ქართველმა ჩოგბურთელმა, რომელიც აშშ-ის სახელით ასპარეზობს, ისაუბრა თუ რა შეიცვალა მის ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც აშშ-ის მოქალაქეობა მიიღო
ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა, რომელიც აშშ-ის სახელით ასპარეზობს, კვირის პალიტრასთან ინტერვიუში ისაუბრა თუ რა შეიცვალა მის ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც აშშ-ის მოქალაქეობა მიიღო.

- აპრილში ორი წელი ხდება, რაც აშშ-ის სახელით ასპარეზობ. რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში ამ ხნის განმავლობაში?

- დოკუმენტაციის მხრივ არაფერი - როგორც კი აშშ-ის პასპორტი მივიღე, მაშინვე შევიტანე განაცხადი საქართველოს მოქალაქეობაზე და ახლა ორმაგი მოქალაქეობა მაქვს. ასპარეზობებისთვის მზადებაში აშშ-ის ნაკრების მწვრთნელებიც მეხმარებიან და ფიზიკური მომზადების სპეციალისტებიც. მამაც ძველებურად მიდგას გვერდში, მაგრამ რაც მთავარია, როგორც ჩოგბურთელი, უპატრონოდ აღარ ვგრძნობ თავს - ყველანაირ ყურადღებას ვხედავ, რაც ძალიან მეხმარება. საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციისთვის არასდროს მითხოვია, ჩემთვის, ან მამაჩემისთვის გადაეხადათ რამე თანხა - მწვრთნელისთვის საჭირო ფულს ვითხოვდი. დამპირდნენ კიდეც, მაგრამ... ერთხელაც არ შეუსრულებიათ. 2014 წლის აპრილის შემდეგ ეს დახმარება უკვე მაქვს - "უპატრონო მოთამაშე" აღარ ვარ...

- მაშინ თქვი, რომ სხვა გზა არ გქონდა - ჩოგბურთი სპორტის ძვირად ღირებული სახეობაა, ტრავმების ასარიდებლად და ოსტატობის მუდმივი სრულყოფისთვის ჩოგბურთელს კარგი სავარჯიშო პირობები, მწვრთნელები, სპარინგი სჭირდება, ძალიან ძნელია, როცა წინსვლა გინდა, მაგრამ მხარდაჭერას არ გრძნობ და 24 წლის ასაკში ერთ ადგილზე ხარ გაჩერებულიო...

- ტრავმის გამო დიდი დრო გამიცდა და მჭირდებოდა მწვრთნელი, რომელიც ფორმის აღდგენაში დამეხმარებოდა. საქართველოში არც ერთი დაპირება არ შემისრულეს და რაღაცას თუ არ შევცვლიდი, არათუ ასეულში, 200 საუკეთესო ჩოგბურთელს შორის ყოფნაც გამიჭირდებოდა.

შარშანაც ტრავმებმა ბევრი დრო დამაკარგვინა, მაგრამ აქაური მწვრთნელები ყველაფერში მეხმარებიან. სწორედ ამაზე იყო ლაპარაკი, თორემ, ვიმეორებ, სხვა თანხა არასდროს მომითხოვია...

- ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციასთან თუ გქონია ურთიერთობა?

- ხანდახან ლალი ზერეკიძეს ვეხმიანები ხოლმე, ფედერაციის სხვა წარმომადგენლებთან კი არც მანამდე მქონია ურთიერთობა და ახლა - მით უმეტეს...

- WTA-ს (ქალ ჩოგბურთელთა ასოციაცია) რეიტინგში ახლა მე-100 პოზიციაზე ხარ. რას ელის ანა ტატიშვილი 2016 წლისგან?

- მთავარია, ჯანმრთელი ვიყო, ვიმუშაო და რეიტინგში წინსვლაც თავისთავად მოვა! არ მაქვს კონკრეტული მიზანი, რომ წელი აუცილებლად 50-ე პოზიციაზე უნდა დავასრულო, ესა და ეს ტურნირი მოვიგო და ა.შ. თუმცა, ნამდვილად არ ვიტყვი უარს, თუ წლის ბოლოს მინიმუმ თოპ-50-ში ვიქნები!

- თბილისი არ გენატრება?

- თბილისი ისე მიყვარს, როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდება, საქართველოში მოვრბივარ! ბოლოს, შარშან ნოემბერში ვიყავი - სეზონი დასრულდა თუ არა, მაშინვე საქართველოში გამოვფრინდი და რვა დღე თბილისში გავატარე.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ავტორი: რატი შელეგია

წყარო: kvirispalitra.ge

MARADONA
დავბრუნდით 90 იანებში და ეგ არის. სრული-შეგნებული ქაოსი.ქართველების გაწყვეტა განადგურება უნდა მტერს -ჩრდილოეთში და აქაური დამქაშებით აკეთებს ამას.ყველა სფეროში უნდა ქაოსი იყოს,უიმედობა ანარქია ნიჰილიზმი და ეს არის მათი მიზანი, გაწყდა ქართველობა.შაჰაბასმა რაც ვერ გააკეთა ესენი აკეთებენ!
M.Z>
ხალხო ვერ ხედავთ რომ წლიობით იგივე მდგომარეობაა ქართული სფორტის ყყველა სხვა სახეობებშიც.ჩინოვნიკებმა გადაჭამეს ყველა და ყველაფერი და "უფატრონო", მართლა გამრჯე, არა ყველა,ნიჭიერი სფორტსმენები კი, "წელებზე ფეხებს იდგამენ"მაგრამ ეროვნული სფორტული წინსვლა მაინც არ სჩანს, ამ გაუმაძღართა "უღელ ქვეშ", აი რაგბიშიც ისევ ჩინოვნიკი მოვიდა,კალათბურთშიც "მაგრად" არიან "მოკუჭულნი თბილ ადგილებზე",ფეხბურთშიც განუკითხაობაა,მოდის ახალი თაობა,ხალხის არჩევით,ნებით....მაგრამ არასაკმარისად როტაციით და ვეჭვობ "ფულისტი არაფრისმკეთებლები"გასრესენ" ქართული სფორტის მომავალს, თუ ერთად არ "შევებრძოლებით" .
რამდენი გამოიმუშავა ბასილაშვილმა მუსეტის დამარცხებით და რა წინსვლა ელის რეიტინგში - ქართველი ჩოგბურთელის წარმატება რიცხვებში
ბასილაშვილი: ჩემს ამ ასაკში ასეთი ქამბექის შესრულება სრული სიგიჟეა
უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
3:0. პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "რეალს" ამარცხებს
"რეალთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ჩაკვეტაძემ "უოტფორდის" პირველ მატჩში ვერ ითამაშა
"ასეთ სიტუაციაში ვერავის ვერ დავადანაშაულებ" - მუსიალას ვიდეომიმართვა
“თბილისი” საფრანგეთში, ორლეან 3×3 ჩელენჯერში საასპარეზოდ მიემგზავრება
გიორგი წიტაიშვილი კარიერას ლიგა 1-ში გააგრძელებს
რა ხდება უცხოურ რაგბიში? - ივლისის ტესტები...
"წინ დიდი გამოცდა გველოდება" - ალონსო პსჟ-სთან მატჩის წინ
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ამბროლაურიდან იწყებს
იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს
მიქაუტაძე პრემიერლიგაში? - ცნობილი სატრანსფერო ექსპერტი ქართველზე წერს
"იუვენტუსს" ვლაჰოვიჩთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"შეუძლია მესიზე უკეთესი გახდეს" - პეტიმ იამალზე ისაუბრა
"მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რაც შეეხება მბაპეს..." - კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"
ოსიმენი "განვადებით" - ნიგერიელის სატრანსფერო საგა დასასრულს უახლოვდება
[VIDEO] პედროს დუბლი ყოფილ გუნდთან - "ჩელსი" ფინალში გავიდა
კვარაცხელია "რეალის" წინააღმდეგ. პსჟ-მ ოკეანისგაღმა დესანტი გადასხა - ორმა ფეხბურთელმა გუნდი ნაადრევად დატოვა
[VIDEO] ორი არდანიშნული პენალტი - "იბერია 1999" სახლში "მალმიოსთან" 1:3 დამარცხდა
"ბაიერნი" პსჟ-ს ბარკოლაში სოლიდურ თანხას შესთავაზებს