© გოგიტა ბუხაიძე

დიდი 10-ის დებიუტანტი კიკეთის "იუნკერები", საქართველოს ჩემპიონ "ბათუმს" მედგრად ეომა და მართალია გამოცდილი მეტოქის დამარცხება ვერ მოახერხა, მაგრამ მცირედი მარცხისთვის ბონუსს გამორჩა.

2012 წელს დაარსებულმა "იუნკერებმა" კაცთა გუნდი პირველად 2015 წელს შეკრიბა, ოთხ წელიწადში რეგიონალური ლიგიდან უმაღლეს დონემდე სამი საფეხური გაიარა და 2019 წლის 13 სექტემბერი საკუთარ ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაწერა.

2019/2020 წლების დიდი 10-ი კიდევ ერთი სიახლით გაიხსნა - მუხიანის სპორტულმა კომპლექსმა „ხვამლმა“, პირველად უმასპინძლა უმაღლესი ლიგის შეხვედრას! თამაშმა დიდი ინტერესი გამოიწვია და მან სავსე ტრიბუნების წინაშე ჩაიარა.

"ბათუმი" სეზონის სადებიუტო შეხვედრას რამდენიმე ლიდერის გარეშე შეხვდა. ეროვნულ გუნდთან ერთად იაპონიაში მივლინებული მორაგბეების გარდა (ლაშა ხმალაძე, ალექსანდრე თოდუა, გიორგი თხილაიშვილი), ზღვისპირელებმა თბილისში კიდევ რამდენიმე ლიდერი ვერ იახლეს. მიუხედავად ამისა, კლასმა და გამოცდილებამ მეორე ტაიმში მაინც იჩინა თავი და სტუმრებმა ტიტულის დაცვა გამარჯვებით დაიწყეს.

სეზონის წინ პალიკო ჯიმშელაძითა და რიგი მორაგბეებით გაძლიერებულმა "იუნკერებმა", საწყის მღელვარებას გაუძლო და შესვენებამდე უპირატესობის მოპოვებაც მოახერხა. მატჩის დებიუტში მამუკა ნინიძეს და რამაზ ხარაზიშვილს ჯარიმები გაუცუდდათ. ნინიძემ მიზანი შემდეგ ჯერზე გაისწორა, მე-16 და მე-20 წუთებზე ჯარიმები გაიტანა და "ბათუმი" 6:0 დააწინაურა. "იუნკერები" გააქტიურდა, ხარაზიშვილმა 26-ე და 34-ე წუთებზე გატანილი ჯარიმებით წონასწორობა აღადგინა, ზედ შესვენების წინ კი მესამეც გაიტანა და დებიუტანტი 9:6 დააწინაურა.

"ბათუმმა" მეორე ტაიმში სცადა სათამაშო უპირატესობის დაუფლება და პრინციპში ეს გარკვეულწილად მოახერხა კიდეც, თუმცა ლელო მეტოქის შეცდომის შედეგად გაიტანა. "იუნკერები" გადაცემისას შეცდნენ, სტუმრებმა ფეხით ორჯერ ითამაშეს და 60-მეტრიანი კონტრშეტევა ნინიძის ლელოთი დასრულდა. მანვე ზუსტი გარდასახვის შემდეგ ჯარიმაც გაიტანა და 57-ე წუთზე ანგარიში 16:9 გახდა.

"იუნკერებს" ჩამორჩენის შემცირების შანსი მალევე მიეცათ, მაგრამ ჯარიმა არაზუსტი აღმოჩნდა. ხარაზიშვილმა სხვაობა 4 ქულამდე 74-ე წუთზე, ცენტრიდან გატანილი ჯარიმით მაინც მოახერხა, თუმცა დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და "ბათუმმა" 16:12 იმარჯვა.

ხვალ პირველი ტურის კიდევ ორი შეხვედრაა და ორივე თბილისში. დიდ დიღომში, „ლელო არენაზე“ "ლელო-სარასენსი" ქუთაისის "აიას" 15 საათზე დაუხვდება, ხოლო 17 საათზე "აკადემია" მარნეულის "არმაზს" ნუცუბიძეზე უმასპინძლებს.

