ევრო 2016. A ჯგუფი. III ტური: ალბანელებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს [VIDEO]

AutoSharing Option
19 ივნისს ევრო 2016-ის A ჯგუფის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა.

ლიონში, "სტად დე ლიონზე" რუმინეთისა და ალბანეთის ნაკრებებმა ითამაშეს. მოულოდნელად, ალბანელებმა იმარჯვეს - 1:0.

43-ე წუთზე მემუშაის პასის მერე არმანო სადიკუმ თავით აჯობა მეკარე ტეტერუშანუს და ალბანეთის ნაკრები დააწინაურა - 1:0. ეს ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტი გუნდის ისტორიული, პირველი გოლია ევროპირველობაზე.

პარალელურ მატჩში საფრანგეთის ნაკრები შვეიცარიას დაუპირისპირდა და 0:0 ეთამაშა.

ალბანეთის ნაკრებმა 3 ქულა მოაგროვა, მესამე ადგილი დაიკავა და ახლა დაელოდება, რა მოხდება სხვა ჯგუფებში. ალბანეთის ნაკრებს აქვს შანსი, მოხვდეს საუკეთესო
მესამეადგილოსანთა ოთხეულში და განაგრძოს ბროლა პლეი ოფში. რუმინეთის ნაკრებმა 1 ქულა დააგროვა და ევრო 2016-ს დაემშვიდობა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული