ინგლისი-უელსი 17:00
ინგლისი (სავარაუდო): ჰარტი - უოკერი, სმოლინგი, კეჰილი, როუზი - ალი, დაიერი, რუნი - ლალანა, კეინი, სტერლინგი
უელსი (სავარაუდო): ჰენესი - განტერი, ჩესტერი, უილიამსი, დევისი, ტეილორი - ალენი, ლედლი - რემზი, ბეილი - რობსონ-კანუ
მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)
B ჯგუფში მეორე ტური დღეს დასრულდება - ბრიტანულ დერბის უელსის ნაკრები, გარკვეულწილად, ფავორიტის სტატუსით ხვდება ინგლისთან მატჩს, რადგან ბეილსა და კომპანიას უკვე აქვთ 3 ქულა, რუნი და კომპანია კი მხოლოდ ქულით დაიკვეხნიან.
რაც ფეხბურთი არსებობს, ეს ამ გუნდების
ურთიერთშეხვედრები ინგლისის სასარგებლოდ მეტყველებს - 103 დაპირისპირებიდან მათ 68 მატჩი მოიგეს და მხოლოდ 14 დათმეს. სხვათა შორის, ისე მოხდა, რომ ცოტა ხნით უელსელთა თავკაცი კრის კოულმენი ფეხბურთელობისას მწვრთნელ როი ჰოჯსონის შეგირდი იყო. ეს იყო "ბლექბერნ როვერსში".
როი ჰოჯსონი (ინგლისი): "დერბის ატმოსფერო დიდებულია, ამ თამაშს ძალიან ბევრი ელის დიდ ბრიტანეთში და მთელ მსოფლიოშიც. ძმებს შორის მატჩი კიდევ უფრო დიდ ინტერესს უჩენს მატჩს და ამას მხოლოდ მივესალმები. არა მგონია, უელსმა ან თამაშის სტილი შეცვალოს, ან ძირფესვიანად გამოცვალოს შემადგენლობა. სიურპრიზებს ერთმანეთს ვერ შევთავაზებთ, ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ, მაგრამ მაინც არის ერთი მნიშვნელოვანი განხსვავება ჩვენ შორის - სატურნირო მდგომარეობის გამო მათზე ნაკლები ზეწოლაა, ვიდრე ჩვენზე. ისინი თითქმის გასულები არიან ჯგუფიდან".
კრის კოულმენი (უელსი): "ჩვენ მზად ვართ! ჩვენ ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ, მეტოქის მიუხედავად და ასე მოვიპოვოთ პლეი ოფის საგზური. ინგლისთან დაპირისპირება დიდი ტესტია. კარგია, რადგან თუ მოვიგებთ, გავალთ; თუ ვერ მოვიგებთ, კიდევ ერთი შანსი გვექნება. რაღაც განსაკუთრებულის გასაკეთებლად თვითრწმენა გადამწყვეტია. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ რაღაცის გაკეთება არ შეგვიძლია. ბიჭებს ვეტყვი, რომ მშვიდები იყვნენ და საქმეზე ფოკუსირებულები".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"