სეგუნდა დივიზიონის კლუბში 21 წლის ქართველ ნახევარმცველზე დიდ იმედებს ამყარებენ
ტარაგონას "ხიმნასტიკში" გიორგი აბურჯანიას ჩარიცხვის ამბავი დადებითად გადაწყდა. შეგახსენებთ, რომ სეგუნდა დივიზიონის კლუბში 21 წლის ნახევარმცველმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა. ესპანელებმა მის ყოფილ კლუბ ფამაგუსტას "ანორთოსისთან" შეთანხმების ბოლო დეტალებიც გაარკვიეს.

გიორგი ამბობდა, რომ ბოლო მოლაპარაკება მხოლოდ ერთ საკითხზე მიმდინარეობდა - "ხიმნასტიკი" ფამაგუსტურ კლუბს 100 ათას ევროს გადაუხდიდა თუ 150 ათასს. ცნობილმა სამენეჯერო სააგენტო "ტრანსფერმარკტმა" აბურჯანიას ტრანსფერის ღირებულებად 150 ათასი ევრო გამოაცხადა.

"ქართველი გიორგი აბურჯანია ზამთრის სატრანსფერო პერიოდში "ხიმნასტიკის" პირველი შენაძენია. ახლა მხოლოდ მცირე ფორმალობაა დარჩენილი და ქართველი ახალ გუნდში ითამაშებს. ის ძალიან ჰგავს გუნდის ამჟამინდელ ლიდერ დავიდ როხას. აბურჯანიაზე "ნასტიკში" ("ხიმნასტიკის" მოკლე სახელია) დიდ იმედებს ამყარებენ", - წერს პატარა კატალონიურ ქალაქში გამომავალი გამოცემა "დიარიო დე ტარაგონა".

ჩვენი ინფორმაციით, გიორგი უკვე კლუბთან ვარჯიშობს, ესპანელები კი მის განაცხადში შეყვანას აპირებენ. ტრანსფერის განხორციელებისთვის დარჩენილ ფორმალობას რაც შეეხება - ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში "ანორთოსისიდან" ქართველი ლეგიონერის სატრანსფერო ფურცელს ელიან და საბოლოო წერტილიც ამის მერე დაისმება.

აბურჯანიას ტარაგონაში ძალიან თბილად დახვდა თბილისის "დინამოს" ყოფილი კაპიტანი ჩისკო მუნიოსი. მან ქართველი თანაგუნდელებს გააცნო. სხვათა შორის, ჩისკო აბურჯანიას ტრანსფერში რეკომენდაციითაც შეეწია.

აბურჯანია ვასილ მაისურაძის იმ 17-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო, რომელმაც სლოვენიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. გიორგის გარდა, ამ გუნდიდან ევროპაში 4 მოთამაშე წავიდა - "დუისბურგში" იყო მცველი ლაშა დვალი, მაგრამ მისი შემდგომი ნავსაყუდელი უცნობია...

ბუნდესლიგურ "ვერდერშია" შემტევი ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი, რომელიც მთავარ შემადგენლობაში გადაიყვანეს და ზამთრის შეკრებაზე გადაწყდება, დატოვებენ თუ არა ბრემენული კლუბის ძირითად გუნდში...

საყრდენმა ნახევარმცველმა გიორგი გოროზიამ ნორვეგიული ელიტესერიის (უმაღლესი ლიგა) "სტაბეკის" სასტარტო შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი...

უკრაინის პრემიერლიგის "სევასტოპოლში" იყო თავდამსხმელი დავით დარციმელია, რომელიც 2014 წელს "სევასტოპოლიდან" უნგრულ "ნირედიაზა სპარტაკუსში" გადავიდა. მიმდინარე სეზონში ის არც ერთ კლუბში აღარ ირიცხება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

realoba
ე ბიჭო არაა ეს "ტრანსფერმარკტი" სამენეჯერო კომპანია (ცნობილზე რომ არაფერი ვთქვათ) და რატომ არ გინდათ შეიგნოთ? ესაა ჩვეულებრივი ინფო-სტატისტიკური ვებსაიტი, რომელსაც ვიგაც ერთი ადმინისტრატორი მართავს (მგონი თავისი გარაჟიდან) :) რაღაც ინფოები სწორი აქვს და ბევრიც არასწორი! ამ ვებგვერდს პროფესიონალი სპეციალისტები, მათ შორის სპორტული ჟურნალისტები არ უნდა იყენებდნენ ოფიციალურ წყაროდ, და არც იყენებენ არცერთ ნორმალურ ქვეყანაში თუ სიტუაციაში!!! გესმით "სპორტალის" რედაქტორო?
Geo Team: ლოჩოშვილი კარიერას გერმანიის ცხრაგზის ჩემპიონ გუნდში გააგრძელებს
რა მოხდა სინამდვილეში "ლიონში" - უღირს მიქაუტაძეს დარჩენა?
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რეალთან" მატჩში?
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
"არსენალი" და "სპორტინგი" ვერ თანხმდებიან, იოკერეში გაცეცხლებულია - რა ბედი ეწევა შვედს?
"ჩემი აზრით, ის "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - დონარუმას აგენტმა იტალიურ გამოცემასთან ისაუბრა
გაუპატიურების ბრალდებით - NBA-ის ყოფილი კალათბურთელი 8 წლით დააპატიმრეს
"ამაზე უკეთესი კომპლიმენტი არ არსებობს" - რა თქვა კარაგერმა პსჟ-ზე?
"დომინანტი გუნდი ვართ" - ლუის ენრიკე "ბარსას" ფანების მილოცვებს ვერ აუდის
[VIDEO] პსჟ GALACTICS! - "კვარას" გუნდმა "რეალი" გაანადგურა და ფინალში გავიდა
14 კაცით მძიმე ბრძოლაში - ახალგაზრდა "ბორჯღალოსნების" დასანანი ფრე იტალიასთან
3:0. პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "რეალს" ამარცხებს
"რეალთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პსჟ-ს ორი საკლუბო რეკორდის დამყარება შეუძლია
ჩაკვეტაძემ "უოტფორდის" პირველ მატჩში ვერ ითამაშა
"ასეთ სიტუაციაში ვერავის ვერ დავადანაშაულებ" - მუსიალას ვიდეომიმართვა
ოფიციალურად: "ლიონი" მომდევნო სეზონში ლიგა 1-ში ითამაშებს
“თბილისი” საფრანგეთში, ორლეან 3×3 ჩელენჯერში საასპარეზოდ მიემგზავრება
გიორგი წიტაიშვილი კარიერას ლიგა 1-ში გააგრძელებს
რა ხდება უცხოურ რაგბიში? - ივლისის ტესტები...
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ამბროლაურიდან იწყებს
იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს
მიქაუტაძე პრემიერლიგაში? - ცნობილი სატრანსფერო ექსპერტი ქართველზე წერს
"კოლხეთი" უცხოეთიდან ორ ქართველ ფორვარდს იმატებს
ვასილ მაისურაძე: ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
გიორგი პაპუნაშვილი: "ტორპედოს" შეუძლია ჩემპიონობისთვის იბრძოლოს
"უოტფორდმა" ჩისკო გაათავისუფლა
ლაშა დვალი: შეგვიძლია ჩვენი გულშემატკივრების გახარება
გოჩოლეიშვილი და დვალი კონფერენს ლიგაზე შეცვლაზე შევიდნენ
19-წლამდელები პორტუგალიისა და დანიის წინააღმდეგ - მაისურაძე "პორტუსა" და "ბრაგას" ლეგიონერებით
"ნაპოლი"-"ჰათაისპორი" - კვარაცხელია, აბურჯანია და ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში არიან
კაკაბაძის საგოლე გადაცემა და "ხიმნასტიკის" გამარჯვება "ვალიადოლიდთან" [VIDEO]
