ლიონში, "სტად დე ლიონზე" რუმინეთისა და ალბანეთის ნაკრებებმა ითამაშეს. მოულოდნელად, ალბანელებმა იმარჯვეს - 1:0.
43-ე წუთზე მემუშაის პასის მერე არმანო სადიკუმ თავით აჯობა მეკარე ტეტერუშანუს და ალბანეთის ნაკრები დააწინაურა - 1:0. ეს ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტი გუნდის ისტორიული, პირველი გოლია ევროპირველობაზე.
პარალელურ მატჩში საფრანგეთის ნაკრები შვეიცარიას დაუპირისპირდა და 0:0 ეთამაშა.
ალბანეთის ნაკრებმა 3 ქულა მოაგროვა, მესამე ადგილი დაიკავა და ახლა დაელოდება, რა მოხდება სხვა ჯგუფებში. ალბანეთის ნაკრებს აქვს შანსი, მოხვდეს საუკეთესო