ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მსოფლიოს ჩემპიონატი: მესამე ბრინჯაო არ შედგა

მსოფლიოს ჩემპიონატი: მესამე ბრინჯაო არ შედგა

საქართველოს ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ნაკრები გუშინწინ მოპოვებული ორი ბრინჯაოს ამარა დარჩა
პარიზში მიმდინარე ბერძნულ-რომაულად მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღეს ჩვენს ნაკრებს კიდევ ერთი ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა, მაგრამ ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი (80) გადამწყვეტ ნახევარფინალში სომეხ მაქსიმ მანუკიანთან დამარცხდა და შემდეგ სულაც მეხუთეზე დარჩა.

სამწუხაროდ, გუშინ ჩვენი დანარჩენი მონაწილეები სანუგეშო წრეში ვერ გადავიდნენ და ნაადრევად დაასრულეს გამოსვლა.

ამდენად, საქართველოს ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ნაკრები გუშინწინ მოპოვებული ორი ბრინჯაოს ამარა დარჩა, რაც რობერტ კობლიაშვილის (85) და რევაზ ნადარეიშვილის (98) მონაგარია. დასანანია, საკმაოდ კარგი სტარტი ასევე რომ ვერ გაგრძელდა, რისი დიდი შანსიც იყო...

მართალია, რუსეთი და აზერბაიჯანიც კი დარჩნენ ოქროს გარეშე, მაგრამ ჩვენთვის კიდევ ერთი მედალი - თუნდაც ბრინჯაოსი, დამაკმაყოფილებელ შედეგად ჩაითვლებოდა, ახლა კი, ვფიქრობთ, ნაკრების სამწვრთნელო შტაბს საფიქრალი უფრო მეტი დარჩა.

გუნდურ ჩათვლაში ჩვენი გუნდი 30 ქულით მეოთხეზე გავიდა.

დათუნაშვილის დასანანი ნახევარფინალი

ძალიან დასანანია დათუნაშვილის გამოსვლის ასეთი ფინალი, თუმცა გასაკვირი სხვა გარემოებაა: წინასწარ შეხვედრებში კარგად მოჭიდავე ჩვენებურმა ბოლო ორი პაექრობა "ტუშეზე" დათმო, რაც ძალიან იშვიათად ხდება. არადა, მას წილისყრამაც გაუმართლა, რადგან ძირითადი კონკურენტები მეორე მხარეს იყვნენ და, თითქოს, ფინალამდე არც ისე წინააღმდეგობრივი გზა რჩებოდა, ეს კი მის კარიერაში ყველაზე დიდი წარმატება იქნებოდა...

თითქოს, თავიდან არც ის პრობლემები ეტყობოდა, რაც მოსამზადებელ პერიოდში გადახდა თავს, მაგრამ ეტყობა, ამან ბოლო ეტაპზე მაინც იჩინა თავი.

თავდაპირველად დათუნაშვილის გამოსვლაზე სასაყვედურო არაფერი გვქონდა, იმდენად დამაჯერებლად ჭიდაობდა. სიახლე მის გამოსვლაში, თითქოს, არ ყოფილა. ის ძირითადად უფრო ძალისმიერ-ტაქტიკური სტილის მოჭიდავეა, მაგრამ ილეთებსაც ხშირად აკეთებს, თუმცა ქულათა დიდ მარაგს იშვიათად აგროვებს. მის ახლანდელ გამოსვლასაც გვარიანად დაჰკრავდა ტაქტიკური ელფერი, რის დასტურადაც უკვე მეორე ეტაპზე, ხორვატთა ევროპის მესამეპრიზიორ ბოჟო სტარჩევიჩთან შეხვედრა გამოდგება, ვინც უკვე მე-12 წამზე მშვენიერ ჩოქელა კისრულზე გადმოიღო. თან შეტევაც გააგრძელა და მორიგ ილეთს ვერ გამორჩა, მაგრამ წრიდან გაიყვანა და 3:0 დაწინაურდა.

დათუნაშვილი არაა ის მოჭიდავე, ვინც ამხელა უპირატესობას ხელიდან გაუშვებდა. ჩვენებურმა შეტევას მოუკლო და უფრო ჩამშლელ ჭიდაობაზე გადავიდა. საბოლოოდ მან 3:2 იმარჯვა, თუმცა ის 2 ქულაც უფრო ტაქტიკური მოსაზრებებით დათმო, რითაც დრო მოიგო.

ხორვატამდე დათუნაშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ძნელი ბრძოლა გადაიტანა ალჟირელ ბახირ სიდ აზარასთან: შეხვედრა ფრედ დასრულდა, 2:2, თუმცა ჩვენებურს უფრო მაღალი ხარისხის ქულები ჰქონდა და შემდეგ ეტაპზე გასვლის უფლებაც ამით მოიპოვა.

