ჩრდილოირლანდიელი ფანი უკრაინასთან მატჩის დროს გარდაიცვალა
AutoSharing Option
ლიონში ევრო 2016-ის მეორე ტურის მატჩის დროს, სადაც ერთმანეთს უკრაინისა და ჩრდ. ირლანდიის ნაკრებები ხვდებოდნენ, ჩრდილოირლანდიელი გულშემატკივარი გარდაიცვალა.
AFP-ის ცნობით, 64 წლის ქომაგი გულის შეტევის დროს გარდაიცვალა.
ექიმები ცდილობდნენ, გულშემატკივრისთვის დახმარება ადგილზევე აღმოეჩინათ, მაგრამ ეს უშედეგო აღმოჩნდა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.