6 ივნისს საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ეროვნული ჩემპიონატის მე-10 ტურის პარტიები გაიმართა

თბილისელი დიდოსტატი ნინო ხურციძე უნიკალური შედეგის მქონე მოჭადრაკეა, არა იმიტომ, რომ ქვეყნის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს, ევროპის ჩემპიონატებსა და მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადებზე მრავალი ჯილდო აქვს მოხვეჭილი, ხოლო ქალებში ოთხჯერ (1989, 1993, 2005, 2006) მოიპოვა საქართველოს პირველობა; ჩვენს დიდოსტატ მანდილოსანთაგან იგი ერთადერთია, რომელმაც საქართველოს ჩემპიონატი ვაჟებშიც მოიგო - ეს მოხდა 1998 წელს.

წლევანდელ საიუბილეო 70-ე ქალთა პირველობაზეც მას ფავორიტთა შორის ასახელებდნენ და ხურციძეც წინასწარ გაცემულ ავანსებს ამართლებს: 6 ივნისს, ქვეყნის პირველობის ბოლოსწინა ტურში, შავი ფიგურებით 24-ე სვლაზე ინგა ხურცილავა დაამარცხა და 8 ქულით ლიდერობა შეინარჩუნა.

7 ივნისს, მე-11 ტურში, სწორედ უახლოეს კონკურენტს - ნინო ბაციაშვილს დაუპირისპირდება.

ტიტულის მეექვსედ მოსაპოვებლად ყაიმიც ჰყოფნის. 6 ივნისს ბაციაშვილმა თეთრი ფიგურებით 59-ე სვლაზე ქვეყნის ხუთგზის ჩემპიონ მაია ლომინეიშვილს აჯობა და 7,5 ქულით მეორე ადგილზე გადაინაცვლა, რითაც კარიერაში პირველად გვირგვინის დაუფლების რეალური შანსი გაუჩნდა, ოღონდ მისი გამოყენება, თანაც შავი ფიგურებით, იოლი არ იქნება, თუმცა, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, შეუძლებელი არაფერია.

ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა ეროვნულმა ოსტატმა ლიკა კობეშავიძემ, რომელმაც 53-ე სვლაზე სოფიკო გურამიშვილს გააჩერებინა საათი და, ფაქტობრივად, კვარცხლბეკისკენ მიმავალი გზა გადაუღობა.

მაკა ფურცელაძემ, რომელმაც შესანიშნავად დაიწყო ტურნირი, მაგრამ მერვე-მეცხრე ტურებში საგრძნობლად დაშორდა მეწინავეებს, 6 ივნისს მერი არაბიძე დაამარცხა.

დაზავდნენ: სოფიო გვეტაძე - ანა კუჭავა, ასევე, სოფიკო ხუხაშვილი და სალომე მელია, ოღონდ საამისოდ 104 სვლა დასჭირდათ.

ათი ტურის შემდეგ: ხურციძე - 8, ბაციაშვილი - 7,5, ლომინეიშვილი, მელია - 6,5-6,5, გურამიშვილი, ფურცელაძე - 5,5-5,5, ხუხაშვილი, გვეტაძე - 5-5, ხურცილავა - 4,5, არაბიძე - 3, კუჭავა, კობეშავიძე - 1,5-1,5 ქულა.

7 ივნისს, ბოლო ტურში ითამაშებენ: ხურციძე - ბაციაშვილი, გურამიშვილი - ხურცილავა, არაბიძე - კობეშავიძე, მელია - ფურცელაძე, კუჭავა - ხუხაშვილი, ლომინეიშვილი - გვეტაძე.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის საპრიზო ფონდია 16.000 ლარი, რომელიც ასე განაწილდება: გამარჯვებული 5000 ლარით დაჯილდოვდება, მეორე-მეხუთე ადგილებზე გასულნი, შესაბამისად, საოჯახო ბიუჯეტს 4000-3500-2000 და 1500 ლარით გაიმდიდრებენ.