მეოთხედფინალში ავსტრიელ მიხაელ ვაგნერთანაც უფრო აქტიურად ირჯებოდა, მაგრამ მეტოქეც ტაქტიკურად ჭიდაობდა და ილეთზე არ შეუშვა. სამაგიეროდ, დათუნაშვილს აქტიურობა დაუფასდა და ავსტრიელი პასიურობისთვის პირველივე პერიოდში ორჯერ დასაჯეს თითო ქულით: 2:0. ავსტრიელმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა ასევე თითოქულიანებით, რაც უკვე მას აძლევდა ხელს. აქ დათუნაშვილი ისევ გააქტიურდა და მეტოქის წრიდან გაყვანით გამარჯვებაც მოიპოვა: 3:2. ამის შემდეგ კიდევ ერთი წუთი რჩებოდა საჭიდაო, მაგრამ ჩვენებურმა წარმატებით შეინარჩუნა ანგარიში.

რაც ამის შემდეგ დათუნაშვილს დაემართა, სპორტული დრამაც შეიძლება ვუწოდოთ - როგორც გითხარით, ზედიზედ ორ შეხვედრაში მოჰყვა "ტუშეზე"! თითქოს წასაგები პაექრობა არც ნახევარფინალში ჰქონდა სომეხ მანუკიანთან (ეს ჩვენი ტურნირის წლევანდელი გამარჯვებულია), ხოლო დამამშვიდებლის ფინალში 2:0-ს უგებდა გერმანელთა ევროპის ჩემპიონ პასკალ ეისელს!

ჩილელიც გვიგებს!

ძალიან მოულოდნელი მარცხი იწვნია მძიმე წონაში ევროპის პრიზიორმა ლევან არაბულმა: იაპონელ არატა სონოდასთან 5:1, ეგვიპტელ აბდელატიფ მოჰამედთან წმინდად, 11:3 მოგების შემდეგ გასაკვირი იყო ჩილელ იასმანი ფერნანდეს აკოსტასთან 2:5 მარცხი! ჩილელი საბოლოოდ მესამეზე გავიდა.

წინა შეხვედრებში არაბულმა კარგად იჭიდავა, ეგვიპტელი ოთხქულიანზეც კი გადააგდო, რაც დიდად გვაიმედებდა, მაგრამ... მომავალი ბრინჯაოს მიუხედავად, ჩილელი ფინალში რომ გასულიყო, ნამდვილი საოცრება იქნებოდა და სასწაული არც მოხდა - ნახევარფინალში ესტონელთა ორგზის მსოფლიოს ჩემპიონ ჰეიკი ნაბისთან 1:2 დამარცხდა და ჩვენებურიც საბოლოოდ გამოეთიშა შეჯიბრებას.

პირველივე შეხვედრაში დამარცხდა ევროპის კიდევ ერთი წლევანდელი მესამეპრიზიორი გოგა გოგიბერაშვილი (66), თუმცა მან 3:3-ზე დამატებითი მაჩვენებლებით დათმო უნგრელ მატე კრიჟნაისთან. მას სანუგეშოში გადასვლის საშუალებაც არ მიეცა, რადგან მადიარი მალევე დამარცხდა.

იგივე ბედი ეწია ლაშა მარიამიძესაც 59 კილოგრამში: ისიც პირველივე პაექრობაში დამარცხდა და ისიც - უნგრელთან, ერიკ ტორბასთან წმინდად, 2:10 წააგო.

ამით "ბერძენ-რომაელთა" ტურნირი დასრულდა. დღეს და ხვალ ჩემპიონატში ქალები იჭიდავებენ, მომდევნო ორი დღე კი თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს დაეთმობათ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• qomagi

am klasikosebs ukve meramdened emartebat, rom zala bolomde ar hkofnit, sul moumzadeblebi rogor unda ikvnen??

• ZZ

ძალიან ცუდი შედეგია და ძალიან უყურადღებოდ ჭიდაობენ ჩვენი მოჭიდავეები,ნადარეიშვილი იგებ და 25 წამია დარჩენილი და ყურადღებით იყავი რა,ასევე არაბული იმ ჩილელთან როგორ უნდა წააგო,როცა თავისუფლად უნდა მოეგო,ესეთი ელემენტარული შეცდომების დაშვება არ შეიძლება, გადი რა ყურადღებით იჭიდავე და დაიხარჯეთ ბოლომდე,აბა რა არის ეხლა ეს.

• mmm

სპორტი საქარტველოსჰი აგარ არსებობს.

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა

ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა

რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა

ოსიმენი განვადებით - ნიგერიელის სატრანსფერო საგა დასასრულს უახლოვდება

"ბაიერნი" პსჟ-ს ბარკოლაში სოლიდურ თანხას შესთავაზებს

"ოქროს ბურთი" მისთვის ჯერ ადრეა" - მაკელელემ იამალზე ისაუბრა

"რეალი" გონსალო გარსიას არ გაუშვებს

ბონიფისი ან ვლაჰოვიჩი - "მილანი" ფორვარდის დამატებას ცდილობს

დარვინი "ნაპოლის" უახლოვდება - ნუნუესი სავარაუდოდ, "პარტენოპეის" ფორვარდი გახდება

დაბრუნება 18 წლის შემდეგ - ანხელ დი მარია კვლავ "როსარიო სენტრალში" ითამაშებს

შჩესნიმ გაახანგრძლივა - პოლონელი "ბარსელონაში" კიდევ 2 წელი დარჩება

ალეგრიმ დაადასტურა - ლუკა მოდრიჩი კარიერას "მილანში" განაგრძობს

"ჩემი ფეხბურთელები სასურველი შედეგისთვის მზად არიან" - "იბერიას" მწვრთნელმა "მალმიოსთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა

სიომინი: კვარაცხელია "ოქროს ბურთის" პრეტენდენტია, პსჟ გვარდიოლას "ბარსელონაზე" უკეთესია, საფონოვი...

20 წ. | ცვლილებებით და როტაციით მასპინძელ იტალიასთან

ევრობასკეტზე გამგზავრების წინ საქართველოს U20 ნაკრებმა ლატვიას სპარინგ-მატჩში უმასპინძლა

"ნოიერიც ასევე უეხეშა იგუაინს" - დონარუმას აგენტი გამოექომაგა

"ნაპოლი" ოსიმენს ემუდარება - ნიგერიელმა გადაწყვეტილება მიიღო

"ლიონს" კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს

პსჟ "რეალის" გარემარბის შეძენას ცდილობს - მისი ღირებულება 90 მილიონია

მესი VS რონალდო უკვე საუდის არაბეთში? - "ალ-აჰლის" არგენტინელი ვარსკვლავის დამატება უნდა

მიზეზი ფულია - თურქი ჟურნალისტი ოსიმენის "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეუთანხმებლობაზე და ნიგერიელის სატრანსფერო საგაზე

გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა

წურწუმია ნახევარფინალში დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

პოლონეთის ტურნირი: ქართველთა პოლონური გამოფენა - 3 ოქრო და 7 ბრინჯაო

ოლიმპიური დილემის წინაშე - "კლასიკოსებში" ყველაფერი თავდაყირა დადგა

სპორტსმენის გაცეცხლება და დაძაბული დარბაზი საქართველოს ჩემპიონატში [VIDEO]

მსოფლიოს ჩემპიონატი: ზურაბ დათუნაშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

მინსკი 2019: იაკობ ქაჯაიამ აზერბაიჯანელს სძლია ნახევარფინალში გავიდა!

"მივიღე გადაწყვეტილება, ჩავერთო პოლიტიკაში, იმიტომ, რომ..." - ზურაბ დათუნაშვილი ნიკა გვარამიას დაფუძნებულ გუნდს უერთდება

გამარჯვებას ნიკა მელიასა და ძმებ წულუკიძეებს ვუძღვნი - ზურაბ დათუნაშვილი

მსოფლიოს ჩემპიონატი: ბრინჯაოსთვის მხოლოდ დათუნაშვილი იბრძოლებს

მინსკი 2019. ქაჯაია ფინალში - ბოლქვაძემ ვერცხლი, ჩხარტიშვილმა კი ბრინჯაო მოიპოვა [VIDEO]

სამჯერ 9:0 და ქართველი გოლიათი ლევან არაბული ევროპირველობის ფინალში გავიდა [VIDEO]

მინსკი 2019. რევაზ ნადარეიშვილი რუს გოლოვინთან დამარცხდა და უმედლოდ დარჩა

დათუნაშვილმა სერბეთს ბრინჯაო მოუპოვა

სერბებმა დათუნაშვილი დააფასეს - საპატიო სპორტსმენობა

"ბერძენ-რომაელთა" ნაკრები: ვარშავა გაირკვა, ბაქო გაურკვევლობაშია

ლერი აბულაძე ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი

პოლონეთის ტურნირი: მორიგი მედლების მოლოდინი

ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს

სპორტის სასახლეში ჭიდაობის ჩემპიონატზე ჩხუბი მოხდა [VIDEO]

საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებები: საფიქრალი და იქნებ დილემაც

რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა

ლერი აბულაძე ევროპის ჩემპიონი გახდა

პატარა ოზურგეთთან თბილისის წაგება? - ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ჩემპიონატის გუნდურის მიმოხილვა

მსოფლიოს ჩემპიონატი: საქართველოს ნაკრებმა ორი ოქრო და ერთი ბრინჯაო მოიპოვა [VIDEO]

"ბრავო, ოსტატო!" - როგორ მიულოცა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ზურაბ დათუნაშვილს ოლიმპიური მედალი [PHOTO]

მსოფლიოს ჩემპიონატი. II დღის ანონსი: დღეს ჩვენი ლიდერები გამოვლენ

ევროპის ჩემპიონატი. კლასიკური: ორი ქართველი მოჭიდავე ნახევარფინალში გავიდა