თბილისის დროით 17:00 სთ-ზე ბორდოში ერთმანეთს E ჯგუფის გუნდები: ბელგიისა და ირლანდიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. შეგახსენებთ, რომ ირლანდიის ნაკრებს პირველ ტურში შვედეთთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, ერთი ქულა აქვს, იტალიასთან დამარცხებულ ბელგიას კი - 0. შესაბამისად, მარკ ვილმოტსის გუნდს პლეი ოფში თამაშის შანსის შესანარჩუნებლად, მინიმუმ, არწაგება მართებს.
უწინ ბელგიისა და ირლანდიის ნაკრებები 14-ჯერ შეხვედრიან ერთმანეთს. 5-ჯერ ბელგიამ იმარჯვა, 4-ჯერ ირლანდიამ, ხუთი მატჩი კი ფრედ დასრულდა. ბოლოს
* * *
მოგვიანებით ორი მატჩი გაიმართება F ჯგუფში. თბილისის დროით 20:00 სთ-ზე, მარსელში "ველოდრომზე" უნგრეთისა და ისლანდიის შეხვედრა დაიწყება, 23:00 სთ-ზე კი, პარიზში, "პარკ დე ფრენსზე", პორტუგალია და ავსტრია ითამაშებენ. ამ ჯგუფს 3 ქულით უნგრეთი ლიდერობს, რომელმაც პირველ ტურში ავსტრიას სძლია (2:0), პორტუგალია და ისლანდია კი დაზავდნენ - 1:1.
სამივე შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.