ამბიცია, რამაც საქართველოს ნაკრების 24 წლის ნახევარმცველი მაკედონიის მრავალგზის ჩემპიონ გუნდში მიიყვანა
საქართველოს ნაკრების 24 წლის ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაური კარიერას მაკედონიის მრავალგზის ჩემპიონ "ვარდარში" აგრძელებს.

თავიდან, "ვარდარში" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის გადასვლას ბევრმა კრიტიკულად შეხედა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ ქართველი ფეხბურთელები უმაღლესი დონის პირველობებზე თამაშობდნენ, მაგრამ რეალობასაც უნდა გავუსწოროთ თვალი - ჯერ ერთი, ჩვენს ფეხბურთელებზე ძველებურად აღარ არის მოთხოვნა, და მეორეც - "ვარდარი" სულაც არ არის სუსტი გუნდი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ კლუბში მაკედონიის ნაკრების რამდენიმე და სომხეთის ნაკრების ორი ფეხბურთელი თამაშობს.

ამ დროისთვის, "ვარდარი" მაკედონიის ჩემპიონატს 44 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ "შკენდიას" 4 ქულით უსწრებს.

"ლელო" სკოპიეში დაუკავშირდა ჯაბა ჯიღაურს და "ვარდარში" გადასვლის შემდეგ მასთან პირველი ინტერვიუ ჩაწერა.

- პირველ რიგში, "ვარდარის" შემადგენლობაში დებიუტს გილოცავთ! როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს?

- მადლობა მოლოცვისთვის! პირველი მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ სეზონის განახლების შემდეგ. მოხარული ვარ, ჩემი დებიუტი "ვარდარის" გამარჯვებით რომ აღინიშნა.

- ბევრმა არ იცის, როგორ აღმოჩნდით "ვარდარში"? ან თუ გქონდათ სხვა ვარიანტები?

- სხვა ქვეყნებიდან კონკრეტული შეთავაზებები არ ყოფილა, იყო მხოლოდ დაინტერესება, რომელიც ლაპარაკსა და სურვილის იქით არ წასულა. ფაქტია, ყველაზე მეტად "ვარდარმა" იაქტიურა და ამიტომაც ვარ აქ. ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ გუნდში თავი კარგად მეგრძნო და ადაპტაციის პერიოდიც მალე დასრულებულიყო.

- რა შეგიძლიათ თქვათ "ვარდარზე"? როგორი ატმოსფეროა გუნდში? ცხადია, მიზნად ქვეყნის ჩემპიონობა გექნებათ დასახული, რადგან "ვარდარის" შემთხვევაში სხვანაირად არ შეიძლება...

- პერსპექტიული და ამბიციური გუნდია - ერთი დიდი ოჯახი შესანიშნავი ატმოსფეროთი. აქ მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებთ - მოიგონ თითოეული მატჩი და არ აქვს მნიშვნელობა, ოფიციალური იქნება ეს მატჩი, თუ ამხანაგური. რა თქმა უნდა, მიზანიც შესაფერისია - მაკედონიის ჩემპიონობა და თასის მოგება.

- გუნდში რამდენიმე ლეგიონერია, მათ შორის - სომხეთის ნაკრების ორი ფეხბურთელი. ვის დაუახლოვდით ყველაზე მეტად?

- აქ მარტო სომხეთის კი არა, სხვა ქვეყნის ნაკრების ფეხბურთელებიც თამაშობენ. ეს სომეხი ფეხბურთელები კი ძირითადის მოთამაშეები არიან თავიანთ ეროვნულ ნაკრებში. ჩემთვის კი უფრო მნიშვნელოვანია, რომ ორივე ძალიან კარგი ადამიანია. საერთოდ, აქ ყველასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს.

- ზოგადად რა შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე მაკედონიამ, რამდენად უყვართ მანდ ფეხბურთი? ან ვთქვათ, ინფრასტრუქტურა როგორ დონეზეა?

