რას ყვება ტაილანდურ "პხუკეტში" მოთამაშე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ციმაკურიძე
ფოტოზე: ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ციმაკურიძე ტაილანდურ "ბანგკოკ კლასში"

1981 წლის ფორმაციის თბილისის "დინამოს" ერთ-ერთმა გულშემატკივარმა საინტერესო გვერდი დაამზადა და მშვენიერ ფოტოებს აქვეყნებს. ერთ-ერთი ბოლო ასეთი ფოტო 1970 წელსაა გადაღებული და მასზე საბჭოთა კავშირის ნაკრებია აღბეჭდილი.

ამ წელს მექსიკაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გავრილ კაჩალინმა 6 ქართველი წაიყვანა: 1. ანზორ კავაზაშვილი, 2. კახი ასათიანი, 3. რევაზ ძოძუაშვილი, 4. მურთაზ ხურცილავა, 5. სლავა მეტრეველი და 6. გივი ნოდია (ფოტოზე სწორედ ასე არიან დანომრილები).

ცნობილი რუსი სპეციალისტი ქართველი ფეხბურთელებისადმი კეთილგანწყობილი გახლდათ და საბჭოურ დელეგაციაში ამდენი ქართველის ყოფნა მოულოდნელი არ ყოფილა.

საერთოდაც, მაშინ ჩვენი ფეხბურთელები დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ...

ახლა გაცილებით მძიმე მდგომარეობაა. პოსტსაბჭოური სივრცის ქვეყნების სიმბოლური ნაკრები რომ შევადგინოთ, ძნელი სათქმელია, რომელი ქართველი მოხვდება ამ ნაკრებში, ან მოხვდება კი? ჩვენს ფეხბურთელებზე მოთხოვნა საგრძნობლად შემცირდა და ქართველს უკვე ბევრ არასაფეხბურთო ქვეყანაში აღმოაჩენ, ოღონდ კი აქაურობას თავი დააღწიონ...

ასე, მაგალითად, გიორგი ციმაკურიძე კარიერას ტაილანდში აგრძელებს. გიორგი 30 წლის გახლავთ და წლების წინ გოჩა ტყებუჩავას ფორმაციის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანიც იყო. ის წლეულს ტაილანდურ "პხუკეტში" გადავიდა.

მისი კარიერა დამაიმედებლად იწყებოდა. ალჩევსკის "სტალის" საფეხბურთო სკოლიდან ძირითად გუნდში დააწინაურეს. მერე დონეცკის "შახტარის" სელექციონერებმა შენიშნეს, კონტრაქტი გაუფორმეს და 19 წლის ასაკში ამ გუნდის ფორმა 16-ჯერ მოირგო. შემდეგ უკრაინაში სამი კლუბი გამოიცვალა - ჯერ კარგად ნაცნობ "სტალში" ითამაშა, შემდეგ მარიუპოლის "ილიჩევეცში", ბოლოს კი - ლუგანსკის "ზარიაში".

ამის მერე ციმაკურიძემ კარიერა გააგრძელა სლოვაკურ "ჟილინაში", რომელიც ერთ წელიწადში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა. თუმცა ციმაკურიძეს ლიგაში თამაში არ დასცალდა და ყველაფერი სწორედ მაშინ აერია - ტაილანდურ "ტოტში" იჯარით გაუშვეს.

2011-12 წლებში ის საქართველოში დაბრუნდა, მაგრამ ტრავმების გამო თბილისის "დინამოში" ფეხი ვერ მოიკიდა, ცხინვალის "სპარტაკში" კი მხოლოდ ნახევარი წლით გაჩერდა.

შარშან გაზაფხულზე ციმაკურიძე კვლავ ტაილანდში დაბრუნდა და მას მერე სამი იქაური გუნდის ფორმა მოირგო - 2012 წლის გაზაფხულზე ჯერ ტტმ-ში ჩაირიცხა, შემოდგომაზე - "ბანგკოკ კლასში", ხოლო წლეულს - "პხუკეტში".

