისინი გუნდს მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებენ, თუ მყიდველი გამოჩნდება. ამის თაობაზე ჟოზე მოურინიომ განაცხადა.

11:33. "გალათასარაის" "ზენიტის" ბელგიელი მცველის, ნიკოლას ლომბერტსის გადაბირება სწადია და სტამბოლში გადასვლას არც ფეხბურთელი უარობს.

11:36. "დეილი მეილის" ინფორმაციით, "მანჩესტერი" მორგან შნეიდერლინის სანაცვლოდ 23,3 მილიონ ევროს ითხოვს. ფეხბურთელის შეძენის მთავარი პრეტენდენტი "ევერტონია".

11:42. "მილანის ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ ბრაზილიელი ფორვარდი ლუის ადრიანო "სპარტაკში" გადავა. "არანაირი პრობლემა ამ ტრანსფერთან დაკავშირებით", - უთხრა გალიანიმ ტას-ს.

11:47. "დეილი მირორის" ცნობით, "ტოტენჰემის" ვარსკვლავის, დელე ალის გადასაბირებლად "რეალი" და "ბარსელონა" იბრძვიან. ესპანური გრანდები მზად არიან, ფეხბურთელის სანაცვლოდ 82 მილიონი ევრო გაიღონ.

11:55. "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე, ალბათ, დაიბრუნებს "ბორნმუთში" განათხოვრებულ ცენტრალურ მცველს, ნათან აკეს.

11:59. ჯეკ უილშირმა, ვინც კარგია "ბორნმუთში", "ევერტონის" ყურადღება მიიპყრო.

12:01. "ბრენტფორდმა" 11,5 მილიონ ევროდ არ მიჰყიდა "ვესტ ჰემს" ფორვარდი სკოტ ჰოგანი.

12:11. "დეილი სტარის" ინფორმაციით, ჩინელებს "სტოკის" ფორვარდის, ვილფრიდ ბონის გადაბირება სურთ.

12:15. იტალიელი ფორვარდის, სიმონე ძაძას ყიდვა "ვალენსიას" აღარ გამოსდის. ფეხბურთელი ალბათ "ფიორენტინაში" აღმოჩნდება. თავის მხრივ, "იებმა" თითქმის გაყიდეს მთავარი ფორვარდი ნიკოლა კალინიჩი ჩინურ "ტიანძინში". ძაძა ჯერ იჯარით გადავა "ფიორენტინაში" და კლუბთან სრულფასოვან კონტრაქტს გააფორმებს, თუ ფლორენციულ კლუბში სეზონის მეორე ნახევარში 15 მატჩს მაინც ჩაატარებს.

12:25. "სასუოლოს" მცველი ფრანჩესკო აჩერბი შესაძლოა, ინგლისში გადავიდეს. "გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, მისი სამსახურით "სანდერლენდი" და "ვესტ ბრომვიჩი" არიან დაინტერესებულები.

12:40. მაურისიო პოჩეტინომ შესაძლოა, "ბარსელონა" ჩაიბაროს. "დეილი სტარის" ინფორმაციით, სწორედ არგენტინელი შეცვლის ლუის ენრიკეს, თუ ის ხელშეკრულებას არ გააგრძელებს კატალონიურ გრანდთან.

12:46. "სევილიამ" შესაძლოა, მამადუ სახო გადაიბიროს "ლივერპულიდან", რომელიც მერსისაიდული გუნდის შემადგენლობაში ვეღარ ხვდება. ანდალუსიელებს მისი იჯარით აყვანა უნდათ. სახოს სამსახურით "საუთჰემპტონიცაა" დაინტერესებული.

13:08. "მანჩესტერს" "კიევოს" მეკარე ალესანდრო კონფენტე აინტერესებს. 18 წლის მეკარეს "იუვენტუსიც" აკვირდება.

