ხორვატიამ სან მარინო არ დაინდო და მეტოქე ანგარიშით 10:0 გაანადგურა. ჰეთ-თრიკი გაიფორმა მარიო მანჯუკიჩმა, ნიკოლა კალინიჩმა - დუბლი, მარკო პიაჩამ, დარიო სრნამ, ივან პერისიჩმა, ივან რაკიტიჩმა და ლოვრე კალინიჩმა კი სან მარინოელებს თითო-თითო გოლი აკმარეს.
თავისი შეხვედრა მოიგო გერმანიის ნაკრებმაც, რომელმაც უნგრეთის ნაკრები მიიღო და ადამ ლანგის ავტოგოლითა და თომას მიულერით გოლით 2:0 იმარჯვა.
იოლი გამარჯვება მოიპოვეს ფრანგებმა. დიდიე დეშამის გუნდი ამხანაგურად შოტლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდა და 3:0 მოუგო. დუბლი გაიფორმა ოლივიე ჟირუმ, კოშიელნიმ
სხვა მატჩები კი შემდეგნაირად დასრულდა:
ავსტრალია - საბერძნეთი 1:0;
ესტონეთი - ლატვია 0:0;
ავსტრია - ჰოლანდია 0:2;
სლოვაკეთი - ჩრ.ირლანდია 0:0.