ლანჩხუთის "გურიას" 31 წლის უკრაინელი ცენტრალური მცველი ვიტალი შუმეიკო 25 სექტემბერს შეურთდება
ლანჩხუთის "გურიაში" უკრაინელ ცენტრალურ მცველს, ვიტალი შუმეიკოს ელოდნენ.

"მოლაპარაკება მიმდინარეობდა და ეს ამბავი საბოლოოდ გადაწყდა. შუმეიკოს ველაპარაკე და საბოლოოდ შევთანხმდით, რომ ოთხშაბათს ჩამოფრინდება.

მის გაზრდასა და დაკვალიანებაში პატარა როლი არ მითამაშია, ნალჩიკის "სპარტაკში" რეკომენდაცია თავად გავუწიე და ახლოს ვიცნობ", - ამბობს ლანჩხუთელთა მთავარი მწვრთნელი რომან პოკორა.

31 წლის ფეხბურთელმა, რომელსაც უკრაინისა და რუსეთის პრემიერლიგის კლუბებში უთამაშია, ბოლოს კი მოსკოვის "ტორპედოს" კაპიტანი გახლდათ, წესით, ლანჩხუთელებს დიდი სამსახური უნდა გაუწიოს.

მაგრამ პოკორა ამბობს, რომ ზუსტად არ იცის, როგორ ფორმაშია შუმეიკო:

"მოსკოვის "ტორპედოდან" გაზაფხულზე წავიდა და მას შემდეგ უგუნდოდ არის. აქედან გამომდინარე, არ ვიცი, ახლა როგორ ფორმაშია, მაგრამ ვიტალი პროფესიონალია და უვარჯიშებლად არ გაჩერდებოდა. მჯერა, მისი გამოცდილება და კლასი დაგვეხმარება და გაგვაძლიერებს.

ცუდი მოთამაშეები არ გვყავს, მაგრამ კიდევ 4-5-ის დამატება გვსურს. ჩვენი სურვილი იყო, ირაკლი მესხია აგვეყვანა, რომელიც ხარკოვის "მეტალისტის" დუბლებში იყო. ამ ბიჭს ვიცნობ და ძალიან მომწონს.

სიმართლე გითხრათ, არ მესმის, "მეტალისტში" რატომ არ ათამაშებდნენ, მას დიდი პოტენციალი აქვს. მაგრამ უფრო დიდი მოულოდნელობა ის იყო, როცა გავიგე, რომ მესხია საქართველოში დაბრუნდა. იქნებ მოვახერხოთ და დავიმატოთ", - ამბობს პოკორა.

მაგრამ პოკორას სურვილს ახდენა არ უწერია. უკვე კვირაზე მეტია, ხარკოვის "მეტალისტისა" და უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების წევრი ირაკლი მესხია "ზესტაფონში" ვარჯიშობს.

როგორც გავიგეთ, ზემოიმერული კლუბისა და მისი სამომავლო ურთიერთობის საკითხი გადაწყვეტილია. სავარაუდოდ, მესხია "ზესტაფონთან" კონტრატს 1+1 სისტემით გააფორმებს.

