ისტორიული მედლის პატრონი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება
გორელი მარიამ კარელიძე (40) გახდა პირველი ქართველი, ვინც ქალთა ჭიდაობაში საქართველოს დიდ ტურნირზე მედალი მოუტანა - მან სარაევოში ჩატარებულ ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატში ბრინჯაო მოიპოვა. ემოციური იყო ბრინჯაოსთვის პაექრობა უკრაინელ მარია კოვალენკოსთან - მოწინააღმდეგეს მარცხენა ხელის მაჯა ამპუტირებული აქვს... მართლაც შესაშური იყო ამ მამაცი გოგოს ჟინი და შემართება.

- ევროპის ჩემპიონატი ჭაბუკებში: მარიამ კარელიძის ისტორიული მედალი

მარიამი საჭიდაო ოჯახიდანაა - ჭიდაობდა მისი დაც, გვანცა კარელიძე, ვინც საერთაშორისო ტურნირებში პირველი მედალიც მოგვიტანა რამდენიმე წლის წინ, ანტალიაში. საქართველოსთვის ქალთა ჭიდაობა დღემდე უცხო ხილია და ცოტა უცნაურია, ერთი ოჯახიდან ორი და რომ ჭიდაობს...

მარიამს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ შევხვდით და არა მარტო ამ ტურნირზე, სხვა თემებზეც ვესაუბრეთ.

- მარიამ, ძალიან შემართული და მობილიზებული ჭიდაობდით...

- განწყობა იქ უფრო შემექმნა - თითქოს უფრო მეტი შემართებით შევედი შეხვედრებზე, თითქოს უფრო მეტად მომინდა მედლის მოპოვება. დიდი იმედი მქონდა, რომ წარმატებით ვიჭიდავებდი და ამდენი ხნის შრომას შედეგი უნდა გამოეღო.

- და მართლაც, მოიპოვეთ ისტორიული მედალი. გრძნობთ ამას სხვების დამოკიდებულებიდან?

- როგორც ვხედავ, საქართველოში მართლაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამას, რადგან პირველი მედალია ამ რანგის ტურნირებზე ქალთა ჭიდაობაში, თუმცა, სიმართლე რომ გითხრათ, ჩემთვის ჯერაც მოულოდნელია, ჯერაც ვერ გავაანალიზე, რომ ამხელა შედეგს მივაღწიე.

- ალბათ, ფრანგ ვიგუროსთან, ნახევარფინალურ შეხვედრაზე ძალიან გწყდებათ გული - არაფერი არ იყო წასაგები იმ შეხვედრაში...

- ეს მართლაც გულდასაწყვეტი შეხვედრა იყო, მაგრამ, ალბათ, ასე იყო საჭირო. ეს მეტი სტიმულიცაა, რომ მომავალში უკეთესად ვიჭიდაო და უფრო მეტად გავიხსნა.

- ბრინჯაოსთვის შეხვედრა უკრაინელ კოვალენკოსთან ფსიქოლოგიურად რთული არ იყო?

- ძალიან რთული იყო, მაგრამ ის სხვებზე არანაკლები მეტოქე გახლდათ, არც ერთს არ ჩამოუვარდებოდა. მეტიც - თავისი შემართებით და მონდომებით ის ჩემზე ერთი თავით მაღლა იდგა. მასთან შეხვედრის შემდეგ მივხვდი, რომ რაც უნდა მოხდეს, რაც უნდა მჭირდეს, მაინც ბოლომდე უნდა ვიბრძოლო. ძალიან კარგი გოგოა და მის მიმართ ძალიან დადებითად ვარ განწყობილი.

- მარიამ, ჭიდაობაში თქვენი პირველი ნაბიჯებიც გავიხსენოთ. რატომ და ვისი ინიციატივით მოხდა ეს, როგორ გადალახეთ ქართული მენტალიტეტი?

