ოსკარი ერთ დღეს "ოქროს ბურთს" მოიგებს
"ჩელსის" საკლუბო ჟურნალმა ბოლო ნომერში რამირესთან ინტერვიუ შემოგვთავაზა, სადაც ბრაზილიელი აღწერს, თუ რამდენად განსხვავებულია ის მოედანზე და ცხოვრებაში.

26 წლის ნახევარმცველი "სტემფორდ ბრიჯზე" 2010 წელს "ბენფიკადან" 19.36 მილიონ ფუნტად გადავიდა. მას შემდეგ პრემიერლიგაში 105 თამაში ჩაატარა, გაიტანა 12 გოლი და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა. გაითვალისწინეთ, რომ ის საყრდენი ნახევარმცველია. უნივერსალიზმი რამირესს გუნდის ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელად აქცევს. აი, რას ამბობს ფეხბურთელი თავის თავზე:

- მოთამაშეები ხშირად ამბობენ, რომ სტადიონზე იმისგან რადიკალურად განსხვავებულები არიან, ვიდრე ცხოვრებაში. მეც ყოველთვის ასეთი ვიყავი და ამას თავისი მიზეზები აქვს. მჯერა, რომ მოედანზე გაგაქვს ის ყველაფერი, რაც ცხოვრებაში ნახე და განიცადე. სწორედ ამიტომ ვარ ისეთი, როგორსაც მხედავთ. ეს დაკავშირებულია მძიმე შრომასთან, ბრძოლასთან.

საკუთარი თავისგან მაქსიმუმს ვითხოვ და ველოდები, რომ საქმეს კარგად გავუძღვები. როცა არაზუსტ პასს ვაკეთებ ან სხვა რამეს ვაშავებ, ჩემს თავს ვადანაშაულებ. მერე მომენტალურად ვიწყებ იმაზე ფიქრს, როგორ უნდა გამოვასწორო საქმე. ამის გამოა, რომ ხალხი მინდორზე ასეთს მხედავს. სწორედ ეს არის მუდმივი საბრძოლო განწყობის ბრალი.

მინდა, რომ რაც შეიძლება მეტად დავეხმარო ვილიანს ადაპტაციაში. ის კარგი ადამიანია, დიდი, კეთილი გულით. არ მგონია, რომ გუნდთან შეგუება გაუჭირდეს, თუმცა, რასაკვირველია, მას ამისთვის დრო დასჭირდება. დარწმუნებული ვარ, რომ ამას მოახერხებს და "ჩელსის" დიდ სარგებელს მოუტანს.

ოსკარის პროგრესის ტემპი ნამდვილად მაოცებს. მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ წარმატებული ფეხბურთელი იყოს, მათ შორის, დროც და ნიჭიც. მას "ათიანის" როლი აკისრია. ამას კი, როგორც წესი, უფრო გამოცდილ მოთამაშეებს ავალებენ ხოლმე და არა მასავით ახალგაზრდებს. ვიცი, რომ ერთ დღეს ის აუცილებლად მოიგებს "ოქროს ბურთს". ამისთვის უამრავი წინაპირობა არსებობს.

ხანდახან ვერ ვახერხებ 90 წუთი თანაბარ ტემპში თამაშს, თუმცა ცდას ამისთვის არასოდეს ვაკლებ. გამიმართლა, რომ გამძლეობა არ მაკლია და ზოგადადაც, ამ ეტაპზე კარგ ფიზიკურ ფორმაში ვარ. ცენტრალური ნახევარმცველისთვის ეს თვისება აუცილებელია, რადგან ის შეტევაშიც და დაცვაშიც ერთნაირად ეფექტური უნდა იყოს. ეს კი არც ისე მარტივია, როგორც შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს.

აუცილებელია გახსოვდეს, რა ამოცანა გაქვს შესასრულებელი და ამის მიხედვით დააბალანსო შენი თამაში. ყოველთვის ვცდილობ, გავაკეთო მაქსიმუმი იმისა, რაც შემიძლია. მესმის, რომ ნებისმიერი წვრილმანი, რასაც თავს ვერ გავართმევ, გუნდს აზარალებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჟოზე მოურინიო: მსაჯობით "ვესტ ბრომვიჩი" კი არა, ჩვენ უნდა ვიყოთ უკმაყოფილო [VIDEO]

უოლკერი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა და ახალ გუნდში ჩაირიცხა
"ლივერპულმა" ალისონისა და მამარდაშვილისთვის დუბლიორი დაიმატა
ადამ ლალანამ 37 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ევრობასკეტზე გამგზავრების წინ საქართველოს U20 ნაკრებმა ლატვიას სპარინგ-მატჩში უმასპინძლა
მესი VS რონალდო უკვე საუდის არაბეთში? - "ალ-აჰლის" არგენტინელი ვარსკვლავის დამატება უნდა
თბილისის ბულვარი“ საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური პარტნიორი - ინვესტიცია ქართული რაგბის მომავალში
"კაპიტანი ამერიკა ჩამოვიდა" - "სპორტინგმა" ქოჩორაშვილი წარადგინა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
"კვარას" მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი, ჩინებული პსჟ და "რეალთან" დიდი მატჩის მოლოდინი
"მიჩვეულია ტიტულები არ მოიგოს" - პსჟ-სთან ნამატჩევს მიულერი კეინს გაეხუმრა
ქოქრილი: გაღიზიანება მესმის, გუნდი შენების პროცესშია და მინდა ეს გაიგოთ
Opta-ს რეიტინგით მუნდიალზე ფავორიტი შეიცვალა
მუსიალას დაახლოებით 5 თვის გამოტოვება მოუწევს
მიქაუტაძის სანაცვლოდ "რომაზე" 2 მილიონით მეტი შესთავაზეს - ქართველის ხელში ჩასაგდებად დიდი ბრძოლა მიმდინარეობს
ტერ შტეგენს სერია A-ს ვარიანტი გამოუჩნდა
ჩაომ "კომოს" ბოლო მომენტში უარი უთხრა და პრემიერ ლიგის ვარიანტი აქვს
ოსიმენმა გადაწყვეტილება მიიღო - ნიგერიელის ახალი გუნდი საბოლოოდ გაირკვა?
უოლკერი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა და ახალ გუნდში ჩაირიცხა
"საქართველოს ნაკრები რუსეთს ახლა ამიტომ მოუგებდა" - შელიამ ჩვენს ეროვნულ გუნდზე ისაუბრა
"ინტერიდან" მიდის - ჰაქანი სამშობლოში ბრუნდება
მიქაუტაძე თუ კრსტოვიჩი? - რომში ორი ვარიანტი აქვთ
[VIDEO] ეს რა იყო - მესის შედევრი MLS-ში
შოკი და აღშფოთება პორტუგალიაში - რონალდო ჟოტას დაკრძალვას არ დაესწრო
"იუვენტუსმა" ვილიანი შეიძლება უფასოდ ჩაიგდოს ხელში
კრიშტიანო რონალდოს "სუპერმენმა" ვაჟმა მამის ინტერვიუ შეაჩერა [VIDEO]
ვილიანი კვლავ ლონდონში - ვეტერანი ბრაზილიელი, სავარაუდოდ, "ფულემში" დარჩება
"ციანსუ სუნინი" - კლუბი, რომელმაც 78 მილიონი ევრო დახარჯა
პსჟ-ს სპორტული დირექტორი ტოვებს? - კამპოსმა ზღაპრული შეთავაზება მიიღო
გაყიდვასაც შნო უნდა - პრემიერლიგის კლუბების სარეკორდო გასხვისებები
რობერტ ლევანდოვსკი: მეტი უნდა გამეტანა
იანვრის TOP ტრანსფერები: პატო, ადებაიორი, ედერი, ელ შაარავი და სხვები
ვილიანი "ჩელსიდან" "არსენალში" მომავალ კვირაში გადავა
ტრანსფერ ONLINE: პატო უკვე ლონდონშია
პრემიერლიგა: ერთი მოგებაც და "ჩელსი" ჩემპიონია [VIDEO]
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
"ჩელსიმ" ამ ზაფხულს 269 მილიონი დახარჯა - ტუხელმა გუნდი სრულად დააკომპლექტა
საბა კვირკველია: 2014 წელი ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი იქნება
ზამთრის ტოპ-ტრანსფერები: ჩინური თვე ფრანგული არომატით
ზინედინ ზიდანის ყველაზე ტკბილი ლუკმა
რონალდო ევროპულ კლუბებთან მოლაპარაკებებს მართავს - რა გეგმები აქვს პორტუგალიელს?
ᓛᓐᓓᓠᓘᓓᓘᓡ "ᓠᓔᓐᓚᓡ" ᓠᓐᓛᓘᓠᓔᓡᓘᓡ ᓒᓐᓓᓐᓑᓘᓠᓔᓑᓐ ᓣᓜᓓᓐ
"ბარსელონა" ვილიანის უფასოდ ხელში ჩაგდებას ცდილობს
ვიქტორ სანიკიძე: როცა შეთავაზებებს მივიღებ, შემდეგ გადავწყვეტ, სად მიჯობს თამაში
პეტრ ჩეხი "ჩელსის" მეორედ ტოვებს
ვილიანზე ევროპის ტოპ კლუბები ნადირობდნენ და ბოლოს "არსენალში" გადადის
ახლა 20-25 %-ით უკეთესები ვართ - ინტერვიუ მილტონ ჰეიგთან და ფილ ჰილისთან [VIDEO]
8 წლის შემდეგ - ოსკარმა ჩინეთი დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა
ლუიშ ფელიპე სკოლარიმ ლეგიონი დარაზმა
ხალხი არ ხართ?! ვინმემ ჩინეთიდან წამოიყვანეთ - ოსკარს აზიაში აღარ უნდა
ბრაზილიის ნაკრები: ახალი თვითმფრინავი "სელესაოს" ფერებში
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
"ნიუკასლს" არაბული მილიონები დაეტყო და ტოპ-ფეხბურთელები მოუნდა
"ჩელსის" ყოფილი ნახევარმცველი ოსკარი: ჩინეთის ნაკრების დახმარება შემიძლია