ამასობაში, "ოქროს ბუცისთვის" ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაშია
სანამ ჩვენ ლუის სუარესის, კრიშტიანო რონალდოსა და სხვების ქებაში ვართ, არის ერთი ფეხბურთელი, რომელსაც ევროპის წამყვან ხუთ პირველობაზე გოლების გატანის საუკეთესო სიხშირე აქვს და საშუალოდ, ყველაზე ნაკლები წუთი სჭირდება იმისთვის, რომ მეტოქეები დაამწუხროს.

მჯერა, რომ დაფიქრდეთ და გაიხსენოთ, მას მაინც არ ახსენებთ - პიერ-ემერიკ ობამეიანგი? არა. გონსალო იგუაინი? არა. გარეთ ბეილი? არა. ზლატან იბრაჰიმოვიჩი? არა. აჰა, იმანოლ აგირეჩე? არა, თქვენ წარმოიდგინეთ და, აგირეჩეც არა - ეს ფეხბურთელი 19 წლის კელეჩი იჰეანაჩოა.

ნიგერიელს ამ სეზონში მანუელ პელეგრინი ძალიან ენდობა და ისიც კი თქვა, რომ სტევან იოვეტიჩსა და ედინ ჯეკოს ასე მარტივად გაშვების უფლება თავს იმიტომ მივეცით, რომ კელეჩი გვყავსო.

პრემიერლიგაში იჰეანაჩოს სათქმელად 23 შეხვედრაში კი აქვს მონაწილეობა მიღებული, მაგრამ ჯამში მინდორზე მან მხოლოდ 519 წუთი გაატარა და 5 გოლი დაუგროვდა.

"სტოკთან" შესრულებული დუბლის მერე კი (პლუს, მან პენალტი გამოიმუშავა, რომელიც აგუერომ გაიტანა) მთელი სეზონის განმავლობაში 11 გოლი დაუგროვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალოდ 81,3 წუთი სჭირდება გოლის გასატანად, რაც წამყვან ევროპულ ჩემპიონატებში საუკეთესო შედეგია.

იჰეანაჩო ნიგერიაში, ქალაქ ოვერიში დაიბადა და ადგილობრივ აკადემიაში წამოიჩიტა. 2013 წლის 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ნიგერიელთა შთამბეჭდავი გამოსვლის შემდეგ მან, პირველ რიგში, ინგლისური და პორტუგალიური გუნდების ყურადღება მიიქცია.

მსურველთა შორის იყვნენ "არსენალი", "სპორტინგი", "პორტუ"... თუმცა "სიტიმ" იყოჩაღა და ყველას აჯობა. კელეჩიმაც მოლოდინი გაამართლა და "ქალაქელთა" მეორე გუნდში მშვენივრად აბურთავდა, რასაც მისი სწრაფი დაწინაურება მოჰყვა და ამ სეზონში მან რამდენჯერმე გაიტანა მნიშვნელოვანი გოლი, რაც 19 წლის ბიჭისთვის და თანაც, "სიტის" დარ კლუბში, რომელშიც დიდი კონკურენციაა, ძალიან კარგი შედეგია.

თუ კელეჩის შედეგს ამოვაგდებთ, რადგან შედარებით იშვიათად უწევს თამაში და მარტო "ბობოლებზე" ვისაუბრებთ, გოლების სიხშირით პირველზე "ბარსელონას" ურუგვაელი გოლეადორი ლუის სუარესია, რომელსაც კვალში მადრიდული დუეტი უდგას - კრიშტიანო რონალდო და ქარიმ ბენზემა.

ახალგაზრდებს შორის კი მარკუს რაშფორდის შთამბეჭდავ სეზონზეც ვერ დავხუჭავთ თვალს. მას საშუალოდ 156 წუთი კი სჭირდება გოლისთვის, მაგრამ იჰეანაჩოსთან შედარებით, პასუხისმგებლობაც მეტი ჰქონდა უეინ რუნის არყოფნაში.

აქვე გთავაზობთ 12 გამორჩეულ მოთამაშეს, რომლებსაც მიმდინარე სეზონში ყველაზე ცოტა დრო სჭირდებათ იმისთვის, რომ მეტოქეები დაამწუხრონ. გათვალისწინებულია იმ ფეხბურთელების შედეგი, რომლებსაც 5 და მეტი გოლი აქვთ გატანილი, ყველა ტურნირის ჩათვლით.