2013 წლის საქართველოს ჩემპიონს ნაკრებში მიიწვევენ და ევროპის გუნდურ ჩემპიონატში იასპარეზებს; ოქროს და ვერცხლისმედალოსნებს ჭადრაკის ფედერაცია 2014 წლის კონტინენტის ქალთა ინდივიდუალურ ჩემპიონატზე გასამგზავრებლად დააფინანსებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"რეალი" გონსალო გარსიას არ გაუშვებს
შჩესნიმ გაახანგრძლივა - პოლონელი "ბარსელონაში" კიდევ 2 წელი დარჩება
არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
საქართველოს U20 ნაკრები ავსტრიასთან ბრძოლაში დამარცხდა
ფედერაციის მივლინებით ევროპის ქალთა სამიტზე სლოვენიაში ოთხმეზური და დანელაშვილი იმყოფებიან
"მან ყველაზე მეტად აღმაფრთოვანა" – "ბარსელონას" მეკარე თანაგუნდელზე
"რეალმა" კარერასის ტრანსფერი შეათანხმა - "ბლანკოსი" "ბენფიკას" 50 მილიონ ევროს გადაუხდის
"არსენალი" "ჩელსის" შემტევს 52 მილიონ ევროდ შეიძენს
პირველი მილიონიანი ტრანსფერი ქალთა ფეხბურთში - "არსენალი" "ლივერპულის" ლიდერს იმატებს
16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი გაანადგურა და ბრძოლას მე-5 ადგილისთვის აგრძელებს
"ყველაფერი გავაკეთეთ, რათა გორში გამარჯვებულები დავბრუნებულიყავით" - რა ითქვა ლუქსემბურგში გამარჯვების შემდეგ
სიმიჩი: ამას მხოლოდ კომპიუტერულ თამაშში თუ წარმოვიდგენდი
ქართველების გარეშე, ბრაზილიელების გოლებით - "შახტარმა" "ილვესი" გაანადგურა
Geo Team: ლოჩოშვილი კარიერას გერმანიის ცხრაგზის ჩემპიონ გუნდში გააგრძელებს
ყოჩაღ - "დილამაც" შემოატრიალა თამაში და ლუქსემბურგში გაიმარჯვა!
[VIDEO] 4:3 - "ტორპედომ" "ორდაბასის" მაგარი თამაში შემოუტრიალა!
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
ჰაკიმი: მე არა, ჩემი გაშვება "რეალმა" გადაწყვიტა
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
"არსენალი" და "სპორტინგი" ვერ თანხმდებიან, იოკერეში გაცეცხლებულია - რა ბედი ეწევა შვედს?
"ჩემი აზრით, ის "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - დონარუმას აგენტმა იტალიურ გამოცემასთან ისაუბრა
"ჩვენს გუნდში საუკეთესოა" - ენრიკემ შეგირდი შეაქო
მოჭადრაკეთა ჩემპიონატში სალომე მელია დაწინაურდა
ბიუჯეტი საზოგადოების მღელვარებისა - რატომ ჭადრაკი?
საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ჩემპიონატი: "დინამოს" სუპერსტარტი
საქართველოს მოჭადრაკე ქალთა 74-ე ჩემპიონატზე მედლები განაწილდა
ნინო ხურციძე მოჭადრაკეთა ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს
ქართველი მოჭადრაკე ნინო ხურციძე გარდაიცვალა
მოჭადრაკე ქალთა ევროპის ჩემპიონატზე ნინო ხურციძე დაწინაურდა
მოჭადრაკე ქალთა ევროპის ჩემპიონატზე მეწინავეთა შორის ორი ქართველია
ბათუმი 2018: მედიატურნირი გოჩა თანდარაშვილმა მოიგო
ნინო ხურციძემ საქართველოს ჩემპიონობა მეექვსედ მოიპოვა
მოჭადრაკეთა ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი სენსაციებით დაიწყო
ფიდეს განახლებული რეიტინგის პირველ ასეულში ცხრა ქართველია
სერია A-ში რადიკალური ცვლილებები განხორციელდება!
მაკა ფურცელაძე ლიდერებში დაბრუნდა
ნინო ხურციძემ ქალთა ჩემპიონატში ლიდერობა განიმტკიცა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საგანგებო განცხადება
ფიდეს აპრილის რეიტინგი: ნანა ძაგნიძე ათეულს დაუბრუნდა
ნინო ხურციძემ ევროპის ჩემპიონატზე ლიდერობა დათმო
ევროპის ჩემპიონი ნანა ძაგნიძე მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა
ლევან ფანცულაიას დოჰაში საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლის შანსი რჩება
ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტად კიდევ ერთი ვადით გია გიორგაძე აირჩიეს
ივლისის რეიტინგები: ნანა ძაგნიძე მე-11 ადგილზეა, ბაადურ ჯობავა - 36-ე