- აქ ფეხბურთი იმაზე მეტად უყვართ, ვიდრე მეგონა. ჯერჯერობით, მხოლოდ "ვარდარის" ინფრასტრუქტურა ვნახე, რომელიც ნამდვილად ევროპული დონისაა. გავიგე ისიც, რომ მაკედონიის ჩემპიონატში მოასპარეზე რამდენიმე გუნდს ამ მხრივ პრობლემა არ აქვს.

- საერთოდ, როგორ ფეხბურთს ანიჭებენ უპირატესობას მაკედონიის ჩემპიონატში?

- თურქეთში რომ ვიყავით შეკრებაზე, გუნდის კაპიტანმა მითხრა - არაერთ უცხოურ პირველობაზე მითამაშია და, მგონი, ერთ-ერთი ყველაზე რთული ჩემპიონატი ჩვენიაო. ჯერ ვერ ვიტყვით, ასეა თუ არა. თითქმის ყველა გუნდი დაცვიდან თამაშობს, რამდენიმეს გარდა. დარბიან, იბრძვიან, არც უხეშობას ერიდებიან... თავს შეგაკლავენ, ოღონდ ქულა წაგართვან.

აქ რამდენიმე გუნდი ალბანური წარმოშობის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და მათ ალბანურ გუნდებს უწოდებენ. მაკედონიელები და ალბანელები კი ერთმანეთს ვერ უგებენ. უნდა ნახოთ, მაკედონიური და ალბანური გუნდები ერთმანეთში რომ თამაშობენ, როგორი ბრძოლა მიდის...

- ცხადია, სტატუსიდან გამომდინარე, "ვარდარს" ყველაზე მეტი გულშემატკივარი ჰყავს მაკედონიაში. რას იტყვით "ვარდარის" ქომაგებზე?

- გულშემატკივართა დიდი არმია გვყავს. "ვარდარი" სკოპიეში განსაკუთრებულად უყვართ.

- რას იტყვით გუნდის მთავარ მწვრთნელ გოჩე სედლოსკიზე? როგორი ფეხბურთის მიმდევარია მაკედონიის ნაკრების ცოცხალი ლეგენდა?

- საერთოდ, ძალიან კარგი პიროვნებაა, ასევე - მწვრთნელიც. მან დაახლოებით 5-6 წელი ითამაშა ზაგრების "დინამოში". მერე, თუ არ ვცდები, ორი წელიწადი ინგლისში იყო... უყვარს სწრაფი, აგრესიული და შემტევი ფეხბურთი.

- ალბათ, კლუბის ხელმძღვანელობა წინაც იყურება და ევროთასებისთვის აქედანვე ემზადება. რას გეგმავს გუნდი ევროასპარეზზე?

- კლუბის პრეზიდენტმა თავად მითხრა - ჩვენი მიზანია, ვითამაშოთ ჩემპიონთა ან ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზეო. ეს არის სწორედ ის ამბიცია, რამაც "ვარდარში" მომიყვანა. საამისოდ, ეს ადამიანი გუნდში ყველა პირობას ქმნის.

- ბოლოს საქართველოს ნაკრებზეც ვთქვათ. როგორ უყურებთ ეროვნული გუნდის მომავალს?