ხვიჩა ახალ როლში, მისი საგოლე პასი და ოსიმენისა და სიმეონეს დუბლი [VIDEO]
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
მაისურაძემ 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ზურაბ არზიანი: პასპორტითაც და გულითაც ქართველი ვარ!
კონფერენს ლიგაზე დვალის და გოჩოლეიშვილის გუნდების მეტოქეები გაირკვა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ევროპის ჩემპიონატი და საქართველო: გოლი, ბაბაჯან!
გიორგი გოროზია: საქართველოში ანაზღაურება უფრო მეტი მქონდა, ვიდრე მალტაში, თუმცა...
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
ჩისკოს პრემიერლიგის მომგები მწვრთნელი შეცვლის
გიორგი გოროზია ფინური "როპსიდან" თბილისის "ლოკომოტივში" გადავიდა
U.21 ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
ოთარ კაკაბაძის დრიბლინგი და საგოლე პასი "ლუგოსთან" მატჩში [VIDEO]
ესპანური პრესა: გიორგი აბურჯანია შესაძლოა ''ხიმნასტიკში'' დაბრუნდეს
აბურჯანიამ "ჰათაისპორში" სამედიცინო შემოწმება გაიარა
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
ჩისკო Marca-ს მამარდაშვილზე ესაუბრა
ჩისკოს გუნდმა ლიდერი მეორედ დაამარცხა და პრემიერლიგას კიდევ უფრო მიუახლოვდა [VIDEO]
"ხიმნასტიკმა" სტუმრად "ოსასუნა" დაამარცხა, ოთარ კაკაბაძემ საგოლე გადაცემა გააკეთა
ჰეთ-თრიკი და ქამბექი - მაისურაძის 19-წლამდელების გამარჯვება [VIDEO]
"ოკლაჰომა-სიტი" მონსტრი ხდება: კარმელო უესტბრუკთან და ჯორჯთან წავიდა
გიორგი გოროზია ფინეთის უმაღლეს ლიგაში გადავიდა
გავაუმჯობესებ ინგლისურს, ჩავალ ესპანეთში, ვნახავ იტალიურ ფეხბურთს - ჩისკოს გეგმები
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მოდლოვური ტურნირი სომხეთის განადგურებით დაასრულა
თბილისის "ლოკომოტივი" 5-მა ფეხბურთელმა დატოვა
აბურჯანია ლობჟანიძის გუნდში გადავა
ლეგიონი: არაბულის გოლი და კიტეიშვილის საგოლე გადაცემა
ზურაბ არზიანი კარიერას არმავირის "ტორპედოში" გააგრძელებს
Geo Team: გიორგი პაპუნაშვილი კარიერას სერბეთში გააგრძელებს
"ხიმნასტიკმა" 2:0 გაიმარჯვა და სეგუნდადივიზიონში დარჩა. ორივე საგოლე გადაცემა კაკაბაძემ გააკეთა [VIDEO]
ოთარ კაკაბაძე სეგუნდას 33-ე ტურის სიმბოლურში
დვალის მორიგი ტიტული კვიპროსში - "აპოელმა" ქვეყნის სუპერთასი მოიგო
ლუკა ზარანდია თბილისის "ლოკომოტივის" ღირსებას 70-ნომრიანი მაისურით დაიცავს
ლოკომოტივი-დილა 0:2 - კლასი და გამოცდილება [VIDEO]
შოთას გუნდი "ჰათაისპორთან" დამარცხდა
გოჩოლეიშვილის და დვალის გუნდების წარუმატებელი მატჩები კონფერენს ლიგაზე
ვოლკოვის და პაპუნაშვილის "ზირამ" "ომონიას" მოუგო, მაგრამ ევროტურნირებს გამოეთიშა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
გიორგი აბურჯანია პორტუგალიაში დაბრუნდა
გიორგი გოროზიამ თბილისის "ლოკომოტივი" დატოვა
"ტორპედოს" მძლეველმა "ომონიამ" ვოლკოვის "ზირა" გაანადგურა
ამჯერად სამშობლოში - ჩისკომ "უოტფორდიდან" წამოსვლის შემდეგ ახალი გუნდი 1 თვეში იპოვა