"ეს ძალიან რთული მომენტია ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. მთელი გულით მინდა მადლობა გადავუხადო მათ, ვინც ამ პერიოდში გვერდით გვედგა.
განსაკუთრებით, თანაგუნდელებს, რომლებიც ყოველდღე მხარს მიჭერდნენ. მათი მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ხორვატიის საფეხბურთო კავშირს, რომელიც დამეხმარა და ასევე გულშემატკივრებს, რომლებისგანაც ასობით მესიჯი მივიღე.
ახლა რიგზე ვარ და მზად ვარ, გავაგრძელო თამაში. ყველამ იცის მამაჩემის ბოლო სურვილის შესახებ -
ყველაფერი, რაც მამას გააჩნდა, მან ჩემში და ჩემს კარიერაში ჩადო. ის რომ არა, მე აქ არ ვიქნებოდი.
ახლა ჩვენ მეორე ნაბიჯის გადადგმა გვჭირდება. პირველი უკვე გადავდგით, მეორეს კი დღეს გადავდგამთ. ყველაფერს ვიზამთ, რომ მეორე ეტაპზე გავიდეთ.
თუ ისე ვითამაშეთ ჩეხებთან, როგორც ეს თურქებთან გავაკეთეთ, მაშინ იმედი მაქვს, დადებით შედეგს მივაღწევთ", - თქვა სრნამ.
მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით