საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC), რუსეთის მხრიდან უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების გათვალისწინებით, საერთაშორისო ფედერაციებს ურჩევს, შეჯიბრებებზე არ დაუშვან რუსი და ბელარუსი სპორტსმენები.

"გლობალური სპორტული შეჯიბრებების სამართლიანობის დასაცავად და ყველა მონაწილის უსაფრთხოებისთვის, IOC საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებს და სპორტულ ღონისძიებათა ორგანიზატორებს ურჩევს, საერთაშორისო ასპარეზობებზე არ მიიწვიონ და მონაწილეობის უფლება არ მისცენ რუს და ბელარუს სპორტსმენებს და ოფიციალურ პირებს.

იმ შემთხვევებში, როდესაც ორგანიზების მოკლე ვადების ან იურიდიული მიზეზების გამო ეს შეუძლებელია, IOC-ის აღმასრულებელი საბჭო დაჟინებით მოუწოდებს საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებს და სპორტულ ღონისძიებათა ორგანიზატორებს, ყველაფერი გააკეთონ, რათა რუსეთიდან ან ბელარუსიდან არცერთი სპორტსმენი ან სპორტის მოხელე არ იყოს დაშვებული, როგორც რუსეთის ან ბელარუსის წარმომადგენლის სახელით. რუსეთის თუ ბელარუსის მოქალაქეები, გნებავთ, ცალკეული პირები ან გუნდი, უნდა აღვიქვათ მხოლოდ ნეიტრალურ სპორტსმენად ან ნეიტრალურ გუნდად. დაუშვებელია ეროვნული სიმბოლოების, ფერების, დროშების და ჰიმნის გამოყენება", - ნათქვამია IOC-ის პრესრელიზში.

24 თებერვალს, გამთენიისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები წამოიწყო. მანამდე, 21 თებერვალს, რუსეთის ფედერაციამ ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა.

მსოფლიო სპორტიდან რუსეთის იზოლირების მოთხოვნით არაერთი სპორტული ფედერაცია გამოდის. რიგმა საერთაშორისო ფედერაციებმა რუსულ სპორტს სანქციები დაუწესეს.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

"სხვა ვერცერთი ტურნირი ვერ შეედრება“ - ინფანტინო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე
იმედი L-ის მომხმარებელს AI ასისტენტი მოემსახურება
წარმოუდგენელი პატივი - ანტონიო ბანდერასმა ილია თოფურიას პირდაპირ ეთერში უმღერა [VIDEO]
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
რეტეგის მიქაუტაძე შეცვლის? - "ატალანტა" ქართველ ფორვარდზე ოცნებობს
აღფრთოვანება შეცდომის მიუხედავად - ქოჩორაშვილმა "სპორტინგში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 3 ლიდერი გამოაკლდა
ერთი მოედანზე, მეორე ჯერ ტრიბუნაზე - ფრანგულ გუნდში ორი ქართველი ითამაშებს?
"ეს საქმეს მიმარტივებს" - თოფურიამ ახსნა, როგორ ახერხებს მეტოქეების დანოკაუტებას
"ლივერპული ამით ყველა გრანდს ჯობნის" - რა განაცხადა ფერდინანდმა?
პსჟ-ს კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
იაპონელებმა 2020 წლის საოლიმპიადო ხარჯები მილიარდი დოლარით შეამცირეს
საქართველო გმირების ქვეყანაა! - ოლიმპიური კომიტეტი 2030 წლის ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლობისთვის საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს
პუტინს ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი წვლილისთვის მინიჭებული ოქროს ორდენი ჩამოართვეს
მიეცით მშვიდობას შანსი! ჩვენი იმედი დაიმსხვრა... - ოლიმპიური კომიტეტის მიმართვა
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შემოსავალი 7,6 მილიარდამდე გაიზარდა
IOC: შეჯიბრებებზე უნდა დაიშვას ყველა სპორტსმენი, განურჩევლად მათი გენდერული იდენტობისა