შკრტელი წავიდა, ბალო უკან არ დაბრუნდება, ალენი საეჭვოა
"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ამბობს, რომ მარიო ბალოტელიმ ახალი გუნდი უნდა მოძებნოს. ბალო "მილანში" იყო განათხოვრებული, მაგრამ "როსონერიში" მისი მიბრუნება წარუმატებელი გამოდგა და მშვენივრად მოგეხსენებათ, რომ მას ძალიან რთული პერიოდი უდგას, რომელიც ერთობ გაუგრძელდა.

არადა, იტალიელი ჯერ მხოლოდ 25 წლისაა და სანამ დრო კიდევ გაუფლანგავს საკუთარი თავი ხელში უნდა აიყვანოს და ის უდიდესი პოტენციალი, რომელიც უდავოდ გააჩნია, როგორმე უნდა გამოავლინოს. ოღონდ, ზუსტად ვიცით, რომ ეს "ენფილდზე" აღარ მოხდება, რადგან "კლოპო" მასთან თანამშრომლობით დაინტერესებული არ არის.

"მას კარიერაში ახლა ისეთი მომენტი არ უდგას, რომ 4-5 ფეხბურთელს გაუწიოს კონკურენცია ძირითადში ერთი ან ორი ადგილისთვის. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება გამოსავალი. არაერთი გუნდი იქნება, რომელიც დიდი სიხარულით მიიღებს ახალ მარიო ბალოტელის, რომელსაც ძალიან ბევრი შეუძლია. იგი ვარჯიშებზე უმაღლესი კლასის ფეხბურთელი იყო, თამაშების დროს კი რაღაც არ გამოდიოდა. მისი ნიჭში ეჭვი არავის ეპარება და თავისი თამაში ახლა თავად მარიომ უნდა დაალაგოს" - განაცხადა კლოპმა.

ბარემ ისიც აღვნიშნოთ, რომ გერმანელის თქმით, კლუბი უახლოეს მომავალში მიიღებს გადაწყვეტილებას ჯო ალენის თაობაზე. უელსელს კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი დარჩა და მხარეები ჯერ ბოლომდე ვერ ჩამოყალიბდნენ, სურთ თუ არა თანამშრომლობის გაგრძელება და რამდენად უღირთ ეს.

8-წლიანი ერთგულების მერე

ამასობაში, "ენფილდი" დატოვა მარტინ შკრტელმა. სლოვაკეთის ნაკრების 31 წლის კაპიტანი კარიერას თურქულ "ფენერბაჰჩეში" გააგრძელებს. შკრტელს "ლივერპულში" 319 მატჩი აქვს ჩატარებული და გუნდთან განშორება ადვილი არ გახლდათ, მაგრამ კლოპი რომ ცვლილებებს მოახდენდა და კიდევ მოახდენს, ცხადია.

წასვლამდე შკრტელმა მობოდიშება მოასწრო იმის გამო, რომ ჰერ იურგენი სოციალურ ქსელში უხამსი სიტყვით შემოელანძღა. როგორც ინგლისურ პრესაში იწერებიან, "ფენერმა" ამ ტრანსფერში 5 მილიონი გირვანქა გადაიხადა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯორდან ჰენდერსონი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
მამარდაშვილის “ლივერპული” შესაძლოა, შვედი ვარსკვლავით გაძლიერდეს
უოლკერი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა და ახალ გუნდში ჩაირიცხა
ვინისიუსი “რეალს” ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება
ვესლი სნეიდერის შვილმა პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა
ოფიციალურად - მოდრიჩი "მილანის" ფეხბურთელი გახდა
ხვიჩას თანაგუნდელს პსჟ-ს დატოვება უნდა
U20. საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს სძლია და მეცხრე ადგილისთვის ფინალში ითამაშებს
ნევეში და ლუის ენრიკე შეიძლება დასაჯონ
"ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ" - ბლატერი ფიფას აკრიტიკებს
"წელს დემბელეს, გაისად კი - იამალს" - ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელის განცხადება
"რეალმა" როდრიგოს სატრანსფერო ფასი დაასახელა
როგორ მიიღება კვარაცხელიას საუკეთესო ვერსია - პსჟს წაგების მიზეზები
თავისი მაინც გაიტანა - დიოკერეში უახლოეს საათებში "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
"მაშინ ჩემთვის რომ დაერტყა, ცოცხალი აღარ ვიქნებოდი" - სერ ალექს ფერგიუსონმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
"მისი საქციელი ამაზრზენია" - იამალი სერიოზულ სკანდალში გაეხვია
"ფინალები მიყვარს და ეს კვლავ დამტკიცდა" - პალმერი მატჩის შემდეგ
პრიზი პსჟ-ს ფეხბურთელსაც ერგო - მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე საუკეთესოები დაასახელეს
"სულელი ვარ" - ლუის ენრიკე თვლის, რომ პროვოკაციის მსხვერპლი გახდა
[VIDEO] ნევეშმა კუკურელიას თმაში მოქაჩა, ლუის ენრიკე პედროს ყელში სწვდა - პსჟ-მ განცხადება გაავრცელა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჩელსისთან" მატჩში?
[VIDEO] 0:3 "ჩელსისთან" - პსჟ-მ შესანიშნავი სეზონი დიდი ანგარიშით წაგებით დაასრულა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ჩელსისთან" ნადგურდება
ოფიციალურად: ბალოტელი "ჯენოას" ფეხბურთელია
ევრო 2016: უელსის პრობლემები
ბეილი 2003 წლის შემდეგ პირველად არ დაასახელეს უელსის საუკეთესო ფეხბურთელად
მარტინ შკრტელმა "ბარსელონაში" გადასვლა არ ისურვა
ტრანსფერ ONLINE: 13 ივლისის ტრანსფერები და ჭორები
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ორჯერ უარით გასტუმრება - კლოპი "რეალის" ჩაბარებას არ აპირებს
"არავითარი კლოპი, "ნაპოლი" მან უნდა ჩაიბაროს" - ფედელემ დე ლაურენტისს კიდევ ერთი რჩევა მისცა
ბალოტელიმ "ჯენოაში" გადასვლიდან ორ თვეში შეიძლება გუნდი გამოიცვალოს
მამარდაშვილის “ლივერპული” შესაძლოა, შვედი ვარსკვლავით გაძლიერდეს
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ჯორდან ჰენდერსონი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
"გაგიკვირდებათ, მაგრამ საუკეთესოა ვისთანაც მითამაშია" - ბალოტელიმ ყოფილი თანაგუნდელი გამოარჩია
La Stampa: კლოპმა შეთანხმმებას მიაღწია და სერია A-ს კლუბს ჩაიბარებს
ფოტო-NEWS: ცოლები ტრიბუნებზე
ვიქტორ ვალდესი "მიდლსბროში" და დღის სხვა ტრანსფერები
უეფამ ევროპის ლიგის ნახევარფინალური ეტაპის სიმბოლური ნაკრები წარადგინა
ინფორმაცია ტყუილი აღმოჩნდა - კლოპი "რომას" არ გაწვრთნის
ზაფხულის ტოპ-10 ზამთარში - ვინ გაამართლა ყველაზე მეტად პრემიერლიგაში?
"თუ სერია A-ში დავბრუნდები, იქაურობას დავანგრევ" - ბალოტელის პირობა "ჯენოას" მწვრთნელს
სტივენ ჯერარდს "რეინჯერსში" ყოფილი თანაგუნდელის ხილვა სურს
"ვალენსიამ" მამარდაშვილის შემცვლელად 24 წლის მეკარე დაიმატა
"ოკლაჰომა-სიტი" მონსტრი ხდება: კარმელო უესტბრუკთან და ჯორჯთან წავიდა
თანაგუნდელმა მარტინ შკრტელი სიკვდილისგან იხსნა [VIDEO]
უბრუნდება თუ არა სამწვრთნელო საქმიანობას - კლოპის აგენტმა განმარტა
16 წლის ასაკში ამ გადარეულმა ისეთი რამ გააკეთა, არ დაიჯერებთ" - მაიკონმა ბალოტელიზე ისტორია გაიხსენა
დიდი ალბათობით, უელსს საქართველოსთან მატჩში ვერც ჯო ალენი დაეხმარება
ევრო 2016-ის სიმბოლური ნაკრების წევრი ჯო ალენი "სტოკში" გადავიდა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"ის არასდროს დაგვავიწყდება“ - ლივერპულმა დიოგუ ჟოტას საპატივსაცემოდ 20-ნომრიანი მაისური გააუქმა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
[VIDEO] მამარდაშვილმა "ლივერპულში" სადებიუტო მატჩში კარი მშრალად შეინახა
"ბოლო 20 წლის განმავლობაში საუკეთესო იტალიელი მე-9 ნომერია" - "ჯენოას" პრეზიდენტი ბალოტელიზე
მამარდაშვილი: ეს მხოლოდ დასაწყისია