ევრო 2016. B ჯგუფი. I ტური: უელსის ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
11 ივნისს, საფრანგეთში მიმდინარე ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე B ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტი უელსის ნაკრები ასევე დებიუტანტ სლოვაკეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და პრინციპულ მატჩში მინიმალური სხვაობით მოუგო - 2:1.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩში ანგარიში მე-10 წუთზე ულამაზესი საჯარიმო დარტყმით უელსელთა ლიდერმა გარეთ ბეილმა გახსნა. 61-ე წუთზე მოედანზე 30-40 წამის შემოსულმა ონდრეი დუდამ უელსელებს საპასუხო გოლი გაუტანა და ანგარიში გაათანაბრა. 82-ე წუთზე უელსი წინ მეორედ რობსონ კანუმ გაიყვანა და ევროპის ჩემპიონატზე უელსელებს პირველივე შეხვედრაში ისტორიული გამარჯვება მოუტანა -
2:1.

ამრიგად, B ჯგუფში უელსს 3 ქულა აქვს და ჯგუფს სათავეში უდგას, სლოვაკები კი უქულოდ არიან. მომდევნო შეხვედრას სლოვაკეთის ნაკრები 15 ივნისს რუსეთის წინააღმდეგ გამართავს, უელსი კი 16 ივნისს ინგლისს შეხვდება.

დღესვე B ჯგუფის პირველი ტურის მეორე შეხვედრა გაიმართება. თბილისის დროით 23:00 სთ-ზე ინგლისისა და რუსეთის შეხვედრა დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული