"იუვენტუსის" 21 წლის ცენტრალური მცველი მერიჰ დემირალი შესაძლოა, სანკტ-პეტერბურგის "ზენიტში" გადავიდეს სათამაშოდ.

დემირალი, რომელიც "იუვემ" 5 ივლისს შეიძინა "სასუოლოდან" 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ, დე ლიხტის მოსვლის გამო დატოვებს გუნდს.

Tuttosport-ის ინფორმაციით, დემირალი იჯარით სხვა გუნდში გადავა და "ზენიტთან" ერთად "მილანი", "რომა", "ფიორენტინა" და "მანჩესტერ იუნაიტედი" სახელდებიან.

საინტერესო ის გახლავთ, რომ თებერვლის დასაწყისში, როცა თურქი ფეხბურთელი "ალანიასპორიდან" "სასუოლოში" გადავიდა, მისი სატრანსფერო ფასი, transfermarkt-ის მონაცემებით, 1,5 მილიონი ევრო იყო. ხოლო "იუვენტუსში" ტრანსფერამდე მისი ფასი 15 მილიონი ევრო გახდა. დემირალს 5 თვეში ისეთი პროგრესი ჰქონდა, რომ მისი სატრანსფერო ღირებულება 10-ჯერ გაიზარდა.

დემირალი სტამბულის "ფენერბახჩეს" აღზრდილია. შემდეგ პორტუგალიურ ქვედალიგურ "ალკანესენსეში" თამაშობდა. იქიდან ლისაბონის "სპორტინგის" მეორე გუნდში იჯარით გადავიდა, ხოლო გასული სეზონის დასაწყისში კი "ალანიასპორს" მიაშურა. "ალანიასპორიდან" დაწყებული გზა მისთვის ძალიან წარმატებული გამოდგა და ახლა შეიძლება ეს გზა რუსეთში გაგრძელდეს.

იქამდე კი, დემირალმა "იუვეს" შემადგენლობაში საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე ითამაშა და "ინტერნს" გადამწყვეტი პენალტიც გაუტანა.

"ნაპოლი" არ ჩერდება - "პარტენოპეიმ" ლუკას ტრანსფერიც შეათანხმა
ნოა ლანგი ნეაპოლში ჩავიდა და დღეს "პარტენოპეის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
ოფიციალურად - მოდრიჩი "მილანის" ფეხბურთელი გახდა
საქართველოს U20 ნაკრები დანიასთან დამარცხდა და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა
"შავი ლომი" | "მონპელიე" და "ძებრე" თბილისში, "ქონახთი" და "მონტობანი" სტუმრად
ჯორდან ჰენდერსონი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ვინისიუსი “რეალს” ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება
ვესლი სნეიდერის შვილმა პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა
ოფიციალურად - მოდრიჩი "მილანის" ფეხბურთელი გახდა
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა
ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა
Ballon d'Or 2025. რეიტინგი განახლდა - კვარაცხელია პრეტენდენტთა შორისაა
ხვიჩას თანაგუნდელს პსჟ-ს დატოვება უნდა
U20. საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს სძლია და მეცხრე ადგილისთვის ფინალში ითამაშებს
ტრამპი "ჩელსის" დიდი ფანია - ჯეიმსმა მას თასის აღმართვის ნებართვა სთხოვა
ნევეში და ლუის ენრიკე შეიძლება დასაჯონ
"ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ" - ბლატერი ფიფას აკრიტიკებს
"წელს დემბელეს, გაისად კი - იამალს" - ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელის განცხადება
"რეალმა" როდრიგოს სატრანსფერო ფასი დაასახელა
როგორ მიიღება კვარაცხელიას საუკეთესო ვერსია - პსჟს წაგების მიზეზები
თავისი მაინც გაიტანა - დიოკერეში უახლოეს საათებში "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
"მაშინ ჩემთვის რომ დაერტყა, ცოცხალი აღარ ვიქნებოდი" - სერ ალექს ფერგიუსონმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
"მისი საქციელი ამაზრზენია" - იამალი სერიოზულ სკანდალში გაეხვია
[VIDEO] "რეალმა" "იუვენტუსს" მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა
"შეუზღუდავი ფინანსები აქვთ, სასიამოვნო იყო მათთან საუბარი" - კამბიასომ "სიტისთან" მოლაპარაკებები გაიხსენა
მოლაპარაკება შედგა - დევიდი კარიერას "იუვენტუსში" განაგრძობს
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"იუვენტუსს" ვლაჰოვიჩთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
ერდოღანი: ამ ქმედებამ ევროპის ჩემპიონატს ჩრდილი მიაყენა
"ნაპოლის" კონკურენტი გამოუჩნდა - სანჩოს გადაბირება სერია A-ს სხვა კლუბმაც მოისურვა
სკანდალი თურქეთი-ავსტრიის მატჩის შემდეგ - Uefa-მ დუბლის ავტორ დემირალის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო