სკულასონმა პორტუგალიის ნაკრებთან მატჩში კრიშტიანო რონალდოს შეჩერება შეძლო და პრეზიდენტის ცოლისგან საჩუქარი პირადად მიიღო.
თავად დორიტი ისლანდიის 330-ათასიანი მოსახლეობის 6 პროცენტთან ერთად მატჩს ესწრებოდა.
შეგახსენებთ, რომ ისლანდიის ნაკრებმა ევრო 2016-ის პირველ ტურში პორტუგალიასთან ფრედ, ანგარიშით 1:1 ითამაშა და ისტორიული ქულა მოიპოვა.