ევრო 2016. C ჯგუფი. II ტურის წინ: პოლონელებს 2014-ის გამეორება სურთ

AutoSharing Option
დღეს მეორე ტური ევრო 2016-ის C ჯგუფში გაიმართება. რა თქმა უნდა, ძირითადი ყურადღება გერმანიისა და პოლონეთის ნაკრებთა მატჩისკენაა მიპყრობილი.

ლიონში დამარცხებული თითქმის უიმედო სიტუაციაში ჩაიგდებს თავს, რადგან არც უკრაინასა და არც ჩრდილოეთ ირლანდიას ქულა ჯერ არ მოუპოვებიათ. ბოლოს ეს გუნდები ევრო 2004-ზე შეხვდნენ ერთმანეთს და მოსაწყენი 0:0 შემოგვთავაზეს. იმედია, ამჯერად ასე აღარ იქნება.

მთავარი ყურადღება სენ დენისკენაა - "სტად დე ფრანსზე" მეორე ტურის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრაა, მსოფლიოს ჩემპიონი გერმანია პოლონეთის წინააღმდეგ.

პოლონეთის ნაკრებმა გერმანიასთან ბოლო 20 დაპირისპირებიდან მხოლოდ ერთი მოიგო,
მაგრამ იოახიმ ლიოვი ამბობს, რომ მათ დღევანდელ მეტოქეს მსოფლიოში საუკეთესოდ შეუძლია კონტრშეტევაზე თამაში. შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები (როგორც ჩვენი ნაკრები) ერთ საკვალიფიკაციო ჯგუფში იყვნენ. სწორედ მაშინ შედგა ის ისტორიული მატჩი - პოლონეთმა შინ მსოფლიოს ჩემპიონი 2:0 დაამარცხა.

მატს ჰუმელსი გამოჯანმრთელდა და შეიძლება მან შეცვალოს სასტარტოში შკოდრან მუსტაფი, რომელსაც ურიგოდ ნამდვილად არ უთამაშია და გერმანელთა პირველი გოლიც გაიტანა.

იოახიმ ლიოვი (გერმანია): "პოლონეთის ნაკრები ძალიან ორგანიზებული გუნდია და ეს მათი ყველაზე დიდი უპირატესობაა. ისინი იცდიან, ისინი კონტრშეტევებზე "იკბინებიან". ასეთია მათი თამაში - სწრაფი გადასვლები დაცვიდან შეტევაში. ამ მაჩვენებლით, პოლონელები უკრაინელებზე უკეთესები არიან. ბოლო ორი წელიწადია, რაც გუნდები ვნახე, პოლონეთივით მწვავედ კონტრშეტევებზე ვერავინ თამაშობს. სულ ხუთჯერ ვეთამაშე მათ და ხუთივე დაპირისპირება რთული იყო. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია შეტევაში ტანმორჩილი, მოძრავი ფეხბურთელის ყოლა".

ადამ ნავალკა
(პოლონეთი): "საკვალიფიკაციო ეტაპზე გერმანიის დამარცხება პოლონეთის ფეხბურთის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ჩვენ ისეთი კარგი ფეხბურთელები გვყავს, რომ ამ მიღწევის გამეორება შეგვიძლია. საკუთარი ძალების გვჯერა, მაგრამ ჩვენ წინაშე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებია. ევროზე ყოველი დღე საამაყოა ჩვენთვის, რადგან პოლონეთს წარვადგენთ".

16 ივნისი. ლიონი. "სტად დე ლიონი"
უკრაინა-ჩრ. ირლანდია 20:00
უკრაინა (სავარაუდო): პიატოვი - ფედეცკი, ხაჩერიდი, რაკიცკი, შევჩუკი - სტეპანენკო, სიდორჩუკი, კოვალენკო - იარმოლენკო, კონოპლიანკა - ზოზულია
ჩრ. ირლანდია (სავარაუდო): მაკგოვერნი - მაკლაფლინი, კეტკარტი, ევანსი, მაკოლი - ფერგიუსონი, დალასი, დევისი, ნორვუდი - ლაფერტი, ვაშინგტონი
მსაჯი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი)

16 ივნისი. სენ დენი, "სტად დე ფრანსი"
გერმანია-პოლონეთი 23:00
ტრავმა: შჩესნი - ჰუმელსი (?)
გერმანია (სავარაუდო): ნოიერი - ჰიოვედესი, ჰუმელსი, ბოატენგი, ჰექტორი - კროოსი, ხედირა - მიულერი, იოზილი, დრაქსლერი - გიოტცე
პოლონეთი (სავარაუდო): ფაბიანსკი - პიშჩეკი, გლიკი, პაზდანი, ენჯეიჩიკი - ბლაშჩიკოვსკი, კრიხოვიაკი, მონჩინსკი, კაპუსტკა - მილიკი, ლევანდოვსკი
მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)

თ მ ფ წ ბ ქ
1. გერმანია 1 1 0 0 2-0 3
2. პოლონეთი 1 1 0 0 1-0 3
3. ჩრ. ირლანდია 1 0 0 1 0-1 0
4. უკრაინა 1 0 0 1 0-2 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული