rugbypass.com: "ლელოელები" პროგრესირებენ - თედო აბჟანდაძე ევოლუციას განიცდის, რევოლუციას თუ არა

AutoSharing Option
მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე "უმცროსი ბორჯღალოსნების" ასპარეზობას წერილი rugbypass.com-მა მიუძღვნა და უნდა ითქვას, ჩვენი გუნდი ერთობ დადებითად დაახასიათა. გთავაზობთ მცირედი შემოკლებით:

"შოტლანდიელთა დამარცხება ამტკიცებს, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სწრაფად პროგრესირებს.

დომინანტური შერკინება და ძლიერი წინა ხაზი უკვე კარგა ხანია ქართული რაგბის მთავარი კოზირებია. თუმცა, ძალის ფილოსოფიის გარდა, "ლელოელების" თამაშში ევოლუციის სხვა ნიშნებსაც ვხედავთ. ქართველებმა ტურნირზე ორი მარცხი განიცადეს, რაც გასაკვირი სულაც არაა, რადგან მათი მეტოქეები სამხრეთი აფრიკა და ახალი ზელანდია იყვნენ.

თუმცა შემდეგ შოტლანდიას 17:12 მოუგეს. საქმე მხოლოდ იმაში როდი მდგომარეობს,
რომ წინა ხაზში გამოირჩეოდნენ, არამედ შემოქმედებითად უკანახაზელებიც გამოიყურებოდნენ, ეს კი ქართველთა ძლიერი მხარე ყოველთვის არ გახლდათ. როგორც ადრე ითქვა, საქართველოს მორაგბეთა თანმიმდევრობა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და 20-წლამდელებში შესუსტების არავითარი ნიშნები არ შეინიშნება.

19 წლის ნახევარმცველი თედო აბჟანდაძე ევოლუციას განიცდის, რევოლუციას თუ არა და პირველი ნაკრების მწვრთნელი მილტონ ჰეიგი იაპონიაში მსოფლიოს თასზე იახლებს.

ამა ქვეყნის ძლიერთა შორის მოსახვედრად ქართველებს ორი მნიშვნელოვანი ნაკლის გამოსწორება მართებთ -  ათლეტური ცენტრი, უკანა ხაზი და სწრაფი ფლანგები.

კარგი შთაბეჭდილება მოახდინეს იოანე იაშაღიშვილმა, ლაშა ლომიძემ, დემურ თაფლაძემ, დაჩი პაპუნაშვილმა, თეიმურაზ ჭიჭინაძემ, ოთარ ლაშხმა და კოტე მარჯანიშვილმა. მათ ჰყავთ მოთამაშეები, რომელთაც თავიანთი უპირატესობის გამოყენება შეუძლიათ.

ამ ბიჭებს საერთაშორისო დონის მისაღწევად დრო სჭირდებათ, მაგრამ კალიბრის და უნარების გათვალისწინებით, "ლელოელებს" ნათელი მომავალი აქვთ. თუ ჰეიგს უნდა, ბალანსირებური და უნივერსალური რაზმი ჰყავდეს, კონკურენცია უფრო მაღალ დონეზე უნდა აიყვანოს.

საქართველოს უმაღლეს დონეზე თამაშის ამბიცია გააჩნია, მათი პროგრესი ასაკობრივი გუნდებიდან მომდინარეობს და კარგ წინაპირობას წარმოადგენს".


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.