ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გრიგორ ქერდიყოშვილი: ამბიციური საფრანგეთის წინააღმდეგ თამაში დიდი პატივია

გრიგორ ქერდიყოშვილი: ამბიციური საფრანგეთის წინააღმდეგ თამაში დიდი პატივია

მეორეხაზელი გრიგორ ქერდიყოშვილი ერთწლიანი იძულებითი შესვენების შემდეგ "ბორჯღალოსნებს" დაუბრუნდა და "ლე ბლესთან" მატჩს სასტარტო შემადგენლობაში იწყებს.

მორაგბემ, რომელსაც 15 ნოემბერს 27 წელი უსრულდება, 2020 წლის "შემოდგომის ერთა თასის" შემდეგ ორი ოპერაცია გაიკეთა - მუხლზე და მხარზე. მიუხედავად ამისა, ოპერაციიდან 5 კვირაში მაშინ ჯერ კიდევ ტოპ 14-ის "აჟენმა" მასთან კონტრაქტი გააფორმა, რაც ერთის მხრივ უჩვეულო, ხოლო მეორეს მხრივ სასიამოვნო ფაქტია.

"გუნდში რომ ჩავედი, რეაბილიტაცია ჯერ დასრულებული არ მქონდა. ის "აჟენთან" ერთად გავიარე, რომელიც, სამწუხაროდ, გასული სეზონის შემდეგ პრო დე2-ში დაქვეითდა. პროცესი დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა და მოედანს სექტემბრის შუაში დავუბრუნდი. მას შემდეგ 7-დან ხუთ თამაშში მივიღე მონაწილეობა და ასეთ დონეზე თანმიმდევრულმა თამაშმა თავდაჯერებულობა დამიბრუნა. როდესაც ამერიკაში ვთამაშობდი, პროფესიონალური ლიგა ახალი შექმნილი იყო. გუნდებს მაღალი დონის შემსრულებლები ჰყავდა, მაგრამ მათ დონეებს შორის ძალიან დიდი სხვაობა იყო, პრო დე2-ში ნებისმიერ გუნდს შეუძლია ნებისმიერის დამარცხება. საკლუბო დონეზე ასეთ პროფესიონალურ გარემოში პირველად ვარ და ახლა მხოლოდ თამაშზე კი არა, მატჩიდან მატჩამდე განვითარებაზე ვარ ორიენტირებული. დარწმუნებული ვარ, ასეთ გარემოში ყოფნა და ხშირი თამაში, დროთა განმავლობაში მეტი დეტალის დახვეწაში დამეხმარება", - გვიყვება ახალ კლუბში გატარებულ პერიოდზე ქერდიყოშვილი.

მეტოქისგან დაფასებას ვგრძნობთ

გრიგორი თვლის, რომ გუნდი "შემოდგომის ერთა სერიებს" კარგ ფორმაში ხვდება და მიზეზად რამდენიმე ფაქტორს ასახელებს:

"ახლა გაცილებით დახვეწილი მოსამზადებელი პერიოდი გვქონდა, ვიდრე წინა წლებში, რადგან პატარ-პატარა დეტალებზე აღარ გვიწევს ყურადღების გამახვილება. ადრე მოთამაშეთა უმეტესობა შეუთამაშებელი იყო, ნაკრებში კი მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო გვაქვს. ვარჯიშის დონის ამაღლებაში დიდი როლი მიუძღვის "შავ ლომს", რადგან ბიჭები თვეების განმავლობაში ერთად არიან, ვარჯიშობენ, თამაშობენ და ბევრი დეტალი გავლილი და დახვეწილი აქვთ. მნიშვნელოვანია, რომ ამ გუნდში ნაკრების სამწვრთნელო შტაბი მუშაობს და ნერგავს იმ სათამაშო სისტემას, რასაც ნაკრები თამაშობს. გარდა ამისა, ლეგიონერებს საფრანგეთში თანმიმდევრული თამაშის შესაძლებლობა გვაქვს და კარგ ფორმაში ვართ. ეს ყველაფერი კი გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ფოკუსირებული ვიყოთ კონკრეტულად თამაშის გეგმაზე და არა იმ დეტალებზე, რაზეც ადრე დიდი დრო მიგვდიოდა".

ქერდიყოშვილი ბედნიერია, რომ ამ ისტორიულ მატჩში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვს და მიუთმენლად ელოდება შეხვედრის დაწყებას:

"ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ტოპ 14-ის მოთამაშეებით დაკომპლექტებული ამბიციური საფრანგეთის წინააღმდეგ საკუთარი ქვეყნის მაისურით ვითამაშებთ. ფრანგებს 2007 წლის მსოფლიო თასის შემდეგ პირველად ვხვდებით და სასიამოვნოა, როდესაც ისტორიის ნაწილი ხარ. მაქსიმალურად მობილიზებულები ვართ, რათა ჩვენი შესაფერისი თამაში ვაჩვენოთ და თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ. მეტოქე დიდი პოტენციის მქონე გუნდია, თუმცა თუ შეცდომებს მინიმუმამდე დავიყვანთ და გეგმას მივყვებით, დარწმუნებული ვარ, მათთვის ღირსეული წინააღმდეგობის გაწევას და პრობლემების შექმნას მოვახერხებთ".