ფეხბურთელი კლუბი გოლი/წუთში

კელეჩი იჰეანაჩო სიტი 81.3 წთ.

ლუის სუარესი ბარსელონა 83.8

კრიშტიანო რონალდო რეალი 84.2

ქარიმ ბენზემა რეალი 85.9

ზლატან იბრაჰიმოვიჩი პსჟ 88.5

იმანოლ აგირეჩე სოსიედადი 90.3

გონსალო იგუაინი ნაპოლი 91.8

ლიონელ მესი ბარსელონა 96

პიერ-ემერიკ ობამეიანგი დორტმუნდი 98.3

რობერტ ლევანდოვსკი ბაიერნი 98.9

გარეთ ბეილი რეალი 106.4

თომას მიულერი ბაიერნი 110.1

"ოქროს ბუცის" რბოლა

აქვე უპრიანი იქნება, თუ "ოქროს ბუცისთვის" მებრძოლთა სიასაც გადავხედავთ, რომელშიც ბოლო 2 შეხვედრაში გატანილი 8(!) გოლის წყალობით, ლუის სუარესი წინ გაიჭრა, მაგრამ ჯერ ყველაფერი არ გადაწყვეტილა. ამჟამად ურუგვაელს 64.0 ქულა აქვს და მას ალბათ კრიშტიანო რონალდო და "ბენფიკას" ბრაზილიელი თავდამსხმელი ჟონასი გაეჯიბრებიან.

"ნაპოლის" არგენტინელ სნაიპერს კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ ნერვებს აჰყვა და დისკვალიფიკაცია "გამოიწერა", რითაც შანსები მოისპო. რობერტ ლევანდოვსკი კი ცოტა ჩამორჩა. აი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი სუარესივით 64.0 ბალით იქნებოდა, საფრანგეთის ლიგა ერთში 1,5-ის ნაცვლად კოეფიციენტი 2,0 რომ იყოს.

