ევრო 2016. მეგობრობის მატჩი: პარიზმა პელე და მარადონა შეარიგა

AutoSharing Option
პარიზმა მსოფლიო ფეხბურთის ორი უპირველესი ვარსკლავი, სხვადახვა თაობების გმირები, ბრაზილიელი პელე და არგენტინელი დიეგო მარადონა შეარიგა.

მოგეხსენებათ, ამ ორს შორის დიდად დალაგებული ურთიერთობა არ ყოფილა, ისინი ერთმანეთის გაკიცხვასაც არ ერიდებოდნენ საჯარო სივრცეში. პარიზში კი ევრო 2016-ის ორგანიზატორებმა და სპონსორებმა საქველმოქმედო მატჩი მოაწყვეს ხუთი ხუთზე, რომელიც როიალ პალასის ბაღში გაიმართა.

პელე და მარადონა ლეგენდების გუნდების მწვრთნელები იყვნენ. 75 წლის პელემ და 55 წლის მარადონამ ყველას აჩვენეს, რომ მათ შორის ქიშპობა მეგობრობის მატჩმა დაასრულა. მარადონამ ცოტა ითამაშა კიდევაც. მოედანზე გავიდნენ რიო ფერდინანდი,
კლარენს ზეედორფი, ფერნანდო იერო, ფაბიო კანავარო და სხვები.

"დიდი მალდობა პელეს, ყველამ იცის ვინ იყო ის ფეხბურთისთვის და ასეთადაც დარჩება სამარადისოდ. ფეხბურთს სწორედ პელეს დარი გმირები ესაჭიროება", - ეს სიტყვები მარადონას ეკუთვნის, რომელმაც 1986 წელს არგენტინას მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოაგებინა.

"ყველაზე მთავარი არის მშვიდობა. დიდი მადლობა ჩემ მეგობარ მარადონას, აქ, მეგობრობის თამაშში მონაწილეობისთვის. დღეს აქ მშვიდობის ეპიცენტრი იყო", - განაცხადა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა პელემ.

ლეგენდების მატჩს ჰოვარდ ვები სჯიდა, რომელმაც 2010 წლის მუნდიალის ფინალი განსაჯა. მეგობრული მატჩი 8:8 დასრულდა, ჰეთ თრიკი შეასრულა დავიდ ტრეზეგემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული