ერთ-ერთი ვერსიით, ფეხბურთელებმა პირად აგენტს განუცხადეს, რომ ოჯახები მოენატრათ და ამიტომ გაფრინდნენ სამშობლოში
ფოტოზე: "გურიიდან" გაპარული ლეგიონერები აგენტთან (შუაში) ერთად

გასულ უქმეებზე ქართულ ფეხბურთში ისეთი ხმაურიანი ფაქტი მოხდა, ანალოგი აქამდე რომ არ ჰქონია - "გურიას", რომელსაც ჩვენი საზომებით, სეზონში ყველაზე მეტი ლეგიონერი ჰყავს, არც მეტი, არც ნაკლები, ოთხი მათგანი შეკრებიდან... გაეპარა...

ამ ოთხიდან ორი კოსტარიკელია და ორივე მცველი: ძირითადის მოთამაშე მორალეს ნუნიესი და სათადარიგოდ ქცეული ალვირ ჟამირ ბენეტი. კიდევ ორი კი პანამელია - ჯამალ როდრიგესი, რომელსაც თამაში არ უწევდა და ფორვარდი კარლოს სმოლი, ვინც "გურიასთვის" ყველაზე დიდი დანაკლისია.

სამ არასრულ მატჩში სმოლმა 3 გოლი გაიტანა და ლანჩხუთელთა ზედიზედ ორ გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. ბათუმის "დინამოსთან" დუბლის შესრულებისთვის ის 500 ლარით პირადად დააჯილდოვა ლანჩხუთის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ, რომელიც ამავდროულად, კლუბის პრეზიდენტიცაა.

ასეთი არაორდინარული შემთხვევის ფონზე, საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე, საფეხბურთო კლუბმა "გურიამ" გაავრცელა სპეციალური განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ფეხბურთელები გადაფრინდნენ სტამბოლში. ასევე, კლუბს გასტუმრებული აქვს მათ მიმართ სახელფასო-საპრემიო ვალდებულებები და რომ "გურია" ამზადებს დოკუმენტაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში წარსადგენად, რათა მათ მიმართ გატარდეს დისციპლინარული ზომები.

ჩვენი ინფორმაციით, "გურიის" წარმომადგენლებმა საქმის კურსში ჩააყენეს ფეხბურთის ფედერაცია და კონსულტაციებს იურიდიული სამსახურის უფროს კესო ჩხიკვაძესთან გადიან.

როგორც ირკვევა, ლეგიონერებმა, რომელთაც მოქმედი კონტრაქტი აქვთ და თვითნებურად მიატოვეს კლუბი, 5-წლიანი საერთაშორისო დისკვალიფიკაცია ემუქრებათ.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელებმა უკან დაბრუნება მოითხოვეს, მაგრამ ეს რომც დადასტურდეს, კლუბი მათ მიღებას აღარ აპირებს, რადგან მომხდარს "გურიის" ღალატად მიიჩნევენ. თუმცა არაა გამორიცხული, კარლოს სმოლთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვან.

ერთ-ერთი ვერსიით, ფეხბურთელებმა პირად აგენტს განუცხადეს, რომ ოჯახები მოენატრათ და ამიტომ გაფრინდნენ სამშობლოში. თუმცა ეს არასერიოზულია. სხვა ვერსიით კი, ხსენებულ ფეხბურთელებს კლუბიდან წასვლა მას შემდეგ სურდათ, რაც "გურიამ" თემურ მახარაძის წინამორბედი ვიქტორ დემიდოვი დაითხოვა. თუმცა ეს ვერსიაც ნაკლებდამაჯერებელია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

meamboxe
სად პოულობენ პანამსჰი და კოსტარიკასჰი ამატნაირებს საქარტველოსჰი უკეტესი პეხნურტელები არ არიან ?
ბია
პირველ შემხვედრებს რომ იყვანთ, აბა რა გგონიათ, გუნდის ერთგულებაზე ხომ არ ელაპარაკებით....
anti
ჩამოსულმა ფეხბურთელმა, პირველ რიგში იმ ქვეყანას უნდა სცეს პატივი სადაც მიდის სათამაშოთ, შემდეგ იმ გუნდის გულშემატკივრებს სადაც უნდა ითამაშოს და ბოლოს იმ გუნდს უნდა სცეს პატივი, რომლის ფორმაც აცვია და რომლის სახელითაც თამაშობს. ამათმა ყველა ფეხებზე დაიკიდეს და ჩვენ რატომ უნდა გადავუსვათ თავზე ხელი? იმედია გურიას ხელმძღვანელობა საკადრის პასუხს გასცემს ამ ფაქტს.
ika
აბა ის 500 500 ლარი რამდენ ხანს ეყოფოდათ ?:D წავიდნენ ბიჭები სეზონურ სამუშაოზე თურქეთში :D:D:D:D:Dმოკრიფავენ ჩაის ჩამოვლენ :D:D:D:D
gio
გავუგოთ ბიჭებს, პირველი ხელფასი აიღეს და გახალისდნენ მილიონიან ქალაქში.:)
paata xuchua
ასეთი საქციელით ქვეყნის იმიჯი ილახება.მკაცეად უნდა დაისაჯნონ თუ არადა სხვებსაც მოუნდებათ ეგეთი რამეები.მაგათ ჩვენ ბანანის რესპუბლიკა ვგონივართ არადა მაგათი ცივილისაციის ხნის ღვინო გვისხია ჭურში
anti
zama-ს ფეხბურთელები კი არ უნდა დასაჯო, არამედ ის, ვინც ისინი გურიაში ჩამოიყვანა. გეთანხმები, სწორი ხარ. გარკვეული პასუხისმგებლობის წილი გურიამაც და მისმა ხელმძღვანელობამაც უნდა აიღოს, ჯერ ეგეთი დონის ფეხბურთელი არ უნდა ჩამოიყვანო გუნდში და თუ ჩამოიყვან ისე გააკონტროლე სიტუაცია, რომ არ მოხდეს ეგეთი ფაქტები. სასაცილოა, მგონი ეგეთი ფაქტები ფარერების ჩემპიონატშიც არ ხდება.
Tm
მაგალითად გერმანიის სოფლის ჩემპიონატი ( Regionalliga) გაცილებით საინტერესოა, როგორც ფინანსურად ასევე თამაშის ხარისხით, უმაღლეს ლიგაზე, ასე რომ თავმაღლობას მოვეშვათ და დაბრუნების საშუალება მივცეთ იმ კაცს.
paata
რა ხუთ წლიანი დისკვალიფიკაცია, დიდი დიდი რაღაც თანხით დაჯარიმდნენ.გურია ჭკუით იყოს აქეთ არ დააჯარიმონ.
zama
anti-ს. ძალიან "კარგი" ლექცია გამოგივიდა ჩემა მზემ. ეს ერთი. მეორე. ჯერ იმ ფეხბურთელის რა ვთქვი "გურიაში" თამაშს რომ დასთანხმდება და მერე საქართველოს ჩემპიონათში თამაშს. როგორი დონის ფეხბურთელებიც იყვნენ, ისე მოიქცნენ. ფეხბურთელები კი არ უნდა დასაჯო, არამედ ის, ვინც ისინი გურიაში ჩამოიყვანა.
chipo
Xalxi natrobda gurias. Maisuris chacmas eseni kide gaiparnen ugalates gunds qomagebs daisajon mkacrad rom msofliom gaigos saqartveloshi fexburti ar momkvdara
Aburjga
პანამელების იმედი თავიდანვე არ მქონდა, მაგრამ კოსტარიკელებიმაც კაცო?! ვახ ეს რა გავიგე?!
DDD
DD კოსტარიკელებმა და პანამელებმა გურიას უღალატესო მეტი კომედია რა გინდა.მარტო გურიას თუ უღალატეს და მთელ საქართველოს არა კიდე არა უშავს.DDD
anti
არავითარი შეწყალება, არც სმოლი არ უნდა დააბრუნონ, მაგალითი უნდა იყოს სხვებისთვის. 5 წლიანი დისკვალიფიკაცია ყველას. ეს მარტო გუნდის შეურაცყოფა არ არის ეს ჩემპიონატის შეურაცყოფაცაა, რადგან გურია საქართველოს უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს. დარწმუნებული ვარ სოფლის ჩემპიონატი ჰგონიათ საქართველოს პირველობა, ამიტომაც ჩაიდინეს ეგ საქციელი. რადგან ეგრეა, ამიტომ უნდა შევცვალოთ ეგ მიდგომა. სხვა არ აფასებს ჩვენს ჩემპიონატს? ჩვენ მაინც დავაფასოთ და აღვკვეთოთ ეგეთი ფაქტები ისე რომ მომავალში აღარ განმეორდეს.
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