მეორეხაზელისთვის ასევე სასიამოვნოა, რომ საფრანგეთმა "ბორჯღალოსნებთან" სათამაშოდ უძლიერესი შემადგენლობა დააყენა:

"იყო მოლოდინი, რომ არგენტინასთან მატჩის შემდეგ საფრანგეთი ლიდერებს ახალი ზელანდიისთვის დაასვენებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. მეტოქემ უძლიერესი შემადგენლობა დააყენა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენგან საფრთხეს ელიან და ეს დასაფასებელია. მეტოქე ყველა კომპონენტში ძლიერია, თუმცა არის კომპონენტები, სადაც მათთვის პრობლემების შექმნა შეგვიძლია და მათ გამოყენებას ვეცდებით".

"ბორჯღალოსნებისა" და "ლე ბლეს" შეხვედრა კვირას, 14 ნოემბერს ბოროდში, საქართველოს დროით 17:00 საათზე დაიწყება.

rugby.ge

• სოსო

ფრანგების დამარცხებაზე ლაპარაკი,ალბათ უადგილოა,ისინი,დღეს მსოფლიოში საუკეთესო თუ არა,მეორე გუნდი მაინც არიან,მაგრამ ჩვენი ბიჭები ყველაფერს რომ გააკეთებენ,რაც შესაძლებელია და კიდევ რაც შეუძლებელიცაა,მაგაში დარწმუნებული ვარ.კარგ და წარმატებულ თამაშს ვუსურვებ ჩვენს ბიჭებს.დავამტკიცოთ,რომ ადვილად ვერავინ გადაგვირბენს.ფრანგები საფრანგეთში გასამართი მსოფლიოს თასისათვის ემზადებიან და აუცილებლად ჩემპიონობას აპირებენ.ამიტომაა რომ ცდილობენ, ყოველ თამაშში,უძლიერესი შემადგენლობით,უდიდესი ინტენსივობით ითამაშონ.ეს ჩვენგანაც უდიდეს მობილიზებას მოითხოვს და ბევრსაც ვისწავლით.

"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი და რეიტინგ-ლიდერი სამხრეთ აფრიკა

ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ

როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა

საქართველოს U20 ნაკრები დანიასთან დამარცხდა და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა

"შავი ლომი" | "მონპელიე" და "ძებრე" თბილისში, "ქონახთი" და "მონტობანი" სტუმრად

ჯორდან ჰენდერსონი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა

ვინისიუსი “რეალს” ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება

ვესლი სნეიდერის შვილმა პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა

ოფიციალურად - მოდრიჩი "მილანის" ფეხბურთელი გახდა

"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა

ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა

Ballon d'Or 2025. რეიტინგი განახლდა - კვარაცხელია პრეტენდენტთა შორისაა

ხვიჩას თანაგუნდელს პსჟ-ს დატოვება უნდა

U20. საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს სძლია და მეცხრე ადგილისთვის ფინალში ითამაშებს

ტრამპი "ჩელსის" დიდი ფანია - ჯეიმსმა მას თასის აღმართვის ნებართვა სთხოვა

ნევეში და ლუის ენრიკე შეიძლება დასაჯონ

"ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ" - ბლატერი ფიფას აკრიტიკებს

"წელს დემბელეს, გაისად კი - იამალს" - ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელის განცხადება

"რეალმა" როდრიგოს სატრანსფერო ფასი დაასახელა

როგორ მიიღება კვარაცხელიას საუკეთესო ვერსია - პსჟს წაგების მიზეზები

თავისი მაინც გაიტანა - დიოკერეში უახლოეს საათებში "არსენალის" ფეხბურთელი გახდება

"მაშინ ჩემთვის რომ დაერტყა, ცოცხალი აღარ ვიქნებოდი" - სერ ალექს ფერგიუსონმა საინტერესო ისტორია გაიხსენა

"მისი საქციელი ამაზრზენია" - იამალი სერიოზულ სკანდალში გაეხვია

"ბორჯღალოსნები" vs "ლე ბლე" - წინასამატჩო პრესკონფერენცია

"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"

"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი და რეიტინგ-ლიდერი სამხრეთ აფრიკა

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია - მილტონ ჰეიგმა ესპანეთთან ორ დებიუტანტს უხმო

ორი ლელო საფრანგეთთან - საქართველოს ნაკრები გასვლაზე გრანდთან ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]

"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"

ქოქრილი: გაღიზიანება მესმის, გუნდი შენების პროცესშია და მინდა ეს გაიგოთ

"14 ქართველი მორაგბე საფრანგეთის ლიგებიდან და მათი პატარა გმირობა" - ფრანგული მედია

როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა

მაისაშვილი: მსაჯმა ორივე ყვითელი ბარათი საკამათო სიტუაციაში მოგვცა

ბერნარდ ლაპორტი: რაგბი 10 ქვეყნის თამაში არაა და საქართველო ამის დასტურია

პრო დე2 - ქერდიყოშვილის დებიუტი საფრანგეთში

გრიგორ ქერდიყოშვილი - "აჟენში" საქართველოს ნაკრებისთვის

ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ

მერაბ შარიქაძე: ფრანგებს უნდა დავუმტკიცოთ, რომ ქართული რაგბი საჭირო სიმაღლეზეა და ღირებულია