13:12. "ლას პალმასი" ახალგაზრდა არგენტინელ ერნან ტოლედოსთან გააფორმებს კონტრაქტს. ის ამ დროისათვის "ფიორენტინაში" ირიცხება. მას ფლორენციულ გუნდში დამკვიდრება ტრავმებმა არ დაანება.

13:17. ვეტერანი პორტუგალიელი მცველი რიკარდო კარვალიო ჩინურ "შანხაიში" გადადის. ის კლუბის საწვრთნელ ბაზაზე უკვე გამოჩნდა. ამ გუნდში თამაშობენ ოსკარი და ჰალკი, მწვრთნელი კი ანდრე ვილაშ-ბოაშია.

13:26. ალჟირელი სოფიან ფეგული "ვესტ ჰემიდან" რომაში გადასვლასთანაა ახლოს. "რომა" მზადაა, ფეხბურთელში 8 მილიონი ევრო გადაიხადოს, "ვესტ ჰემი" კი თორმეტზე დგას.

13:33. "ბარსელონას" მცველმა ალეიშ ვიდალმა "გალათასარაიში" გადასვლა იუარა. როგორც ჩანს, ტერორისტების შეეშინდა.

13:37. 17 წლის კალვინ ჩილუმბა ფრანგული "ლევალუადან" "ტოტენჰემში" გადავა. ამის თაობაზე "ეკიპი" წერს.

13:49. თითქმის გადაწყდა, რომ ლუკაშ პოდოლსკი "გალათასარაიდან" ჩინურ "ბეინციან გუანში" გადავა. თურქული კლუბის დირექტორმა ლავენ ნაზიფოღლუმ თქვა, რომ მოლაპარაკება ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ პოდოლსკი ამ კვირაში წავა ჩინეთში ან თურქეთში დარჩება.

14:01. "კალჩომერკატოს" ინფორმაციით, იაპონელი მცველი იუტო ნაგატომო დატოვებს იტალიურ "ინტერს" და პრემიერლიგაში გადაბარგდება. იუტოს შეძენა "ბარნლის" და "სანდერლენდს" სურთ.

14:05. მარტ უტი, ვინც "ჰოფენჰაიმში" თამაშობს, შესაძლოა, "ტოტენჰემში" აღმოჩნდეს. ამის თაობაზე "კიკერი" წერს.

14:18. "ჩელსის" "სუონსის" ესპანელი შემტევის, ფერნანდო ლორენტეს ყიდვა უნდა. ლონდონელები მზად არიან, უელსში რომელიმე ფეხბურთელი მიავლინონ. "სუონსი" ყოყმანობს.

14:27. "ვესტ ბრომვიჩის" თვალთახედვის არეში მოექცნენ "ნაპოლის" შემტევი მანოლო გაბიადინი და "სპორტინგის" საყრდენი ვილიამ კარვალიო. ამის თაობაზე "დეილი მეილი" წერს.

14:36. "რენის" შემტევის, პოლ-ჟორჟ ნტეპის წაყვანა "სუონსის" უნდა.

14:40. "დეილი მირორის" ინფორმაციით, ალექსის სანჩესმა "არსენალთან" ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკება შეწყვიტა. მან ხელსაყრელი წინადადება მიიღო "სენ ჟერმენიდან". მან უარი თქვა "მეთოფეების" შეთავაზებაზე, მიეღო კვირაში 230 ათასი ევრო. ფრანგები ჩილელს მეტს სთავაზობენ.

15:00. "ლა ნაციონე" წერს, რომ შესაძლოა, "რომამ" და "ფიორენტინამ" ფეხბურთელები გაცვალონ - ლეანდრო პარედესი და მილან ბადელი.

15:95. ნათან აკე ოფიციალურად დაბრუნდა "ბორნმუთიდან" "ჩელსიში".

15:08. ფრანგული მედია წერს, რომ მამადუ სახო შეიძლება "ლიონში" აღმოჩნდეს. მისი შეძენა "ლილს" და "მარსელსაც" უნდათ.

15:10. "უოტფორდის" კაპიტანმა ტროი დინმა ჩინური შეთავაზება მიიღო.

15:22. მუსა დემბელე ბედნიერია "სელტიკში". მან უარით გაისტუმრა მისით დაინტერესებული "ვესტ ჰემი".

15:26. "სქაი სპორტის" ცნობით, "ლივერპულმა" აცნობა "სევილიას", რომ მამადუ სახოს მხოლოდ 23 მილიონ ევროდ შეელევა.

15:30. "მუნდო დეპორტივო" წერს, რომ თუ დარიო სრნა "ბარსელონასთან" 1,5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, ის წელიწადში 2 მილიონ ევროს მიიღებს.

15:39. დიდი შანსია, "ტოტენჰემის" შემტევი ჟორჟ-კევინ ნკუდუ იჯარით გადავიდეს "რომაში".

15:47. "ფრანს ფუტბოლის" ცნობით, "სენ-ჟერმენის" ტალანტი ჟონათან იკონე თითქმის მოელაპარაკა ტრანსფერზე "ლილს".

16:12. "იუვენტუსი" ბრანისლავ ივანოვიჩსა და გაელ კლიშის აკვირდება. საინტერესოა, რომ მათი კონტრაქტები "ჩელსისთან" და "სიტისთან" სრულდება.

16:18. "ბაიერნმა" ფილიპ ლამის შემცვლელი იპოვა. ის იქნება "ბენფიკას" მცველი ნელსონ სემედუ. სემედუს "მანჩესტერიც" აკვირდება. მისი სატრანსფერო ფასი 60 მილიონი ევროა.

16:25. ადამ ლალანამ "ტოტენჰემიდან" მიიღო წინადადება. ამიტომ "ლივერპული" მას ხელფასს უზრდის. ის კვირაში 140 ათას გირვანქას მიიღებს.

16:44. დონეცკის "შახტარის" ყოფილი ფორვარდის, ედუარდოს გადაბირება "ტრაბზონსპორს" სურს. ფეხბურთელი წინააღმდეგი არ არის.

16:46. ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ფელიპე მელო ოფიციალურად შეუერთდა "პალმეირასს".

16:50. "ჩვენ არ ვიყიდით ახალ ცენტრალურ მცველს. ველოდები ერიკ ბაილის დაბრუნებას აფრიკის თასიდან", - თქვა ჟოზე მოურინიომ და გამორიცხა "ბენფიკადან" ვიქტორ ლინდელოფის აყვანა.

16:52. სტივენ ნზოზიმ განაცხადა, რომ "ბარსელონაზე" არ ფიქრობს, რადგან "სევილიაში" ბედნიერია.

17:09. "მანჩესტერ სიტი" "ბილბაოს" მცველს, ემერიკ ლაპორტს აკვირდება. ამას "დეილი მირორი" წერს.

17:13. არსენ ვენგერმა დაადასტურა, რომ "არსენალი" ახალგაზრდა ჯონ ტორალს "რეინჯერსში" ანათხოვრებს. ტორალი ამჟამად "გრანადაშია" განათხოვრებული.

17:22. ვეტერანმა არგენტინელმა მცველმა მარტინ დემიჩელისმა "ესპანიოლი" დატოვა.

17:49. "ტორინოს" სპორტული დირექტორის, ჯანლუკა პეტრაკის განცხადებით, კლუბმა "არსენალში" 65 მილიონ ევროდ არ გაყიდა ფორვარდი ანდრეა ბელოტი.

