პაველ ნედვედს მხოლოდ ერთზე წყდება გული
დღეს, "იუვენტუსი" იტალიის უძლიერესი გუნდია, ევროპაში კი ერთ-ერთი საუკეთესოა და ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტთა შორის ასახელებენ. ზუსტად 10 წლის წინ, ტურინული გრანდი სერია B-ში ასპარეზობდა და იტალიის პროვინციულ ქალაქებში უწევდა თამაში. ამ პერიოდში, "ვეკია სენიორამ" უდიდესი პროგრესი განიცადა, რითიც კლუბის მესვეურები საფუძვლიანად ამაყობენ.

"იუვეს" ტექნიკური დირექტორი პაველ ნედვედი, 10 წლის წინ, სწორედ "იუვეში" თამაშობდა და მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ფეხბურთის აღიარებული ვარსკვლავი იყო, სერია B-ში თამაში არ უთაკილია. ნედვედმა ძველი დრო გაიხსენა და საინტერესო კომენტარები გააკეთა.

სერია B

როდესაც წარსულს ვიხსენებ, ვამაყობ, რომ "იუვენტუსში" დარჩენის გადაწყვეტილება მივიღე და გუნდს სერია B-ში ჩავყევი. მაშინ, პატივსცემა დავიმსახურეთ არა მარტო როგორც ფეხბურთელებმა, არამედ როგორც კაცებმა. "იუვეში" თამაშობდნენ მსოფლიოს ჩემპიონები, აღიარებული ვარსკვლავები და ეს თამაშები იმართებოდა პროვინციულ, პატარა ქალაქებში. ჩვენ ამაყები ვიყავით, რომ "იუვეს" მაისურა გვეცვა და დღესაც სიამაყოთ ვივსები, როდესაც იმ პერიოდს ვიხსენებ.

დიდი ნახტომი

10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც "იუვენტუსი" სერია B-ში ასპარეზობდა, დღეს კი ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია. ეს პროგრესი საქმისადმი პროფესიონალურმა მიდგომამ და მუხლჩაუხრელმა შრომამ განაპირობა. ანდრეა ანიელის სახით, კლუბში იდეალური მმართველი მოვიდა, რომელმაც იცოდა კრიზისიდან გამოსვლის გზები. ბედნიერი ვარ, რომ დღემდე კლუბში ვმუშაობ და ვრჩები ამ დიდი ოჯახის შემადგენელ ნაწილად.

აუხდენელი ოცნება

ყოველთვის მინდოდა "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაში და სამწუხაროდ, ამის შესაძლებლობა არ მომეცა. აღფრთოვანებული ვიყავი პოლ სქოულზის, რაიან გიგზის და სხვა ვარსკვლავების ასპარეზობით და მსურდა, რომ თუნდაც მცირე ხნით, მათ გვერდით მეც ვყოფილიყავი.

"იუნაიტედში" ჩემი თანამემამულე, კარელ პობორჟსკი თამაშობდა და მისი მშურდა კიდეც. მოკლედ, "მანჩესტერი" ჩემი აუხდენელი ოცნებაა, თუმცა ბედნიერი ვარ იმით, რომ კარიერის საუკეთესო წლები "იუვენტუსში" გავატარე და ამას არაფერზე გავცვლიდი.

სამომავლო გეგმები

ტურინში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ, რადგან ვრჩები ფეხბურთში და ვემსახურები გუნდს, რომელსაც ჩემი გული ეკუთვნის. მსურს, რომ აქ კიდევ დიდ ხანს დავრჩე და გულშემატკივრებთან ერთად, "იუვენტუსის" დიდი გამარჯვებებით გავიხარო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოსიმენი "განვადებით" - ნიგერიელის სატრანსფერო საგა დასასრულს უახლოვდება
ბონიფისი ან ვლაჰოვიჩი - "მილანი" ფორვარდის დამატებას ცდილობს
დარვინი "ნაპოლის" უახლოვდება - ნუნუესი სავარაუდოდ, "პარტენოპეის" ფორვარდი გახდება
"არსენალი" "ჩელსის" შემტევს 52 მილიონ ევროდ შეიძენს
16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი გაანადგურა და ბრძოლას მე-5 ადგილისთვის აგრძელებს
ქართველების გარეშე, ბრაზილიელების გოლებით - "შახტარმა" "ილვესი" გაანადგურა
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
"არსენალი" და "სპორტინგი" ვერ თანხმდებიან, იოკერეში გაცეცხლებულია - რა ბედი ეწევა შვედს?
"ჩემი აზრით, ის "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - დონარუმას აგენტმა იტალიურ გამოცემასთან ისაუბრა
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
"ჩვენს გუნდში საუკეთესოა" - ენრიკემ შეგირდი შეაქო
გაუპატიურების ბრალდებით - NBA-ის ყოფილი კალათბურთელი 8 წლით დააპატიმრეს
"ამაზე უკეთესი კომპლიმენტი არ არსებობს" - რა თქვა კარაგერმა პსჟ-ზე?
"დომინანტი გუნდი ვართ" - ლუის ენრიკე "ბარსას" ფანების მილოცვებს ვერ აუდის
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რეალთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ GALACTICS! - "კვარას" გუნდმა "რეალი" გაანადგურა და ფინალში გავიდა
14 კაცით მძიმე ბრძოლაში - ახალგაზრდა "ბორჯღალოსნების" დასანანი ფრე იტალიასთან
3:0. პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "რეალს" ამარცხებს
"რეალთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პსჟ-ს ორი საკლუბო რეკორდის დამყარება შეუძლია
ჩაკვეტაძემ "უოტფორდის" პირველ მატჩში ვერ ითამაშა
პაველ ნედვედი მეუღლეს გაეყარა და თავისზე ორჯერ უმცროს გოგონასთან გააბა რომანი
მოურინიო "იუვესთან" წაგების მერე: ბრწყინვალედ ვითამაშეთ! [VIDEO]
ჩეხი "მოცარტი", რომელმაც "ბებერ ქალბატონს" ზინედინ ზიდანი დაავიწყა - პაველ ნედვედის ისტორია
პაველ ნედვედი - რონალდოს ჟესტზე: "ატლეტიკოს" გულშემატკივრებმა შეურაცხყოფა მიაყენეს რონალდოს
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
პაველ ნედვედი: საწუწუნოდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე
"ნა***რო ციგანო, დაცვა სიკვდილისგან ვერ გიხსნის" - სერბს ემუქრებიან
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"იუვენტუსში" დიდი ცვლილებებია - ანიელისთან და ნედვედთან ერთად, კიდევ 7 ადამიანი წავიდა
Gazzetta dello Sport: მამარდაშვილი "იუვენტუსის" პრიორიტეტი აღარაა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
პაველ ნედვედი საუდის არაბეთში დასაქმდება