ევრო 2016. F ჯგუფი. I ტური: უნგრეთის ნაკრებმა ავსტრია დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
14 ივნისს ბორდოში F ჯგუფის პირველ მატჩში ავსტრიისა და უნგრეთის ნაკრებების მატჩი გაიმართა. ყველასთვის მოულოდნელად, უნგრეთის ნაკრებმა 2:0 იმარჯვა.

პირველ ტაიმში ავსტრიელთა უპირატესობის მიუხედავად, გოლი არ გასულა.

62-ე წუთზე ავსტრიელებს უნგრელთა იშვიათი შეტევა გაეპარათ და მეკარესთან პირისპირ გასულმა ადამ სალაიმ ანგარიში გახსნა.

4 წუთში ალეკსანდარ დრაგოვიჩმა შეტევაში მიიღო მეორე ყვითელი ბარათი და ავსტრიის ნაკრები 10 კაცის ამარა დარჩა.

87-ე წუთზე კონტრშეტევაზე შეცვლაზე შესულმა ზოლტან შტიბერმა იხეირა - 0:2.

დღეს მოგვიანებით ჯგუფის კიდევ ერთი მატჩი გაიმართება, პორტუგალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტ
ისლანდიას დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული