10 მარტს, თბილისის ოლიმპიური სასახლე, საქართველოს ფუტსალის ლიგის XI ტურის შეხვედრებს უმასპინძლებს
10 მარტს, თბილისის ოლიმპიური სასახლე, საქართველოს ფუტსალის ლიგის XI ტურის შეხვედრებს უმასპინძლებს.

სათამაშო დღე პრინციპული დაპირისპირებებით იქნება გამორჩეული, რაც ძირითადად საპლეიოფო ზონის საგზურის მაძიებლების უშუალო "გარჩევებს" უკავშირდება. გამონაკლისი მხოლოდ სათამაშო დღის სასტარტო შეხვედრა იქნება, რომელშიც ერთმანეთს ორი აუტსადიერი, "თბილისი ვარიორსი" და იბსუ დაუპირისპირდებიან.

14:00 სთ-ზე გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი მფკ ტატიშვილი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლუბს უმასპინძლებს. მიუხედავად სატურნირო ცხრილში დიდი სხვაობისა, პირველ წრეში ბათუმში გამართული შეხვედრიდან გამომდინარე, სადაც "სტუდენტები" მატჩის განმავლობაში ორჯერ ამარცხებდნენ მრისხანე მეტოქეს, ეს დაპრისპირებაც საინტერესო უნდა გამოდგეს.

16:00 სთ-ზე დაიწყება ტურის ცენტრალური შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს სატურნირო ცხრილში II-III ადგილზე მყოფი სტუ-თელასი და აგორა დაუპირისპირდებიან. პირველ წრეში ამ გუნდების შეხვედრა ყველასთვის მოულოდნელად, ფრედ 2-2 დასრულდა. შესაბამისად გამონაკლისი არც პარასკევს გასამართი დაპირისპირება უნდა გამოდგეს. ორივე გუნდის მთავარი საფიქრალი და მიზანი, სატურნირო ცხრილში უახლოეს მდევრებთან და კონკურენტებთან მინიმუმ სხვაობის შენარჩუნებაა. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, პირველ წრეში გამართულ შეხვედრაში, გამათანაბრებელი გოლის ავტორი, დავით გეგეგშიძე ახლა უკვე "ენერეგეტიკოსების" რიგებში ეცდება თავის გამოჩენას.

მომდევნო ორ შეხვედრაში ოთხეულში მოსახვედრად მებრძოლი გუნდების უშუალო დაპირისპირებები გაიმართება.

მფკ თბილისი, მფკ დინამო ბათუმს მიიღებს და გარდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქულების დაგროვებისა, ეცდება პირველ წრეში "არასტუმართმოყვარე დახვედრისთვის" რევანშიც აიღოს. მატჩი 18:00 სთ-ზე დაიწყება.

სათამაშო დღეს აფხაზეთისა და მგლების დაპირისპირება დაასრულებს. ამ ტურის წინ "ზღვისპირელები" მეოთხე ადგილზე იმყოფებიან, თუმცა წარუმატებლობის შემთხვევაში შესაძლოა ეს, ადგილის დაკარგავად დაუჯდეთ, თავის მხრივ მგლებს კარგი შანსი აქვთ, სანატრელ "ოთხეულს" მიუახლოვდნენ და გამარჯვების შემთხვევაში, თუ თბილისი-დინამოს დაპირისპირებაც "დედაქალაქელთა" გამარჯვებით დასრულდა, მომდევნო ტურს სწორედ საპლეიოფო ზონაში შეხვდნენ. შეხვედრა 20:00 სთ-ზე აიღებს სტარტს.

შეგახსენებთ, რომ ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა ვებ-გვერდ sbm.ge-ს საშუალებითაა შესაძლებელი, სადაც ასევე, ონლაინ რეჟიმში შეძლებთ ადევნოთ თვალი მატჩების სტატისტიკურ მონაცემებს.

10.03.2017. თბილისის ოლიმპიური სასახლე. XI ტური

12:00 მფკ თბილისი ვარიორსი - მფკ იბსუ

14:00 მფკ ტატიშვილი - მფკ ბსუ (ბთ)

16:00 მფკ სტუ-თელასი - მფკ აგორა

18:00 მფკ თბილისი - მფკ დინამო (ბთ)

20:00 მფკ აფხაზეთი - მფკ მგლები

ჩემპიონატის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სილკ უნივერსალი, სპორტული ბრენდი "SALLER", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი".

მედია პარტნიორები: რადიოები, "თანამგზავრი 92,3", "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge

ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა
Opta-ს რეიტინგით მუნდიალზე ფავორიტი შეიცვალა
"რეალმა" "დორტმუნდს" სძლია და ნახევარფინალში პსჟ-ს შეხვდება
შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
აღფრთოვანება შეცდომის მიუხედავად - ქოჩორაშვილმა "სპორტინგში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 3 ლიდერი გამოაკლდა
ერთი მოედანზე, მეორე ჯერ ტრიბუნაზე - ფრანგულ გუნდში ორი ქართველი ითამაშებს?
"ეს საქმეს მიმარტივებს" - თოფურიამ ახსნა, როგორ ახერხებს მეტოქეების დანოკაუტებას
"ლივერპული ამით ყველა გრანდს ჯობნის" - რა განაცხადა ფერდინანდმა?
პსჟ-ს კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს
დიეგო ლონგო: ერთ-ერთი მთავარი მიზანია გულშემატიკარმა ჩვენით იამაყოს
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება სერია А-ში გადასულ გუნდში ჩაირიცხოს
რა მოქაჩა თმაზე ასეთი - პსჟ-ს ნახევარმცველს დისკვალიფიკაცია ემუქრება
პსჟ-დან "მანჩესტერში" - ბრაზილიელმა ლეგიონერმა შეიძლება პარიზული გუნდი დატოვოს
დირკ შუსტერი: აქ ყველას ჩვენი დამარცხება სურს
"ლევერკუზენმა" გრანიტ ჯაკას საუდის არაბეთში გაყიდვაზე უარი განაცხადა
ბელინგემი დღეს ოპერაციას გაიკეთებს - ჯუდს სეზონის დასაწყისი გაუცდება
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
საქართველოს ფუტსალის ლიგის 2017/18 წლების სეზონის პრეზენტაცია გაიმართა
ფუტსალის ლიგა 2016/17: XII ტურის თბილისური ნაწილი და სუპერმატჩი, სუპერგოლით! [VIDEO]
ფუტსალის ლიგა: III ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს "აგორა" და "ტატიშვილი" დაუპირისპირდებიან
ფუტსალის ლიგა 2017/18: ცენტრალური შეხვედრა, საოცარი ფინიშით!
ლევან კობიაშვილი: SBM არის მაგალითი, როგორ შეიძლება მოიზიდო კერძო სექტორი სპორტში
ფუტსალის ლიგა: უხვგოლიანი ტური, საფეხბურთო თრილერით