- საქართველოს ნაკრები აშკარად უმატებს. საწყენი ისაა, რომ ჯერჯერობით, ეს შედეგში ვერ ავსახეთ. სამაგიეროდ, მივაგენით ჩვენს სტილს და ამას არ უნდა ვუღალატოთ. ყველა დარჩენილ შეხვედრაში მოსაგებად უნდა ვიბრძოლოთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოსიმენის ვენდეტა და დე ლაურენტისი სასამართლოში - ვიქტორის და ხვიჩას ტანდემი პსჟ-ს სჭირდება
კვარაცხელია და ოსიმენი კვლავ ერთად? - მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, პსჟ-მა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი და რეიტინგ-ლიდერი სამხრეთ აფრიკა
"შავი ლომი" | "მონპელიე" და "ძებრე" თბილისში, "ქონახთი" და "მონტობანი" სტუმრად
ვინისიუსი “რეალს” ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება
ვესლი სნეიდერის შვილმა პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა
ოფიციალურად - მოდრიჩი "მილანის" ფეხბურთელი გახდა
ხვიჩას თანაგუნდელს პსჟ-ს დატოვება უნდა
U20. საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს სძლია და მეცხრე ადგილისთვის ფინალში ითამაშებს
ტრამპი "ჩელსის" დიდი ფანია - ჯეიმსმა მას თასის აღმართვის ნებართვა სთხოვა
ნევეში და ლუის ენრიკე შეიძლება დასაჯონ
"ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ" - ბლატერი ფიფას აკრიტიკებს
"წელს დემბელეს, გაისად კი - იამალს" - ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელის განცხადება
"რეალმა" როდრიგოს სატრანსფერო ფასი დაასახელა
როგორ მიიღება კვარაცხელიას საუკეთესო ვერსია - პსჟს წაგების მიზეზები
თავისი მაინც გაიტანა - დიოკერეში უახლოეს საათებში "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
"მაშინ ჩემთვის რომ დაერტყა, ცოცხალი აღარ ვიქნებოდი" - სერ ალექს ფერგიუსონმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
"მისი საქციელი ამაზრზენია" - იამალი სერიოზულ სკანდალში გაეხვია
"ფინალები მიყვარს და ეს კვლავ დამტკიცდა" - პალმერი მატჩის შემდეგ
პრიზი პსჟ-ს ფეხბურთელსაც ერგო - მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე საუკეთესოები დაასახელეს
"სულელი ვარ" - ლუის ენრიკე თვლის, რომ პროვოკაციის მსხვერპლი გახდა
[VIDEO] ნევეშმა კუკურელიას თმაში მოქაჩა, ლუის ენრიკე პედროს ყელში სწვდა - პსჟ-მ განცხადება გაავრცელა
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
ტაბატაძემ გაიტანა, ნეიმარი მსაჯმა დაინდო - გველესიანი რონალდოს დაუპირისპირდება [VIDEO]
ჯაბა ჯიღაურმა "ფენერბახჩესთან" გადამწყვეტი გოლი გაიტანა და "ვარდარი" ევროპა ლიგაზე გაიყვანა
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
ჯიღაურის დუბლი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე - ორი ქართველის გუნდი პლეი-ოფში გავიდა, მესამეს კარგი შანსი აქვს [VIDEO]
ნაკრების დებიუტანტები ახლო ხედით - ბიჭი, ვისზედაც ევროპა საუბრობს...
ბათუმის "დინამომ" ჯიღაურისა და კუჩინსკის პრეზენტაცია მოაწყო
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
[მკითხველთა ფორუმი] ნაკრების პრობლემა - ვინ დაგვიცავს მარჯვენა ფლანგზე?
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
ჯაბა ჯიღაურმა მაკედონიის ჩემპიონატზე გოლი გაიტანა [VIDEO]
კოხრეიძე საფრანგეთის ლიგა 2-ში? გიორგი ერთ-ერთ ლიდერს აინტერესებს
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
ლევან ზუხბაია ჯაბა ჯიღაურზე: ასეთი მუშა ქართველი ფეხბურთელი არ მინახავს
ჯაბა ჯიღაური: გამოჩნდა, რომ "ვარდარი" სწორი არჩევანი იყო
ჯაბა ჯიღაურის გუნდის თამაშისას მოედანზე ძაღლი შევარდა [VIDEO]
მარუსიჩმა თბილისის "დინამო" დატოვა და უკვე ახალ გუნდშიც წარადგინეს
ლეგიონი: "ვარდარში" ჯაბა ჯიღაურის დებიუტი შედგა