21 იანვარს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ, სოფელ სართიჭალაში ახალაშენებული სტადიონი დაათვალიერეს. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს სახელმწიფო რწმუნებულთან ქვემო ქართლში, გიორგი დოხტურიშვილთან და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერთან დავით კარგარეთელთან ერთად გაეცნენ.

სართიჭალაში ცენტრალური სტადიონის ტერიტორიაზე ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტადიონის მშენებლობა 2022 წლის ივნისში დაიწყო. სამშენებლო პროცესი დასკვნით ფაზაშია, დასრულებულია მოედნის მშენებლობა და მიმდინარეობს გასახდელების შიდამოპირკეთების სამუშაოები.

სტადიონით სართიჭალის საფეხბურთო კლუბი „შტურმი“ ისარგებლებს, რომელიც მიმდინარე წელს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში დაწინაურდა. ამას გარდა, საფეხბურთო ინფრასქტურით სარგებლობას „შტურმის“ აკადემიის აღსაზრდელები შეძლებენ.

ვიზიტისას ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს „შტურმის“ პირველი გუნდის ფეხბურთელები და აკადემიის აღსაზრდელები შეხვდნენ. ლევან კობიაშვილმა კიდევ ერთხელ მიულოცა მათ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში დაწინაურება და წარმატებები უსურვა ახალ სეზონში. ფეხბურთის ფედერაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აკადემიის აღსაზრდელების ვარჯიშს დაესწრნენ.

ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი): „ახალი საფეხბურთო ცენტრი ძალიან მნიშნელოვანი პროექტია, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ ერთობლივად განხორციელდა. პროექტის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია, დასრულებულია მოედნის მშენებლობა და ადგილობრივ კლუბსა და აკადემიის აღსაზრდელებს, უკვე აქვთ საშუალება ადგილზე ივარჯიშონ.

ამ ტერიტორიაზე რამდენიმე წლის წინ ვიყავი და ვნახე, თუ რა პირობებში თამაშობდა სართიჭალის „შტურმი“, რომელიც იმ პერიოდში დაბალ ლიგაში ასპარეზობდა. წელს კლუბს სპორტულად მაღალი მიღწევები აქვს და უკვე მეორე ლიგაში ასპარეზობს. წარმატებებს ვუსურვებ მათ ახალ სეზონში. ის ინფრასტრუქტურა, რომელიც აქ შეიქმნა, კიდევ ერთი მონაპოვარია ქართული ფეხბურთისთვის.

საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მშენებლობა ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს და წლების განმავლობაში უკვე არაერთი მსგავსი პროექტი განვახორციელეთ როგორც ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, ცენტრალური ხელისუფლების, თუ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, ფიფასა და უეფას მხარდაჭერით.

მიხარია, რომ კიდევ ერთი ინფრასტრუქტურა შეემატა ჩვენ ქვეყანას, რომლითაც ისარგებლებენ, როგორც ბავშვები, ისე საფეხბურთო კლუბი „შტურმი“ და მინდა კიდევ ერთხელ წარმატება ვუსურვო კლუბს, რომელიც მაგალითია ბევრისთვის და განსაკუთრებით ამ ბავშვებისთვის - მათ ყველაზე დაბალი ლიგაში დაიწყეს ასპარეზობა და ხანმოკლე დროში შეძლეს მეორე ლიგაში დაწინაურება.

დარწმუნებული ვარ, მსგასვი პროექტების საშუალებით უფრო მეტ ბავშვს მიეცემა საშუალება ჩაერთოს ფეხბურთში და გავაძლიეროთ სპორტის ეს სახეობა ჩვენ ქვეყანაში".

პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი დაფინანსებით განხორციელდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უზრუნველყო მინდვრის საფუძვლის მოწყობა და საფარის დაგება. პროექტის ფარგლებში მოეწყო 530 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, დამონტაჟდა თანამედროვე განათების სისტემა, ადმინისტრაციული შენობა გასახდელებით, საპარკინგე სივრცე და შენობა აღიჭურვა ყველა საჭირო ინვენტარით.

GFF.GE

ზაალ
ძალიან კარგი, მაგრამ ტრიბუნა აქვს საერთოდ?
ბრაზი
ჩინებულია,ნამდვილად გასახარი!
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჩელსისთან" მატჩში?
[VIDEO] 0:3 "ჩელსისთან" - პსჟ-მ შესანიშნავი სეზონი დიდი ანგარიშით წაგებით დაასრულა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ჩელსისთან" ნადგურდება
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ჩელსისთან" ნადგურდება
"ჩელსისთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
მოდრიჩი ორშაბათს "მილანთან" კონტრაქტს გააფორმებს
ივლისის სარაგბო ტესტ-მატჩები - მეორე ნაწილი
"ის არასდროს დაგვავიწყდება“ - ლივერპულმა დიოგუ ჟოტას საპატივსაცემოდ 20-ნომრიანი მაისური გააუქმა
"სხვა ვერცერთი ტურნირი ვერ შეედრება“ - ინფანტინო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე
ფედერაციის ახალი სამედიცინო პროექტი: თანამედროვე დეფიბრილატორი ყველა საკალათბურთო მატჩზე
"ბარსელონას" შეტევის გაძლიერების ერთი ვარიანტიღა დარჩა, "იუნაიტედმა" რაშფორდის ფასი დაასახელა
"ჩელსი" ნიკოლას ჯექსონში 100 მილიონ ევროს ითხოვს
Geo Team: ლომინაძე ორშაბათს პორტუგალიურ კლუბთან გააფორმებს კონტრაქტს
"რეალი" და "ინტერი" არ ვეგონოთ - პსჟ-ს დამარცხებით გაგაკვირვებთ - "ჩელსის" ფეხბურთელები იქადნებიან
U16 გოგონათა ნაკრებმა მოლდოვაც დაამარცხა და მე-5 ადგილისთვის კოსოვოს შეხვდება
უკრაინელი მცველი პსჟ-ში, ალბათ, ვერ გადავა
20 წ. | საბრძოლო შემადგენლობა ესპანეთთან
ლოჩოშვილი "ნიურნბერგის" ფეხბურთელია - ის კლოზეს სანიოლმა დადებითად დაუხასიათა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარია დამაჯერებლად დაამარცხა
კახის თასი იწყება - ინტერვიუ სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონებთან
მესამედ ფლორენციაში - პიოლი "ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელია
[VIDEO] "ეს ვინ თქვა?!" - მარესკა ფინალის წინ პსჟ-ისთან მატჩთან დაკავშირებით დასმულმა კითხვამ გააღიზიანა
დღეს პსჟსა და კვარაცხელიას მორიგი დიდი ფინალი აქვს
ლევან კობიაშვილი ფედერაციის პრეზიდენტად მესამე ვადით აირჩიეს
ვინ გახდა საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი? - ნომინაციებში გამარჯვებულები გამოვლინდნენ
უეფას დელეგაციის ვიზიტი ფეხბურთის ფედერაციაში
სფფ-ის რუსთავის ტექნიკურმა ცენტრმა პრო ლიცენზიის მასტერ-ტესტს უმასპინძლა
სუპერთასის განსხვავებული ფორმატი და მეტი ინფრასტრუქტურა - სფფ-ში აღმასკომის სხდომა გაიმართა
სფფ-ის სამსაჯო განყოფილებას ჯუნეტ ჩექირი უხელმძღვანელებს
ვიზიტი სართიჭალის მშენებარე სტადიონზე