ჩემპიონთა ლიგაზე „ინტერთან“ ფინალის წინ პსჟ-ს შემტევმა უსმან დემბელემ უეფას საიტთან ისაუბრა:

„იმ ათი წლიდან, რაც პროფესიულ ფეხბურთში ვთამაშობ, ჩემპიონთა ლიგაზე ცხრაჯერ ვიასპარეზე და ეს საკმაოდ გამორჩეული შედეგია. იმედია, ეს ჩემი კარიერის ბოლომდე გაგრძელდება. ვინაიდან ეს ყველაზე დიდი ტურნირია, ყოველთვის გინდა მასში მონაწილეობის მიღება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მოგებული არ გაქვს.

მახსოვს ჩემი ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი „დორტმუნდის“ შემადგენლობაში „ლეგიასთან“. წარმოუდგენელი ატმოსფერო იყო. შემდეგ ტურნირზე „ბარსელონაში“ ვითამაშე. პსჟ-ს რიგებში ორჯერ გავედი ნახევარფინალში, ახლა კი ფინალი გველის.

ლუის ენრიკე თავისი იდეებით მოვიდა, ბევრი რამ შეცვალა, მათ შორის ფეხბურთელთა საქმისადმი დამოკიდებულება. ყოველთვის ვცდილობთ 100%-ით დავიხარჯოთ, მით უმეტეს, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველად მოგების ამბიცია გვაქვს.

მე ძალიან შევიცვალე, განსაკუთრებით მოედანზე ჩემი პოზიციის და თამაშის სტილის მხრივ. ის ბევრ რჩევას მაძლევს და ჩემს თამაშში ბევრი რამ შევცვალე, თუმცა თანდაყოლილ უნარებს ისევ ვიყენებ, რამაც შედეგები გამოიღო. მწვრთნელი მოედნის მთელ პერიმეტრზე გადაადგილების უფლებას მაძლევს. შეტევის წინა ხაზზე „ცხრიანის“ პოზიციაზე არ უნდა დავრჩე. უბრალოდ ცენტრში სივრცის და ცოტა ქაოსის შექმნას ვცდილობ.

კვარაცხელიამ და დუემ სწრაფად მოახერხეს გუნდის თამაშთან და მწვრთნელის მოთხოვნებთან ადაპტაცია. ერთად თამაში, შეტევა და თავდაცვა ძალიან მოგვწონს. ტიტულები გვწყურია. მართლაც გამარჯვებულის მენტალიტეტი გვაქვს. ერთმანეთს მხარს ვუჭერთ. გუნდში კონკურენცია ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ფეხბურთელები მაქსიმალურად დაიხარჯონ.

ფინალის წინ გვირაბში ბევრი კონცენტრირებული სახე იქნება, ღიმილიც, რადგან ბავშვობიდან სწორედ ასეთ მატჩებზე ოცნებობ. ჩემპიონთა ლიგის ფინალში მონაწილეობის მიღება შესანიშნავია, სრული მობილიზაცია და სიამაყეა. იმედია, გავიმარჯვებთ.

დიახ, ამის იმედი მაქვს, მაგრამ ამჟამინდელ „ინტერთან“ შეხვედრა ადვილი არაა. ამ გუნდს მთელი სეზონი ვაკვირდებოდი. იქ ჩემი კეთილი მეგობარი ტიურამი თამაშობს. ეს ძალიან რთული გუნდია, ფინალში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. სასტარტო სასტვენის შემდეგ დავრჩებით თუ არა მე და ტიურამი მეგობრებად? მოედანზე - არა“.

კოკიტო
ბარკოლა ვისი ბუმბული გაიფანტა???🤣🤣🤣
123
დემბელე არა მესის შესტენიან ისევ ნახავთ.
გიგა
დემბელე, სუფთა დებილეა! ფუ ამან, რომ მოიგოს ოქროს ბურთი, სასაცილო არ იქნება?
ბარკოლა
4:0 რო წააგებთ მერე ვნახავ თქვენს ტრიოს ბუმბულს გაფანტულს ველადა:)))
zura222
ოო ეს უკვე ნარკოლას წინააღმდეგ საბოტაჟს გავს DDD
გასაძევებელი იყო თუ არა მოსკერა კვარაცხელიას წაქცევისთვის - ეპიზოდი მსაჯმა შეაფასა
"გამარჯვებისაკენ გასაღები რაში იყო?" - კვარაცხელიამ კითხვაზე უპასუხა
დაუნახავები - როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "არსენალთან" მატჩში?
პსჟ - "არსენალი". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ორი ესპანური ვარიანტი - ბერნარდოს ლა ლიგაში ეპატიჟებიან
ჟოზე დაბრუნდა - მოურინიომ “რეალთან” კონტრაქტი გააფორმა
მიდის თუ არა საუდის არაბეთში - კლოპის აგენტი გერმანელი მწვრთნელის მომავალზე
"ალისონის გაშვება არ უნდათ - მამარდაშვილს თავდაჯერება სჭირდება" - როგორ აფასებენ "ლივერპულში" შექმნილ რთულ სიტუაციას
საფრანგეთის ნაკრების მცველმა "ლივერპული" დატოვა და შეიძლება პსჟ-ში გადავიდეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 სპაერი. ...ეს იყო ამ თამაშის მთელი ფილოსოფია...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 დინამო (ბთ). ლიდერი ისევ გაიქცა
17-წლამდელები რუმინეთში მიემგზავრებიან - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
საქართველოს ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს
ფრანგი ჟურნალისტი: კვარაცხელია სტრატოსფერულია და ეპოპეა "არსენალთან" საუკეთესოდ უნდა დაასრულოს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-3 სამგურალი. ჩემპიონს ვიცე-ჩემპიონიც მიაყოლეს...
"გამაოგნებელი კვარაცხელია ასე დიდხანს რატომ დარჩა "ნაპოლიში" - გაკვირვებულია "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელი
20 წ. | მესამედ მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან
მარკის რიდი თურქულის სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის MVP გახდა
პსჟ-მ "ატლეტიკოს" ალვარესში 120 მილიონი და 2 ფეხბურთელი შესთავაზა
Le Parisien: ასეთ შემთხვევაში კვარაცხელია "ოქროს ბურთს" დაეუფლება
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
"მას ეს არ ეშლება"- პირლომ კვარაცხელიაზე ისაუბრა
უდიდესი მატჩის დღე! - პსჟ ზედიზედ მეორედ თუ "წითელ" ლონდონში პირველად