მსოფლიო რაგბის ვიცე-პრეზიდენტმა ბერნარდ ლაპორტმა, რომელიც ამავდროულად საფრანგეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტიცაა და წლების განმავლობაში საფრანგეთის სპორტის მინისტრის პოსტს იკავებდა, "ბორჯღალოსნებს" კარგი თამაშისთვის, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტ იოსებ ტყემალაძეს კი ამბიციური გეგმებისთვის, მადლობა გადაუხადა.

ბორდოში, "ლე ბლესა" და "ბორჯღალოსნების" თამაშის დასრულების შემდეგ გამართულ მიღებაზე ლაპორტმა განაცხადა:

"დიდი მადლობა ქართველებს ასეთი კარგი თამაშისა და ძლიერი წინააღმდეგობისთვის. მათი თამაში ერთი სიტყვით ფასდება - ბრავო!!! ასევე მადლობა პრეზიდენტ იოსებ ტყემალაძეს ამბიციური გეგმების წარმოდგენისთვის - რაგბის მასობრიობის გაზრდით და ბავშვთა რაგბის განვითარებიდან დაწყებული, სანაკრებო დონით დასრულებული. მე ვამბობ, რომ რაგბი მხოლოდ 10 ქვეყნის თამაში არ არის და საქართველო ამის დასტურია“.

იოსებ ტყემალაძემ იმედი გამოთქვა, რომ ქართულ-ფრანგული ურთიერთობები კიდევ უფრო განმტკიცდება და ლაპორტი საქართველოში მოიწვია:

"მადლობა საფრანგეთს მასპინძლობისა და ამ შესანიშნავი შესაძლებლობისთვის. ჩვენ სწორედ ასეთი თამაშები გვჭირდება სწრაფი განვითარებისთვის. ასევე დიდი მადლობა ბატონ ლაპორტს თბილი და საქმიანი მიღებისთვის. ჩვენ წინ ვიყურებით და დარწმუნებული ვარ, რომ დღეიდან მრავალწლიანი ურთიერთობები კიდევ უფრო განმტკიცდება. სწორედ ამიტომ, მსურს ბატონი ლაპორტი საქართველოში მოვიწვიო. გელოდებით საქართველოში!!!".

პასუხმაც არ დააყოვნა - "საქართველოში მიპატიჟება მიღებულია და უმოკლეს ვადებში აუცილებლად გეწვევით", - თქვა ლაპორტმა.

rugby.ge

აჩი
უეჭველად!!! მე კი მაინც მგონია, რომ ამას 2 ან 3 წელიწადშიც შევძლებთ... ;)
დიმა
წარმატებები! მაქსიმუმ 5 წელიწადში იტალიელები უნდა გავღუნოთ!
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევრობასკეტი ისრაელთან მარცხით გახსნა
"ნაპოლი" "არსენალის" თავდამსხმელის შეძენას ცდილობს
ფილიპ კოსტიჩი კარიერას ერედივიონში განაგრძობს
კვლავ სერია A-ში - დანიელ მალდინი "კალიარის" ღირსებას დაიცავს
სარეკორდო შენაძენი - ტრაფორდი პრემიერ ლიგის მორიგ გუნდში გადავიდა
აპრილში დანიშნული "ბორდოს" მწვრთნელი გადააყენეს
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე – A დივიზიონში ასპარეზობას იწყებს
ვინისიუსმა "არსენალით" დაინტერესება გამოიყენა და "რეალთან" კონტრაქტი მომგებიანად გააგრძელა
ევროტურნირებზე ერთი ქართული გოლი მაინც გავიდა
თბილისის "დინამოს" მძლეველი "ჟალგირისი" სახლში "ჰაიდუკთან" განადგურდა
პსჟ-მ საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
U18. საქართველოს ნაკრებმა მეოთხე მატჩიც მოიგო და ერთპიროვნული ლიდერი გახდა
18 წ. | სამხრეთ აფრიკის სერიას ინგლისით ვიწყებთ
პსჟ და "ლივერპული" ბარკოლას ფასზე ვერ თანხმდებიან
სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია
პსჟ მეკარის შეძენას და "იუვენტუსში" განათხოვრებას აპირებს
ლუის ენრიკე: ნანახით კმაყოფილი ვარ - ეს ის შედეგი არ არის, რომელიც გვინდოდა
"არსენალი" ყველა ტიტულისთვის იბრძოლებს, ჩვენ დინასტიის შექმნა გვსურს" - მიკელ არტეტა
"ვერ ვხვდები, ამ კაცმა მეტი რაღა უნდა ჩაიდინოს?" - ფიგუ ინფანტინოს გადადგომას მოითხოვს
ოფიციალურად: გიგა ჭიკაძე UFC-ში მორიგ ბრძოლას სექტემბერში გამართავს
"ბორჯღალოსნები" vs "ლე ბლე" - წინასამატჩო პრესკონფერენცია
საქართველო-პორტუგალია - თამაშზე დასწრების წესები და ბილეთები
გრიგორ ქერდიყოშვილი: ამბიციური საფრანგეთის წინააღმდეგ თამაში დიდი პატივია
"ბორჯღალოსნების" პრესკონფერენცია | სამოასთან ომი იქნება! - მერაბ შარიქაძე
+50. "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთი გაანადგურა!
ორი ლელო საფრანგეთთან - საქართველოს ნაკრები გასვლაზე გრანდთან ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]
"14 ქართველი მორაგბე საფრანგეთის ლიგებიდან და მათი პატარა გმირობა" - ფრანგული მედია
მაისაშვილი: მსაჯმა ორივე ყვითელი ბარათი საკამათო სიტუაციაში მოგვცა
საქართველო-რუსეთი - ბილეთები
"ბორჯღალოსნები" - პორტუგალიიდან პორტუგალიამდე
მერაბ შარიქაძე: ფრანგებს უნდა დავუმტკიცოთ, რომ ქართული რაგბი საჭირო სიმაღლეზეა და ღირებულია
რუსეთთან შეცდომის უფლების გარეშე - "ბორჯღალოსნებმა" წინასამატჩო პრესკონფერენცია ჩაატარეს