"ჩემი ფეხბურთელები სასურველი შედეგისთვის მზად არიან" - "იბერიას" მწვრთნელმა "მალმიოსთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა
საქართველოს U20 ნაკრები ავსტრიასთან ბრძოლაში დამარცხდა
ფედერაციის მივლინებით ევროპის ქალთა სამიტზე სლოვენიაში ოთხმეზური და დანელაშვილი იმყოფებიან
"მან ყველაზე მეტად აღმაფრთოვანა" – "ბარსელონას" მეკარე თანაგუნდელზე
"რეალმა" კარერასის ტრანსფერი შეათანხმა - "ბლანკოსი" "ბენფიკას" 50 მილიონ ევროს გადაუხდის
"არსენალი" "ჩელსის" შემტევს 52 მილიონ ევროდ შეიძენს
პირველი მილიონიანი ტრანსფერი ქალთა ფეხბურთში - "არსენალი" "ლივერპულის" ლიდერს იმატებს
16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი გაანადგურა და ბრძოლას მე-5 ადგილისთვის აგრძელებს
"ყველაფერი გავაკეთეთ, რათა გორში გამარჯვებულები დავბრუნებულიყავით" - რა ითქვა ლუქსემბურგში გამარჯვების შემდეგ
სიმიჩი: ამას მხოლოდ კომპიუტერულ თამაშში თუ წარმოვიდგენდი
ქართველების გარეშე, ბრაზილიელების გოლებით - "შახტარმა" "ილვესი" გაანადგურა
Geo Team: ლოჩოშვილი კარიერას გერმანიის ცხრაგზის ჩემპიონ გუნდში გააგრძელებს
ყოჩაღ - "დილამაც" შემოატრიალა თამაში და ლუქსემბურგში გაიმარჯვა!
[VIDEO] 4:3 - "ტორპედომ" "ორდაბასის" მაგარი თამაში შემოუტრიალა!
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
ჰაკიმი: მე არა, ჩემი გაშვება "რეალმა" გადაწყვიტა
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
"არსენალი" და "სპორტინგი" ვერ თანხმდებიან, იოკერეში გაცეცხლებულია - რა ბედი ეწევა შვედს?
"ჩემი აზრით, ის "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - დონარუმას აგენტმა იტალიურ გამოცემასთან ისაუბრა
"ჩვენს გუნდში საუკეთესოა" - ენრიკემ შეგირდი შეაქო
რევოლუცია გრძელდება - ლანჩხუთის "გურია" ევროთასებს უმიზნებს!
მოგვეცით დრო! ვისთვისაა სფფ-ის ლიცენზირების მკაცრი მარყუჟი?
სფფ-ის განცხადება თემურ მახარაძის გარდაცვალების გამო
გურია-შუქურა 0:0 - ქართველს დაარტყმევინეთ, ქართველს!
Gurianews: ლანჩხუთის "გურიიდან" სამი ლეგიონერი გაიპარა
ლანჩხუთის "გურიამ", არსებობის ისტორიაში პირველად, ეროვნული ლიცენზია მიიღო!
ლანჩხუთის "გურია" რუსი მცველით გაძლიერდა
ყველაზე გამოცდილი ქართველი ფეხბურთელი ეროვნულ ლიგა 3-ში ითამაშებს
უმაღლესი ლიგის XXIV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
მარტოდმარტო, ბინძურ ბინაში მოკვდა - ლანჩხუთის "გურიას" ექს-ფეხბურთელის ტრაგიკული ისტორია
რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?
გურია-ლოკომოტივი 0:0 - ქულა სტუმრად 9-კაციანი გუნდით
ზუგდიდი-გურია 3:2 - გურულებმა იგორ დემიდოვს ობსტრუქცია მოუწყვეს
ლანჩხუთის "გურია" აუქციონზე 34 000 ლარად იყიდება
დინამო (ბთ)-გურია 1:2 - როცა სმოლი დიდია [VIDEO]
გურია-მერანი 0:0 - ისევ ნულები
ლანჩხუთის "გურიამ" მთავარი მწვრთნელი დაითხოვა
უმაღლესი ლიგა. თეთრი ჯგუფი. II ტურის წინ: შეუთამაშებლობა და მაღალი ტემპერატურა
ლანჩხუთის "გურიაში" ოთხი ბრაზილიელი და ერთიც კოტდივუარელი მოიყვანეს
ლანჩხუთის "გურიას" თემურ მახარაძე გაწვრთნის
საქართველოს თასი. 1/4 ფინალის წინ: ოთხი სათასო დერბი
უმაღლესი ლიგა. XX ტურის წინ: უცხოელთა ჯახი
გულვერდ თომაშვილი "გურიაში" - კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი
"გურია" - ფონდი "ქართუს" დაფინანსების მოლოდინითა და დიდი გეგმებით...
შოთა მახარაძე უკვე ნაკრებში - ქართველ მწვრთნელს მოლდოვაში წარმატებული საქმიანობა დაუფასეს
ჩვენ და ბერძნები: იქნებ ახლა მაინც გატყდეს ნავსი!..