19 წლის შემტევი უკრაინის მოქალაქეა და ამ ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებშიც უთამაშია, ბოლოს კი ხარკოვის "მეტალისტში" ირიცხებოდა
შესაძლოა, ირაკლი მესხია მალე "ზესტაფონში" ჩაირიცხოს. ის უკრაინის მოქალაქეა და ამ ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებშიც უთამაშია, ბოლოს კი ხარკოვის "მეტალისტში" ირიცხებოდა.

ამდენად, მისი საქართველოში შესაძლო დაბრუნების ფაქტიც საკმაოდ მოულოდნელია.

"მესხიას ტრანსფერზე ამჟამად მოლაპარაკება მიმდინარეობს "ზესტაფონთან" და მიმაჩნია, რომ ამ დონის მოთამაშე საქართველოს ჩემპიონატისთვის კარგი შენაძენი იქნება", - გვითხრა დავით ქარაულმა, რომელიც ზამთარში გორის "დილაში" ნათან ჟუნიორისა და ლეონარდო რამოსის ჩამოყვანაში მონაწილეობდა, ფოთის "კოლხეთში" კი ასევე ბრაზილიელი როსინის ტრანსფერი განახორციელა.

შეგახსენებთ, რომ იანვარში კიევის "ობოლონის" (პირველი ლიგა) 19 წლის შემტევ ნახევარმცველს დონეცკის "მეტალურგსა" და მარიუპოლის "ილიჩევეცში" იწვევდნენ, მაგრამ საბოლოოდ, მესხიამ არჩევანი უკრაინის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის, "მეტალისტის" სასარგებლოდ გააკეთა და 3-წლიანი კონტრაქტიც გააფორმა.

თუმცა მოხდა ისე, რომ უკრაინული პასპორტის მქონე ქართველმა კარიერა იქაური პრემიერლიგის აუტსაიდერ უჟგოროდის "ჰოვერლა-ზაკარპატიეში" გააგრძელა. ხარკოველებმა მესხია იქ იჯარით გაუშვეს - სათამაშო პრაქტიკის მიღების მიზნით.

საბოლოოდ, "ჰოვერლა-ზაკარპატიე" უკრაინის პრემიერლიგას დაემშვიდობა, მესხია კი "მეტალისტს" დაუბრუნდა, მაგრამ...

"მესხიას ხარკოვის "მეტალისტთან" კონტრაქტი აკავშირებდა, მაგრამ ძირითადში არ ათამაშებდნენ. ცხადია, მის ინტერესში თამაში და ფორმის შენარჩუნება იყო. ამის საშუალებას კი "მეტალისტი" არ აძლევდა და რადგან სკამზე ჯდომა არ სურდა, კლუბს კონტრაქტის გაუქმებაზე შეუთანხმდა.

საქართველოში დროებით დაბრუნებაც იმიტომ გადაწყვიტა, რომ ითამაშოს, ფორმა შეინარჩუნოს და მომზადებული იყოს", - ამბობს ქარაული.

2012 წელს უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოლეგ კუზნეცოვმა მესხია ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის სამ შეხვედრაში ათამაშა, წლეულს კი ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერგეი კოვალეცმაც მიიწვია.

უკრაინაში პოპულარულმა ტელეკომენტატორმა სერგეი მოროზოვმა მესხიას გამოძახება მაშინ ასე შეაფასა:

"დღეს უკრაინაში შემოქმედებითი სტილის მოთამაშეთა კატასტროფული დეფიციტია. ბურიაკები აღარ გვყავს, ამიტომ, ლოგიკურია, რომ კოვალეცმა არჩევანი მესხიაზე შეაჩერა.

ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი ვალერი ლობანოვსკის სტილის მიმდევარი არ არის და "მუშა" ფეხბურთელებზე მეტად, შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ მოთამაშეებს ენდობა. მესხია კი თავის თაობაში ამ თვისებებით აშკარად გამორჩეულია".

გარდა შემტევი ნახევარმცველისა, მესხია თავდამსხმელის პოზიციაზეც თამაშობს. სხვათა შორის, მისით საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალექსანდრე ჩივაძეც დაინტერესდა, მაგრამ უკრაინული პასპორტის გამო ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, მოქალაქეობის შეცვლა კი დროულად ვერ მოხერხდა.

ირაკლი თბილისელია. 8 წლამდე "ირაოში" მამუკა ფანცულაიასთან ვარჯიშობდა. ამის შემდეგ მისი ოჯახი მოსკოვში გადავიდა და 4 წელი "ლოკომოტივის" საფეხბურთო სკოლაში დადიოდა.

ქართველების დეპორტაციის პერიოდში მესხიების ოჯახი თბილისში დაბრუნდა და ორი წლის განმავლობაში ირაკლი 35-ე სკოლაში, გოჩა ავსაჯანიშვილთან ემზადებოდა. 14 წლისა ის კიევის "ობოლონის" სკოლაში მიიღეს, ორ წელიწადში კი უკრაინელებმა მოქალაქეობა მისცეს და 3-წლიანი კონტრაქტიც გაუფორმეს.

2011/12 წლების სეზონში მესხია სისტემატურად თამაშობდა "ობოლონის" ძირითად შემადგენლობაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

daluda
dzalian miyvarxar
cvcgsdfgds
ჩემო კარგო უნიჭიერესი ხარ წარმატებებს გისურვებ არ აყვე ბოროტ ენებს და ასე განაგრძე ძალიან კარგი ხარ და სჰენთან ვართ შენები :*
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
"ჩემი ფეხბურთელები სასურველი შედეგისთვის მზად არიან" - "იბერიას" მწვრთნელმა "მალმიოსთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა
საქართველოს U20 ნაკრები დანიასთან დამარცხდა და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა
"შავი ლომი" | "მონპელიე" და "ძებრე" თბილისში, "ქონახთი" და "მონტობანი" სტუმრად
ჯორდან ჰენდერსონი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ვინისიუსი “რეალს” ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება
ვესლი სნეიდერის შვილმა პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა
ოფიციალურად - მოდრიჩი "მილანის" ფეხბურთელი გახდა
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა
ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა
Ballon d'Or 2025. რეიტინგი განახლდა - კვარაცხელია პრეტენდენტთა შორისაა
ხვიჩას თანაგუნდელს პსჟ-ს დატოვება უნდა
U20. საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს სძლია და მეცხრე ადგილისთვის ფინალში ითამაშებს
ტრამპი "ჩელსის" დიდი ფანია - ჯეიმსმა მას თასის აღმართვის ნებართვა სთხოვა
ნევეში და ლუის ენრიკე შეიძლება დასაჯონ
"ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ" - ბლატერი ფიფას აკრიტიკებს
"წელს დემბელეს, გაისად კი - იამალს" - ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელის განცხადება
"რეალმა" როდრიგოს სატრანსფერო ფასი დაასახელა
როგორ მიიღება კვარაცხელიას საუკეთესო ვერსია - პსჟს წაგების მიზეზები
თავისი მაინც გაიტანა - დიოკერეში უახლოეს საათებში "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
"მაშინ ჩემთვის რომ დაერტყა, ცოცხალი აღარ ვიქნებოდი" - სერ ალექს ფერგიუსონმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
"მისი საქციელი ამაზრზენია" - იამალი სერიოზულ სკანდალში გაეხვია
გიორგი ფანცულაიას ტრანსფერი დონეცკის "ოლიმპიკში" არ შედგა
სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა
[ლელოს სტუმარი] "მთავარია, რომ ტრანსფერის დროს ფულზე ფიქრმა არ გაჯობოს"
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
მამლუქების ნაკრები: რამდენი უცნობი, რამდენი ქვეყნის ეროვნულ გუნდში?!
[ოთხშაბათის საკითხავი] ვინ არის დამნაშავე?
გოჩა ავსაჯანიშვილი: დარწმუნებული ვარ, ამ ჯგუფიდან გავიდოდი!
"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის
მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]
უცნობი ისტორიები: ვაკო ყაზაიშვილი და გიორგი ჭანტურია აღმზრდელის თვალით
ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა!
მამუკა ფანცულაია: ...ასე ბევრი მწვრთნელი შეეშვება საყვარელ საქმეს
ზაურ მახარაძე "თანამეგობრობის თასზე" უკრაინის ნაკრების კარს დაიცავს
"პანჩო არენა" და საქართველო: გვექნება ანალოგი?
"ჩემს გაფუჭებულს სხვას ვერ დავაბრალებ", - დაკარგული ბომბარდირის აღსარება
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
პოკორას ოცნებას ახდენა არ უწერია - მესხია კონტრაქტს "ზესტაფონთან" აფორმებს
არსებული ინფორმაციით, სუს-მა გოჩა ავსაჯანიშვილი დააკავა [VIDEO]
"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?
გიორგი ფანცულაია დონეცკის "ოლიმპიკის" გადაწყვეტილებას ელის
მამუკა ფანცულაია: თამაში მინდოდა, მაგრამ ობოლ ბიჭს ხელის წამკვრელი არ მყავდა
ირაკლი მესხია "ზესტაფონს" ვერ შეუთანხმდა და უკრაინაში დაბრუნდა
"დინამო არენას" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალქესანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
"დინამო არენის" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
გმადლობთ, მეტის მიღწევაც შეიძლებოდა... დავით სირაძემ კარიერა დაასრულა
ირაკლი მესხია: ჩემი ქვეყნის მოქალაქეობის დაბრუნება გულით და სულით მსურს