ლიდერები "ოქროს ბუცისთვის" ბრძოლაში

ლუის სუარესი ბარსელონა 34X2 68.0

კრიშტიანო რონალდო რეალი 31X2 62.0

ჟონასი ბენფიკა 31X2 62.0

გონსალო იგუაინი ნაპოლი 30X2 60.0

რობერტ ლევანდოვსკი ბაიერნი 27X2 54.0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"შეუძლია მესიზე უკეთესი გახდეს" - პეტიმ იამალზე ისაუბრა
"წინ დიდი გამოცდა გველოდება" - ალონსო პსჟ-სთან მატჩის წინ
[VIDEO] პედროს დუბლი ყოფილ გუნდთან - "ჩელსი" ფინალში გავიდა
"იუვენტუსს" ვლაჰოვიჩთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"
"ბაიერნი" პსჟ-ს ბარკოლაში სოლიდურ თანხას შესთავაზებს
პსჟ-ს ორი ფეხბურთელისთვის საკლუბო მუნდიალი დასრულდა
"ოქროს ბურთი" მისთვის ჯერ ადრეა" - მაკელელემ იამალზე ისაუბრა
"რეალი" გონსალო გარსიას არ გაუშვებს
ბონიფისი ან ვლაჰოვიჩი - "მილანი" ფორვარდის დამატებას ცდილობს
დარვინი "ნაპოლის" უახლოვდება - ნუნუესი სავარაუდოდ, "პარტენოპეის" ფორვარდი გახდება
დაბრუნება 18 წლის შემდეგ - ანხელ დი მარია კვლავ "როსარიო სენტრალში" ითამაშებს
"ლიონმა" "რომას" მიქაუტაძის სანაცვლოდ გიჟური თანხა მოსთხოვა - Corriere dello Sport შესაძლო ტრანსფერზე
შჩესნიმ გაახანგრძლივა - პოლონელი "ბარსელონაში" კიდევ 2 წელი დარჩება
ალეგრიმ დაადასტურა - ლუკა მოდრიჩი კარიერას "მილანში" განაგრძობს
"უხეში სიტყვები გაცვალეს... "ბაიერნის" ფეხბურთელები მატჩის მერე პსჟ-ის გასახდელთან მივიდნენ და ეს მოხდა" - რაფინიამ უცნობი ისტორია მოჰყვა
"ჩემი ფეხბურთელები სასურველი შედეგისთვის მზად არიან" - "იბერიას" მწვრთნელმა "მალმიოსთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] ხმა ვეღარ ამოიღო - "ჩელსის" მწვრთნელი პრესკონფერენციაზე შერცხვა
სიომინი: კვარაცხელია "ოქროს ბურთის" პრეტენდენტია, პსჟ გვარდიოლას "ბარსელონაზე" უკეთესია, საფონოვი...
20 წ. | ცვლილებებით და როტაციით მასპინძელ იტალიასთან
ევრობასკეტზე გამგზავრების წინ საქართველოს U20 ნაკრებმა ლატვიას სპარინგ-მატჩში უმასპინძლა
"ნოიერიც ასევე უეხეშა იგუაინს" - დონარუმას აგენტი გამოექომაგა
"ნაპოლი" ოსიმენს ემუდარება - ნიგერიელმა გადაწყვეტილება მიიღო
დიდი ალბათობით, სუარესი დეკემბერში კარიერას დაასრულებს
ხოსეპ გვარდიოლას უცნაური აღიარება - ანუ ვინ არის დამნაშავე?
ბაიერნი-ბენფიკა 1:0 - გოლი 109 წამში და მეტი არაფერი [VIDEO]
"ზლატანს "ოქროს ბურთი" ამის გამო არ მისცეს" - მუნტარიმ იბრაჰიმოვიჩის შესახებ ისაუბრა
"სინამდვილეში, რონალდომ და ჯორჯიანამ ერთმანეთი ასე გაიცნეს" - როდრიგესის ყოფილმა თანამშრომელმა ისტორია მოჰყვა
ტრანსფერ ONLINE. 24 ივლისის ტრანსფერები და ჭორები
შოკი და აღშფოთება პორტუგალიაში - რონალდო ჟოტას დაკრძალვას არ დაესწრო
"გაგიკვირდებათ, მაგრამ საუკეთესოა ვისთანაც მითამაშია" - ბალოტელიმ ყოფილი თანაგუნდელი გამოარჩია
ზლატან იბრაჰიმოვიჩი: ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი ვარ
ზენიტი-ბენფიკა 1:2 - ევროთასები რუსებისთვის დაიხურა [VIDEO]
რატომ არ იყო რონალდო დიოგო ჟოტას დაკრძალვაზე - კრიშტიანოს და ამ ამბავს გამოეხმაურა
"გავხდები თუ არა მწვრთნელი?" - რონალდომ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"მესი პსჟ-სთან არ დამარცხებულა, იცით, ეს რატომ მოხდა?" - ზლატან იბრაჰიმოვიჩი
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა
მესი VS რონალდო უკვე საუდის არაბეთში? - "ალ-აჰლის" არგენტინელი ვარსკვლავის დამატება უნდა
მესიმ და სუარესმა საკუთარი კლუბი დაარსეს
ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. I მატჩი: პირველი რაუნდი "ბენფიკამ" მოიგო [VIDEO]
"ერთად დიდებული ერა შევქმენით, ყველაფერი შეიძლება მოხდეს" - სუარესი ნეიმარის მაიამის "ინტერში" სავარაუდო ტრანსფერზე საუბრობს
[VIDEO] 38 წლის ლუის სუარესის შედევრი "პალმეირასთან"
[VIDEO] ისე, როგორც საუკეთესო წლებში - მესიმ და სუარესმა შოუ დადგეს
უკვე მეოთხე - რატომ უკბინა სუარესმა მატჩის მიმდინარეობისას თანაგუნდელს [VIDEO]
ბაიერნი VS ბენფიკა - პეპის ფავორიტობანა
42 წლის იბრაჰიმოვიჩი: სეზონში 30 გოლს ახლაც გავიტანდი
საერთაშორისო ჩემპიონთა თასი: "პარი სენ-ჟერმენმა" "ბენფიკას" მოუგო
ტოპ 5 ლიგა. ფაქტები და ციფრები: ესპანელის გარეშე!
"ეს უსამართლობაა, ახლახანს ეროვნულ ნაკრებში ერთად ვიყავით და ცოტა ხნის წინ დაქორწინდი" - რონალდუ ჟოტას გარდაცვალებას გამოეხმაურა