"სკუადრა აძურამ" ტურნირის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი დაამარცხა და მთლიანობაში, ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მატჩის შემდეგ იტალიის ნაკრების ფეხბურთელებმა საინტერესო კომენტარები გააკეთეს.
ჯანლუიჯი ბუფონი: "მხოლოდ ასე, მაქსიმალური კონცენტრაციით და თავდადებით შეგვეძლო დაგვემარცხებინა ბელგიის უძლიერესი გუნდი. ტაქტიკურად გამართული თამაში ვაჩვენეთ, რაც მწვრთნელის დამსახურებაა.
მთლიანობაში, აშკარად ვაჯობეთ მეტოქეს და სამი ქულა დავიმსახურეთ. უნ
დანიელე დე როსი: "დავამტკიცეთ, რომ ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს და რომ ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია. ტურნირის დაწყებამდე მუდმივად სხვა ნაკრებებზე საუბრობდნენ, ამ გამარჯვების შემდეგ კი ვითარება შეიცვლება. ძალიან სასიამოვნოა ტურნირის წარმატებით დაწყება და საფეხბურთო მსოფლიოს გაოცება.
ვფიქრობ, ყველა კომპონენტში ვაჯობეთ ძალიან ძლიერ მეტოქეს. შემდეგი მატჩი შვედეთთან გვაქვს, ამ გუნდთან კი ბოლომდე ბრძოლაა საჭირო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენ წინააღმდეგ ზლატან იბრაჰიმოვიჩი გაირჯება".
ემანუელე ჯაკერინი: "ძალიან კარგი მატჩი იყო, რომელშიც უფრო ძლიერმა გაიმარჯვა. შოტლანდიასთან ამხანაგურ შეხვედრაში რამდენიმე კარგი მომენტი გავაფუჭე, თუმცა, საბედნიეროდ, ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში გავიტანე. რაც შეეხება ჩემს გოლს, ყველაფერი იდეალურად მოხდა. ბონუჩიმ საოცარი პასი მომცა, მე კი ერთი შეხებით დავამუშავე ბურთი და კარში გადავგზავნე. გადამწყვეტი სწორედ პირველი შეხება იყო, ბურთის იდეალურად მიღებამ საქმე ძალიან გამიადვილა".
ლეონარდო ბონუჩი: "გრძელი გადაცემები ადრეც არაერთხელ გამიკეთებია როგორც "იუვენტუსში", ისე იტალიის ნაკრებში. მთავარია, რომ ჯაკერინიმ ბურთი იდეალურად მიიღო და გოლი შეაგდო.
დაცვაში თითქმის უშეცდომოდ ვითამაშეთ და შეტევაც ეფექტურად მოქმედებდა. თუმცა შეგვეძლო უფრო მეტის გატანა და გამანადგურებელი ანგარიშით მოგება. ვარჯიშებზე ყველა დეტალს ვამუშავებთ და კარგად ვიცით, რა უნდა ვაკეთოთ მოედანზე. მჯერა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და უფრო დიდი გამარჯვებები წინ გველოდება".
- ევრო 2016. E ჯგუფი. ბელგია-იტალია: იტალიური მასტერკლასი [VIDEO]
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"