კვირას, 15 სექტემბერს, გორის „ჭალის სტადიონზე“ "ჯიქი" თბილისის "ლოკომოტივს" 15 საათზე მიიღებს, ხოლო ტური 17 საათზე ნუცუბიძეზე, დიდ 10-ში დაბრუნებული ბოლნისის "ყოჩებისა" და ვიცე-ჩემპიონ რუსთავის "ხარების" შეხვედრით დასრულდება.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

Gigi
პალიკო ჯიმშელაძე არის ძალიან მაღალი დონის მწვრთნელი ჯიქები, არმაზი და ეხლა უკვე კიკეთი წარმატებები კიკეთს . პალიკო ნაკრებში !!!!!
crocobet დიდი 10-ის ფინალი | სამი წლის შემდეგ - "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
დიდი 10 | ბათუმი 33:21 ხარები
დიდი 10 | "აია" საქართველოს ჩემპიონია!
ფედერაციის მივლინებით ევროპის ქალთა სამიტზე სლოვენიაში ოთხმეზური და დანელაშვილი იმყოფებიან
"მან ყველაზე მეტად აღმაფრთოვანა" – "ბარსელონას" მეკარე თანაგუნდელზე
"რეალმა" კარერასის ტრანსფერი შეათანხმა - "ბლანკოსი" "ბენფიკას" 50 მილიონ ევროს გადაუხდის
"არსენალი" "ჩელსის" შემტევს 52 მილიონ ევროდ შეიძენს
"ყველაფერი გავაკეთეთ, რათა გორში გამარჯვებულები დავბრუნებულიყავით" - რა ითქვა ლუქსემბურგში გამარჯვების შემდეგ
სიმიჩი: ამას მხოლოდ კომპიუტერულ თამაშში თუ წარმოვიდგენდი
ქართველების გარეშე, ბრაზილიელების გოლებით - "შახტარმა" "ილვესი" გაანადგურა
ყოჩაღ - "დილამაც" შემოატრიალა თამაში და ლუქსემბურგში გაიმარჯვა!
[VIDEO] 4:3 - "ტორპედომ" "ორდაბასის" მაგარი თამაში შემოუტრიალა!
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
ჰაკიმი: მე არა, ჩემი გაშვება "რეალმა" გადაწყვიტა
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
"არსენალი" და "სპორტინგი" ვერ თანხმდებიან, იოკერეში გაცეცხლებულია - რა ბედი ეწევა შვედს?
"ჩემი აზრით, ის "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - დონარუმას აგენტმა იტალიურ გამოცემასთან ისაუბრა
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
"ჩვენს გუნდში საუკეთესოა" - ენრიკემ შეგირდი შეაქო
"მისი მსგავსი არაფერი მინახავს" - კროოსის განცხადება, რომელმაც "რეალის" ფანები გაანაწყენა
გაუპატიურების ბრალდებით - NBA-ის ყოფილი კალათბურთელი 8 წლით დააპატიმრეს
"ამაზე უკეთესი კომპლიმენტი არ არსებობს" - რა თქვა კარაგერმა პსჟ-ზე?
თსუ-მა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხა და საქართველოს სუპერთასს დაეუფლა
"შავი ლომი" | ორი ცვლილება "ბათუმთან"
დიდი 10: "ჯიქმა" "იუნკერებს" სძლია
დიდი 10: ჩემპიონმა დებიუტანტი 20:8 დაამარცხა
დიდი 10: "ლელო-სარასენსმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა
სუპერთასი | თელ-ავივი ქართულ გუნდებს არ სწყალობს
ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი "ბათუმმა" მოიგო
დიდი 10: დაუმარცხებელი არავინ დარჩა
დიდი 10: "არმაზმა" "იუნკერები" ბოლო წუთზე დაამარცხა
სუპერლიგის სადებიუტო მატჩში "ვსა-BASKETBALL"-მა "ბათუმი" 80:72 დაამარცხა
დიდი 10: "აიამ" 2 თვისა და 9 დღის შემდეგ პირველად გაიმარჯვა
სუპერთასი | "შავი ლომი" აღმოსავლეთში, "ლუზიტანუში" დასავლეთში