ტაილანდის ჩემპიონატზე სტატისტიკური მონაცემების მოპოვება შეუძლებელია, მაგრამ ის კი ვიცით, რომ ქართველი მცველი შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე გადაიყვანეს და შედეგიანადაც ათამაშდა.

დასანანია, რომ ასეთი ნიჭიერი მოთამაშე არასაფეხბურთო ქვეყანაში თამაშობს. არადა, დონეცკის "შახტარმა" რომ შეიძინა, უკრაინის მოქალაქეობა და ამ ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში შესთავაზეს. მის ნიჭიერებაზე ბევრს წერდნენ, მაგრამ...

რატომ წავიდა მაინცდამაინც ტაილანდში? ცხადია, მთავარი იყო ფინანსური პირობები, რაზეც ციმაკურიძე "ლელოს" საინტერესო ამბებს უყვება:

"ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ტაილანდში ვითამაშებდი, მაგრამ კარიერის მიწურულს ცუდი ვარიანტი ნამდვილად არ არის. ცხადია, გადამწყვეტი ფაქტორი ფინანსურად მისაღები კონტრაქტი იყო.

საქართველოს ჩემპიონატის შემდეგ ტაილანდში ისეთი პირობები შემომთავაზეს, უარის თქმა სისულელე იქნებოდა. ჩვენი სირცხვილია, რომ ამ არასაფეხბურთო ქვეყანაში ბევრად მეტი ფული იდება, მაგრამ ეს ფაქტია. სხვათა შორის, დონეც საკმაოდ მაღალია - ფულს იხდიან და კარგი მოთამაშეებიც ჩამოჰყავთ.

როგორც მითხრეს, ზაფხულში აქ საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელიც ყოფილა გასინჯვაზე. მინდოდა, მენახა, ვინ იყო, მაგრამ მაშინ აზიის ჩემპიონთა ლიგაზე პირველი შეხვედრა გვქონდა და ვერ წავედი. ამხანაგურ მატჩშიც ათამაშეს. რადგან თავი ვერ გამოიჩინა და ფიზიკურადაც გაუჭირდა, გაუშვეს. ტაილანდელმა მენეჯერმა მითხრა, ეტყობა, დაბალი დონის ჩემპიონატი გაქვთო.

გული დამწყდა, ჩვენი ფეხბურთის ძველი წარმატებების ამბავიც გავიხსენე და გაუკვირდა - აბა, ახლა რა გჭირთო? რა გვჭირს და უფულობა, რომლის გარეშეც დღეს ძლიერ ლიგას ვერ ჩამოაყალიბებ".

გიორგის ვთხოვეთ, დაეკონკრეტებინა, დაახლოებით რამდენი აქვთ ხელფასი ტაილანდის ჩემპიონატში მონაწილე ფეხბურთელებს:

"სავარჯიშო და ფინანსური პირობებით საქართველოს ბევრად უსწრებენ, იდეალური სავარჯიშო ბაზები, მინდვრები და სტადიონებია.

გაგიკვირდებათ და, აქ რომ ხელფასებია, ისეთს ბევრ ევროპულ ლიგაში ინატრებდნენ - მინიმალური ხელფასი 3 ათასი დოლარიდან იწყება. თუ ფეხბურთელს კარგ გუნდში აქვს ნათამაშები, 10 ათასს და მეტს უხდიან, მაქსიმალური ზღვარი კი 50 ათასამდეა.

თამაშებზე ტრიბუნებიც სავსეა და კარგი საფეხბურთო ატმოსფეროა. ამას აქ ჩამოსვლამდე მეუბნებოდნენ, მაგრამ ვერ ვიჯერებდი".

სამწუხაროდ, რაც ციმაკურიძემ გვითხრა, ეს მწარე რეალობაა. საქართველოს უმაღლესი ლიგა არა მხოლოდ ევროპაში, მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გაჭირვებული ლიგაა.

უამრავი მაგალითის ჩამოთვლა შეიძლება: ის, რომ ფინანსურად ყაზახეთმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა, უზბეკეთმა და პოსტსაბჭოეთის ლამის ყველა ჩამორჩენილმა ქვეყანამ გაგვისწრო, არახალია. მაგალითად, ყაზახეთში საშუალო ხელფასი 3-დან 8 ათასი დოლარის ფარგლებში მერყეობს, აზერბაიჯანში - 4-6 ათასია, სომხეთში - 1,5-2 ათასი დოლარი.

მაგრამ ბევრისთვის დაუჯერებელი იქნება, რომ არასაფეხბურთო ვიეტნამშიც კი მოთამაშეთა თვიური გასამრჯელო საკმაოდ მაღალია და 4-დან 10 ათას ევრომდე მერყეობს. ანალოგიური მდგომარეობაა ინდოეთში, კიდევ უკეთესი პირობებია მალაიზიასა და ინდონეზიაში...

სხვათა შორის, მუამარ კადაფის დროს ლიბიაში ლეგიონერებს წლიურად, მინიმუმ, 300 ათას დოლარს უხდიდნენ.

ჩვენს უმაღლეს ლიგაში მოთამაშის მაქსიმალური ხელფასი 20 ათასი დოლარია, მაგრამ ეს გამონაკლისია. საკმაოდ ბევრი მოთამაშე იღებს 300-400-500 ლარს, საშუალო ხელფასი კი, საუკეთესო შემთხვევაში, 1 000-1 500 ლარი თუ იქნება.