უკრაინული პასპორტის მქონე 20 წლის ფეხბურთელი კიევის "ობოლონსა" და ხარკოვის "მეტალისტის" დუბლშემადგენლობაში შემტევი ნახევარმცველისა და თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობდა. 2012 წელს უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოლეგ კუზნეცოვმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის სამ შეხვედრაში ათამაშა, წელს კი ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერგეი კოვალეცმაც მიიწვია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. ის, ვინც მოედანზე განსხვავებას ქმნის...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-4 ტორპედო. პირველი ტაიმის შემდეგ ვინ იფიქრებდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. ირბინეს, სცადეს და მეზობლებად დარჩნენ...
20 წ. | სამხრეთაფრიკულ სერიას ფიჯისთან ჯახით ვიწყებთ
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” მხარდაჭერით, საქართველოს დაჭრილ მებრძოლთა სპორტული გუნდი 2027 წლის “ძლიერთა თამაშებისთვის” ემზადება
"ეტიჰადის" ერთ-ერთ ტრიბუნას გვარდიოლას სახელი ეწოდება - პეპი ოფიციალურად წასვლას ჯერ არ ადასტურებს
ალონსოს ახალი მეკარე სჭირდება - "ჩელსის" ბევრი კანდიდატი ჰყავს
ვლაჰოვიჩი და "მილანი" შესაძლებელი ხდება - სერბი შესაძლოა, "როსონერიში" ვიხილოთ
გადაწყდა - მოურინიო "რეალის" მწვრთნელი გახდება
ითამაშებს მამარდაშვილი "ბრენტფორდთან" და აცილებენ თუ არა ალისონს?
გულიაშვილი ტრავმის გამო ამ სეზონში ვერ ითამაშებს
"შტურმში" შეიძლება კიდევ ერთმა ქართველმა ითამაშოს
მხოლოდ 1 წელი იმუშავა - ინძაგი "ალ-ჰილალს" დატოვებს
ალბანეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"ლივერპულში" მამარდაშვილის კონკურენტი შესაძლოა, 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე გახდეს
ლეაოს ინგლისში უხმობენ - პორტუგალიელის გაშვების წინააღმდეგი არც "მილანია"
კონტე "ნაპოლიდან" მიდის - "პარტენოპეიში" ყოფილი მწვრთნელი ბრუნდება
10-წლიანი ერა სრულდება - გვარდიოლა "სიტიდან" მიდის
[VIDEO] როგორ დამთავრდება პსჟ "არსენალის" ფინალური მატჩი - სახომ და პარიზული გუნდის სხვა ფეხბურთელებმა პროგნოზები გამოთქვეს
[VIDEO] ორი ოვერტაიმი და საოცარი ვემბანიამა - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა
ლუის ენრიკემ ალვარესის დამატება მოითხოვა - პსჟ-ს შეტევაში ცვლილებები მოხდება
კლოზე შეიძლება "ლაციოს" მწვრთნელად დანიშნონ - წაიყვანს ლოჩოშვილს?
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
რატომ მოდიან საქართველოში სათამაშოდ ნალჩიკის "სპარტაკის" ყოფილი ფეხბურთელები
სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
ლანჩხუთის "გურია" რუსი მცველით გაძლიერდა
მამლუქების ნაკრები: რამდენი უცნობი, რამდენი ქვეყნის ეროვნულ გუნდში?!
"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის
მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]
მარტოდმარტო, ბინძურ ბინაში მოკვდა - ლანჩხუთის "გურიას" ექს-ფეხბურთელის ტრაგიკული ისტორია
ზაურ მახარაძე "თანამეგობრობის თასზე" უკრაინის ნაკრების კარს დაიცავს
აქტუალური თემა: სამწვრთნელო კარუსელი
ლანჩხუთის "გურიას" გაწვრთნა გიგლა იმნაძეს შესთავაზეს
ლანჩხუთის "გურია" აუქციონზე 34 000 ლარად იყიდება
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: ლანჩხუთის "გურია"
"ფინანსური დავალიანება სრულად დაიფარება და შეიქმნება ღირსეული ბიუჯეტი საიმისოდ, რომ..." - მერაბ ჟორდანიამ ლანჩხუთის "გურიაზე" ისაუბრა
რომან პოკორა: რაც ლანჩხუთში ვნახე, მსგავსი არსად მინახავს და არც გამიგია
გულვერდ თომაშვილი "გურიაში" - კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი
უკრაინელი ქართველი "ზესტაფონში"? - ირაკლი მესხიას ტრანსფერზე ლაპარაკობენ
ირაკლი მესხია "ზესტაფონს" ვერ შეუთანხმდა და უკრაინაში დაბრუნდა
ლანჩხუთის "გურია": ვინ იქნება მთავარი მწვრთნელი?
ლანჩხუთის "გურია": რომან პოკორა, რბილად რომ ვთქვათ, იტყუება!
"გურია" - ფონდი "ქართუს" დაფინანსების მოლოდინითა და დიდი გეგმებით...
ლანჩხუთის "გურია": თემურ ლორია არა, გუნდს ისევ დავით მახარაძე გაწვრთნის
ირაკლი მესხია: ჩემი ქვეყნის მოქალაქეობის დაბრუნება გულით და სულით მსურს