- გავიგე, რომ გორში გოგოების ჭიდაობის ჯგუფიც გახსნილა, დავინტერესდი და მივედი სავარჯიშოდ დავით პოღოსიანთან და ოთარ ტლაშაძესთან. მაშინ 8 წლისა ვიყავი. რა თქმა უნდა, ეს სურვილი ოჯახის წევრებსაც გავანდე და მშობლებიც უპრობლემოდ დამთანხმდნენ. მას შემდეგ ისინი ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრები არიან.

- საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულებაც ხშირად გიგრძნიათ, თუ ისინიც მშობლებივით მხარდამჭერნი იყვნენ?

- ცხადია, საზოგადოება თავიდან უფრო კრიტიკული იყო და ამბობდნენ, რა უნდა გოგოს ჭიდაობაშიო, მაგრამ იყვნენ ადამიანები, რომლებიც, პირიქით, დიდად მგულშემატკივრობდნენ და ყოველთვის წარმატებებს მისურვებდნენ. თუმცა, ისიც ძალიან მნიშვნელოვანია, მე რა მინდა - ჩემი აზრით, არავის აქვს უფლება, სხვამ გადაწყვიტოს, მე სად ვიარო.

- თუ იცით, ახლა როგორია იმ მოწინააღმდეგეთა დამოკიდებულება - შეიცვალა თუ არა?

- სოციალურ ქსელებში ბევრმა მომწერა, ტელევიზორში გნახეთ, გავიგეთ თქვენი წარმატებაო. ალბათ, მიხვდნენ, რომ გოგოებსაც შეუძლიათ ნებისმიერ სპორტში წარმატების მიღწევა. დღეს კრიტიკულები აღარ არიან.

- ბავშვობაში გვანცა და თქვენ სახლში თუ ჭიდაობდით ერთმანეთთან?

- სახლში არ ვჭიდაობდით, მაგრამ ამ სახეობამ ერთად დაგვაინტერესა, ვარჯიშიც ერთად დავიწყეთ და მას შემდეგ ერთად მოვდიოდით. ბევრჯერ მინდოდა თავის დანებება, მაგრამ მშობლების მხარში დგომით დავრჩი ჭიდაობაში და მივაღწიე ამ წარმატებას.

- გორი დიდი საჭიდაო ტრადიციების ქალაქია. ეს ტვირთადაც ხომ არ გაწევთ?

- პირიქით - მიხარია, რომ გორელი ვარ და მიხარია, რომ ჩემს ქალაქში ამდენი პოპულარული, ამდენი ძლიერი სპორტსმენია. დარწმუნებული ვარ, გორში კიდევ გაიზრდებიან დიდი ათლეტები. მიყვარს ჩემი ქალაქი და მიხარია, რომ აქ ვცხოვრობ. მიხარია ისიც, რომ მის ისტორიას ერთი ფურცელი მეც შევმატე.

- როგორ ფიქრობთ, თქვენი წარმატება გამოიწვევს ქალთა ჭიდაობის პოპულარიზაციას?

- ჩემი აზრით, გამოიწვევს. ამის დიდი იმედი მაქვს და მჯერა, რომ ქალთა ჭიდაობა უფრო განვითარდება, უფრო მეტი გოგო დაინტერესდება სპორტის ამ სახეობით და უფრო მეტად წამოიწევს წინ. იმედი მაქვს, ჩვენც ისეთივე გუნდი გვეყოლება, როგორიც უცხოეთის ბევრ ქვეყანაში ჰყავთ. სამწუხაროდ, დღესდღეობით ბევრი არ ვვარჯიშობთ საქართველოში - დაახლოებით 10 გოგო ვართ.

- მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სად ემზადებით და როგორი გრაფიკით ივარჯიშებთ?

- ჯერჯერობით ვისვენებ. უახლოეს დღეებში კი ვარჯიშსაც დავიწყებ. დიდი იმედი მაქვს, რომ მსოფლიოზეც იქნება შედეგი. თუ ისეთივე განწყობით წავედი, როგორიც ევროპის ჩემპიონატზე მქონდა, მაშინ აუცილებლად მივაღწევ წარმატებას, რადგან მიუღწეველი არაფერია.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
ოსიმენი განვადებით - ნიგერიელის სატრანსფერო საგა დასასრულს უახლოვდება
"ბაიერნი" პსჟ-ს ბარკოლაში სოლიდურ თანხას შესთავაზებს
"ოქროს ბურთი" მისთვის ჯერ ადრეა" - მაკელელემ იამალზე ისაუბრა
"რეალი" გონსალო გარსიას არ გაუშვებს
ბონიფისი ან ვლაჰოვიჩი - "მილანი" ფორვარდის დამატებას ცდილობს
დარვინი "ნაპოლის" უახლოვდება - ნუნუესი სავარაუდოდ, "პარტენოპეის" ფორვარდი გახდება
დაბრუნება 18 წლის შემდეგ - ანხელ დი მარია კვლავ "როსარიო სენტრალში" ითამაშებს
შჩესნიმ გაახანგრძლივა - პოლონელი "ბარსელონაში" კიდევ 2 წელი დარჩება
ალეგრიმ დაადასტურა - ლუკა მოდრიჩი კარიერას "მილანში" განაგრძობს
"ჩემი ფეხბურთელები სასურველი შედეგისთვის მზად არიან" - "იბერიას" მწვრთნელმა "მალმიოსთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
სიომინი: კვარაცხელია "ოქროს ბურთის" პრეტენდენტია, პსჟ გვარდიოლას "ბარსელონაზე" უკეთესია, საფონოვი...
20 წ. | ცვლილებებით და როტაციით მასპინძელ იტალიასთან
ევრობასკეტზე გამგზავრების წინ საქართველოს U20 ნაკრებმა ლატვიას სპარინგ-მატჩში უმასპინძლა
"ნოიერიც ასევე უეხეშა იგუაინს" - დონარუმას აგენტი გამოექომაგა
"ნაპოლი" ოსიმენს ემუდარება - ნიგერიელმა გადაწყვეტილება მიიღო
"ლიონს" კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს
პსჟ "რეალის" გარემარბის შეძენას ცდილობს - მისი ღირებულება 90 მილიონია
მესი VS რონალდო უკვე საუდის არაბეთში? - "ალ-აჰლის" არგენტინელი ვარსკვლავის დამატება უნდა
მიზეზი ფულია - თურქი ჟურნალისტი ოსიმენის "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეუთანხმებლობაზე და ნიგერიელის სატრანსფერო საგაზე
გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა
ბეგი დარჩია დააბრუნეს, რევაზ მინდორაშვილი დატოვეს?
"ბევრჯერ მითხრეს, ევროპის ორგზის ჩემპიონს, მეტი საქმე არ გაქვს, ამ ბავშვებს რომ დასდევო..."
დავით პოღოსიანი: კუდუხოვმა ხინჩეგაშვილს ისე უკბინა, სისხლი სდიოდა
ჭიდაობა. კარელიძემ ისტორიული მედალი აიღო, შოთაძე ოქროსთვის იჭიდავებს
მსოფლიოს ჩემპიონატი. ჭაბუკები: ვუქომაგოთ გოგონებს
ევროპის ჩემპიონატი ჭაბუკებში: მარიამ კარელიძის ისტორიული მედალი
ოლიმპიადამდე შეცდომებზე ვიმუშავებთ - ინტერვიუ დავით პოღოსიანთან
ისტორიული შედეგი გვანცა კარელიძისგან - ეს გოგო კარგად ჭიდაობს!
ჭიდაობა. მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკებში: გოგონების დუეტიდან ბიჭებამდე
ქართველმა გოგონებმა ჭაბუკთა ევროპის პირველობაზე ვერ იყოჩაღეს
მადრიდის ტურნირი: სანდრო ამინაშვილმა ყველა კითხვის ნიშანი მოხსნა [VIDEO]
ახლოს ისტორიის შექმნასთან - მარიამ კარელიძის მედლის შანსი
ქართველმა ჭაბუკმა "თავისუფლებმა" ევროპის პირველობაზე სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს