ფრანგული პრესა მათი ქვეყნის ნაკრების მიერ ბორდოში ჩატარებულ ტესტ-მატჩში „ბორჯღალოსნების“ დამარცხებას (41:15) გამოეხმაურა.

„ეკიპი“: „გასაკვირი არ არის, რომ „ლე ბლემ“ ბორდოში მეტოქეს სძლია - 6 ლელო 2-ის წინააღმდეგ. კარგი გენერალური რეპეტიცია გამოვიდა მომავალ შაბათს „სტად დე ფრანსზე“ „ოლ ბლექსთან“ შერკინების წინ.

რაგბში სასწაულები ხშირად არ ხდება და ქართველთათვის თავისთავად პატარა გმირობას წარმოადგენდა ის, რომ 24-ე წუთამდე საყაიმო ანგარიში იყო (3:3).

ქართველები კარგად გაუმკლავდნენ „სამფეროვანთა“ განუწყვეტელ შეტევებს, ვიდრე მათი ორი მორაგბე არ იქნა გაძევებული. შესვენებაზე საფრანგეთი აშკარა უპირტესობით გავიდა (24:3), რითაც საკმაოდ დაძაბული სიტუაცია განმუხტა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ კარგად აწყობილი თამაშის შედეგად ორი ლელო გაიტანა, შეცვლაზე შესულმა ფრანგებმა საქმე ბოლომდე მიიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ მოწინააღმდეგის რიგებში საფრანგეთში (ტოპ 14 და პრო დე2) მოასპარეზე 14 მორაგბე იყო. როდესაც მასპინძლებმა თითქოს მოუკლეს, ქართველები გათამამდნენ, თვითდაჯერებულნი გახდნენ, ვიზავის ნახევარზე „დასახლდნენ“ და ანგარიში შეამცირეს (31:15).

ეს გამარჯვება შესაძლოა, ახალზელანდიელებთან შეხვედრისთვის კარგის მომასწავებელი იყოს.

„პარიზიენი“: „ოლ ბლექსთან“ მატჩამდე რამდენიმე შეცდომას ჰქონდა ადგილი და ქართველებთან თამაში ადვილი არ ყოფილა, თუმცა კლასმა საბოლოოდ თავისი საქმე გააკეთა“.

ჯავახელი
რო აარა მსაჯი (სუდია ..... უფროსწორად) შეიძლება ფრანგული წკმუტუნის ხმა გაეგო მსოფლიოს :)
Dodoooo
პარიზიენ, - „ოლ ბლექსთან“ ისევ ეგ მსაჯი თუ იყო, ნამდვილად სასურველ შედეგს მიიღებთ. ტფუი..
"ეს მარიხუანას გამო მოხდა... ვისაც დავეხმარე, იმან გამყიდა" - შარიქაძემ dailymail-თან დისკვალიფიკაციის მიზეზზე ისაუბრა
მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ მერაბ შარიქაძე 11-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
გადაწყდა - მოურინიო "რეალის" მწვრთნელი გახდება
ალბანეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
[VIDEO] ორი ოვერტაიმი და საოცარი ვემბანიამა - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა
"მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ფიქრით გავედით" - საფონოვმა მარცხის მიზეზი განმარტა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" "ნიცასთან" შეიძლება ცარიელ სტადიონზე ითამაშოს
გოჩოლეიშვილმა "ჰამბურგი" დატოვა
ვსა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
დემბელე ტრავმირებულია - ემუქრება თუ არა ფრანგს ფინალის გამოტოვება?
ზედიზედ მეორედ - შეი გილჯეს-ალექსანდერი NBA-ის სეზონის MVP გახდა
[VIDEO] გოლი და საგოლე პასი - მესი MLS-ში ბრწყინავს
სინერის 29-ე ტიტული - იტალიელი რომის მასტერსის გამარჯვებულია
[VIDEO] შენგელიას "ბარსელონამ" შერმადინის "ტენერიფე" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "პარიზთან" მატჩში?
ქართველების "მეცი" "ნიცას" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] კვარაცხელიას 58 წუთი - პსჟ "პარიზთან" დამარცხდა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალმა" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. ირბინეს, სცადეს და მეზობლებად დარჩნენ...
"პარიზთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლოჩოშვილმა "ნიურნბერგს" ქულა მოუპოვა და შეიძლება უკეთეს გუნდში გადავიდეს
"ბორჯღალოსნები" vs "ლე ბლე" - წინასამატჩო პრესკონფერენცია
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
ბერნარდ ლაპორტი: რაგბი 10 ქვეყნის თამაში არაა და საქართველო ამის დასტურია
გრიგორ ქერდიყოშვილი: ამბიციური საფრანგეთის წინააღმდეგ თამაში დიდი პატივია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
ორი ლელო საფრანგეთთან - საქართველოს ნაკრები გასვლაზე გრანდთან ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]
მაისაშვილი: მსაჯმა ორივე ყვითელი ბარათი საკამათო სიტუაციაში მოგვცა
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
დავით ნემსაძე "ბორჯღალოსნებისა" და "შავი ლომის" ფიზ. მომზადების მთავარი მწვრთნელია
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
მერაბ შარიქაძე: ფრანგებს უნდა დავუმტკიცოთ, რომ ქართული რაგბი საჭირო სიმაღლეზეა და ღირებულია