ასეთი ფინანსური გაჭირვების დროს კი, კლუბების განვითარებისა და მოთამაშეთა გაზრდის შანსი საკმაოდ დაბალია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giorgi
კარგი რა 400 და 500 ლარი რომელ ფეხბურთელს აქ საქართველოში მოთამაშეს ვინც უმაღლეს ლიგაში თამაშობს და რამდენიც აქვთ იმდენისსაც ვერ თამაშობენ გაიხედეთ სხვა სპორტებისკენ და მერე დაწერეთ ესეთი სტატიები 400 და 500 ლარი მართლა სანატრელი აქ ბევრ სხვა სპორტის სახეობის სპორტსმენს
7777
მადლობა ავტორს, ჩვენ გვერდზე დავდეთ ფეისბუქსზე ერთ-ერთმა ჩვენმა ადმინმა, Dinamo Tbilisi cup winner cup 1981 ამ გვერდს ესტუმრეთ, ვისაც დააინტერესებს, მადლობა
zaza
რას აკეტებს სპორტის მინისტრი ყიპიანი სახელმწიპო დაეხმარონ პეხბურტს რაგაც ქნან სირცხვილიაააა,როდემდე უნდა ვიყოტ ესეტი მაჩანჩალებიიიი
ramo
არა ძმაო ეგრე არაფერი გამოვა. რას ქვია ფული უნდა ჩაიდოს. თქვენ რომ გქონდეთ ჩადებთ ფულს ქართულ ფეხბურთში სადაც მხოლოდ ამ ფულის მითვისებაზე ფიქრობენ და არა შედეგზე. ითამაშონ ფეხბურთი, მოინდომონ, ირბინონ 90 წუთი, სწრაფად ითამაშონ, პასებით, პასებზე გაიხსნან, და საერთოდ მოინდომონ. მერე ხალხიც მივა, ხალხი როცა მივა ფულიც იქნება, რეკლამაც, სატელევიზიო გადაცემაც და ა.შ. ამათმა ჯერ ფული მოგვეცით და მერე ვითამაშებთო.
guja_kakhadze
ვიდრე ფეხბურთი მომგებიან ბიზნესად არ გადაიქცევა არაფერი გვეშველება. ქართველი ფეხბურთელების ფიზიკური კონდციების მომატება ფინანსურად რომ დაეტყობა კლუბს ეს ყველამ იცის. მოკლე ხანში ამის მიღწევა რომ არის შესაძლებელი ესეც ბევრმა იცის. დაველოდოთ როდის გამოჩნდება ქართული საფეხბურთო კლუბის მეპატრონეს, რომელის ამას მოისურვებს!!!!
თბილისის "დინამოს" კაპიტანი თურქეთის სუპერლიგის გუნდში გადავიდა
[VIDEO] Bienvenue. კიდევ ერთი ქართველი ლიგა 1-ში - წიტაიშვილი "მეცის" ფეხბურთელია
აბუაშვილი "სენტ-ეტიენში" არ გადავა - ის სხვა ფრანგულ გუნდში ჩაირიცხება
ფედერაციის მივლინებით ევროპის ქალთა სამიტზე სლოვენიაში ოთხმეზური და დანელაშვილი იმყოფებიან
"მან ყველაზე მეტად აღმაფრთოვანა" – "ბარსელონას" მეკარე თანაგუნდელზე
"რეალმა" კარერასის ტრანსფერი შეათანხმა - "ბლანკოსი" "ბენფიკას" 50 მილიონ ევროს გადაუხდის
"არსენალი" "ჩელსის" შემტევს 52 მილიონ ევროდ შეიძენს
"ყველაფერი გავაკეთეთ, რათა გორში გამარჯვებულები დავბრუნებულიყავით" - რა ითქვა ლუქსემბურგში გამარჯვების შემდეგ
სიმიჩი: ამას მხოლოდ კომპიუტერულ თამაშში თუ წარმოვიდგენდი
ქართველების გარეშე, ბრაზილიელების გოლებით - "შახტარმა" "ილვესი" გაანადგურა
ყოჩაღ - "დილამაც" შემოატრიალა თამაში და ლუქსემბურგში გაიმარჯვა!
[VIDEO] 4:3 - "ტორპედომ" "ორდაბასის" მაგარი თამაში შემოუტრიალა!
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
ჰაკიმი: მე არა, ჩემი გაშვება "რეალმა" გადაწყვიტა
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
"არსენალი" და "სპორტინგი" ვერ თანხმდებიან, იოკერეში გაცეცხლებულია - რა ბედი ეწევა შვედს?
"ჩემი აზრით, ის "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - დონარუმას აგენტმა იტალიურ გამოცემასთან ისაუბრა
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
"ჩვენს გუნდში საუკეთესოა" - ენრიკემ შეგირდი შეაქო
"მისი მსგავსი არაფერი მინახავს" - კროოსის განცხადება, რომელმაც "რეალის" ფანები გაანაწყენა
გაუპატიურების ბრალდებით - NBA-ის ყოფილი კალათბურთელი 8 წლით დააპატიმრეს
"ამაზე უკეთესი კომპლიმენტი არ არსებობს" - რა თქვა კარაგერმა პსჟ-ზე?
ქართველი მცველი ტაილანდის ჩემპიონატის ბომბარდირებშია
დიდების დასაბრუნებლად! - შოთა "ფახთაქორს" აჩისა და გოჩა ტყებუჩავასთან ერთად გაწვრთნის [VIDEO]
გია გილიგაშვილი და გოჩა ტყებუჩავა სფფ-ის არჩევნებში მონაწილეობას მაინც მიიღებენ
მერანი-კოლხეთი 1:1 - ისევ ბეწვის ხიდზე...
სპორტულმა ტრიბუნალმა სფფ-ის აღმასკომის დელეგატთა შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა
ესპანური "ალავესი" კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის დამატებას აპირებს
მარტვილის "მერანი": ციმაკურიძე ტაილანდში, კუპატაძე უგუნდოდ
არველაძეების "ფახთაკორი" უზბეკეთის ჩემპიონი გახდა და ჩვენებურებმა ქართული სიმღერა შემოსძახეს [VIDEO]
არჩილ არველაძე: საქმე მხოლოდ ფეხბურთს არ ეხება...