18:16. "სანის" ინფორმაციით, "ვესტ ბრომვიჩის" ფორვარდი სადიო ბერაჰინო მალე "გლაზგო რეინჯერსს" შეუერთდება. ესაა, კონტრაქტი ზაფხულში გაფორმდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

finita la commedia - ოსიმენი სასწრაფოდ პარიზში დაიბარეს

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

"რუსები გერმანიის ნაკრების სტილში თამაშობენ" - ნიგერიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი

7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა

კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო

სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა

ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა

"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა

"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

მის გადაწყვეტილებას პატივს სცემენ - გრიზმანმა ზაფხულში შესაძლოა, "ატლეტიკო" დატოვოს

ნეიმარი ევროპაში მოასპარეზე საუკეთესო ბრაზილიელია

"მანჩესტერი" ლინდელოფს საქართველოსთან მუნდიალის განაღდებას უსურვებს

სანჩესი სერია A-ში დარჩენასთან ახლოსაა - მისი კარიერა ევროპაში სწორედ ამ გუნდში იწყებოდა

"მანჩესტერ იუნაიტედს" ვიქტორ ლინდელოფი გაუძვირეს

ტრანსფერ ONLINE: ჭორები და ტრანსფერები. 2 აგვისტო

მანუელ პელეგრინი: "ბლექბერნი" საკუთარ კედლებში საშიში იქნება!

"მარსელმა" კლუბის რეკორდი დააფიქსირა

"14 სანტიმეტრით დაბალი გრიზმანი თავზე გადაახტა" - სლოვაკურმა გამოცემამ "ატლეტიკოსთან" "სლოვანიდან" ყველაზე სუსტად კაშია მიიჩნია, მაგრამ ამას სხვები არ ეთანხმებიან...

მესის გოლი ჩილეს დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა [VIDEO]

ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები

"მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა" - განაცხადეს შვედების მწვრთნელმა და ლინდელოფმა

48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა

ბრაზილიის ნაკრების ექსფეხბურთელი: მოვილაპარაკეთ, ყოველ ჩვენგანს მესისთვის ფეხებში ერთხელ უნდა მოერტყა, რიგრიგობით

პეტი: კლოპი თუ ვენგერი? - პასუხი მარტივია

"მხითარიანი იდიოტია! როგორ შეიძლება ის თამაშობდეს და..." - ვიდალმა სომეხ ფეხბურთელს შეურაცხყოფა მიაყენა

ნეიმარი - საუკეთესო ბრაზილიელი ევროპაში

გრიზმანმა წასვლა გადაიფიქრა და "ატლეტიკოში" დარჩენა სურს

ლუკაკუმ სანჩესს ორჯერ გაატანინა და "ინტერი" "მილანს" კიდევ უფრო გაექცა

100-იანთა კლუბში - სიმეონე ფერგიუსონისა და ვენგერის გზაზე

მანუელ პელეგრინი: პენალტამდე "ბარსას" გატანის შანსი არ ჰქონია

"მანჩესტერი": ყინულის კაცი თითქმის გადაწყდა, დ’არტანიანი რიგშია

სერია A. ბოლო დღის ტრანსფერები: დედლაინამდე წუთით ადრე

ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. VI ტურის წინ: ოცნება, რწმენა, ილუზია, ომი...

არსენ ვენგერმა, მისი აზრით, მუნდიალის მთავარი ფავორიტი დაასახელა

ალექსის სანჩესი შესაძლოა, "უდინეზეში" დაბრუნდეს

"ოკლაჰომა-სიტი" მონსტრი ხდება: კარმელო უესტბრუკთან და ჯორჯთან წავიდა

ვენგერის აზრით, გერმანელთა წარუმატებლობის მიზეზი პოლიტიკურ აქციებში მონაწილეობაა

პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს

ლინდელოფის მეგობარ ქალს კომფორტი უყვარს

"ნამცხვარი გადიდდება" - ვენგერი მუნდიალის ყოველ ორ წელიწადში ჩატარებაზე

"იუვენტუსი", პსჟ და "რეალი" უარით გავისტუმრე - ვენგერმა "არსენალში" გატარებულ პერიოდზე ისაუბრა

UEFA-მ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტები დაასახელა

ვინ არის 21-ე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი? - Goal-ის Top 25

მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა

დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია

"წითელი ეშმაკების" გეგმები - ვიქტორ ლინდელოფი და სხვები

დელ პიერო: ჩემი აზრით, გრიზმანი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია