სენტ ეტიენში შედარებით დალხენილი ინგლისი სლოვაკეთის ნაკრებს ხვდება, ინგლისელებს 4 ქულა აქვთ, რომელიც, დიდი ალბათობით, შესაძლოა, მათ ისედაც ეყოთ პლეი ოფში გასასვლელად, თუმცა, რა თქმა უნდა, როი ჰოჯსონი არ აპირებს თავი ხიფათში ჩაიგდოს და სულ მინიმუმ, ქულისთვის მაინც ითამაშებს.
ჰოჯსონმა
აღსანიშნავია, რომ სლოვაკთა კაპიტან მარტინ შკრტელს, ხუთი ლივერპულელი თანაგუნდელის წინააღმდეგ მოუწევს თამაში.
იან კოზაკი (სლოვაკეთი): "ცვლილებას შემადგენლობაში კვლავ ვაპირებ. ამის მიზეზი ისაა, რომ მეტოქე სხვაა, სიტუაციაც - სხვა. ინგლისი სულ სხვა ფეხბურთს თამაშობს, რუსეთისგან განსხვავებულს. სიმართლე გითხრათ, ისეთი ძლიერი ნაკრები არ გვყავს, რომ ინგლისს ღია ფეხბურთში შეეჯიბროს. ჩვენს სტილს არ უნდა ვუღალატოთ, თუ წარმატების მიღწევა გვსურს. ამ ტურნირზე ყველა შეხვედრა დაძაბულია. ინგლისი მაინც ფავორიტია".
როი ჰოჯსონი (ინგლისი): "არ იქნება პრობლემა, თუ შემადგენლობას არ შევცვლი, მაგრამ ბიჭები სასტარტოს კარზე აკაკუნებენ. ჯეიმიმ და დანიელმა ძალიან კარგად ითამაშეს წინა შეხვედრაში. წინა ხაზში ბევრი ვარიანტი გვაქვს და უნდა გადავწყვიტო, რომელი იქნება საუკეთესო სლოვაკებთან მატჩისთვის. მე ძალიან მომწონს მარეკ ჰამშიკი, კარგია დუდა და ვაისიც. იმედი მაქვს, რომ ისე ვითამაშებთ, რომ მეტოქის დამარცხებას შევძლებთ".
რა შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს პენალტების სერია ჯგუფურ ეტაპზე?
ჯგუფიდან პლეი ოფში პირდაპირ ორი საუკეთესო გუნდი გადის. ერთნაირი ქულების დაგროვების შემთხვევაში, პირველ რიგში, ყურადღება ექცევა ურთიერთშეხვედრებს (ჯერ ქულებს ურთიერთშეხვედრებში, მერე გოლთა სხვაობას მათ შორის, მერე მეტ გოლს - ამ ბოლო ორს მნიშვნელობა აქვს, თუ ორზე მეტი გუნდი დააგროვებს ერთნაირ ქულებს). შემდეგ მნიშვნელობა აქვს გოლთა სხვაობას. მომდევნო კრიტერიუმი გოლების რაოდენობაა. თუ ეს კრიტერიუმები თანაბარი აქვს ორ გუნდს, რომლებიც ბოლო ტურში ხვდებიან ერთმანეთს, მაშინ ინიშნება პენალტების სერია. თუ თანაბარი მონაცემების გუნდები ერთმანეთს არ ხვდებიან ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, მაშინ შემდეგი კრიტერიუმი - ფეარ პლეია, ხოლო ამის შემდეგ მოდის უეფას სანაკრებო კოეფიციენტი.
პლეი ოფში გადის 6-დან საუკეთესო 4 მესამეადგილოსანიც. კრიტერიუმები შემდეგია: 1. მეტი ქულა; 2. გოლების უკეთესი ფარდობა; 3. მეტი გოლი; 4. ფეარ პლეი; 5. უეფას სანაკრებო კოეფიციენტები.
20 ივნისი. ტულუზი. "სტად დე ტულუზი"
რუსეთი-უელსი 23:00
ტრავმა: შატოვი (?), ლადოგინი (?) (რუსეთი)
რუსეთი (სავარაუდო): აკინფეევი - სმოლნიკოვი, ვ. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, შენნიკოვი - გლუშაკოვი, გოლოვინი, მამაევი - კოკორინი, ძიუბა, სმოლოვი
უელსი (სავარაუდო): ჰენესი - განტერი, ჩესტერი, ე. უილიამსი, დევისი, ტეილორი - ალენი, ლედლი - ჯ. უილიამსი, რემზი - ბეილი
მსაჯი: იონას ერიქსონი (შვედეთი)
20 ივნისი. სენტ ეტიენი. "სტად ჟოფრუა გიშარი".
სლოვაკეთი-ინგლისი 23:00
სლოვაკეთი (სავარაუდო): კოზაჩიკი - პეკარიკი, შკრტელი, დიურიცა, ჰუბოჩანი - პეჩოვსკი, კუცკა - მაკი, ჰამშიკი, ვაისი - ნემეცი
ინგლისი (სავარაუდო): ჰარტი - უოკერი, სმოლინგი, კეჰილი, როუზი - დაიერი, უილშირი, რუნი - ლალანა, ვარდი, სტარიჯი
მსაჯი: კარლოს ველასკო კარვალიო (ესპანეთი)
თ მ ფ წ ბ ქ
1. ინგლისი 2 1 1 0 3-2 4
2. უელსი 2 1 0 1 3-3 3
3. სლოვაკეთი 2 1 0 1 3-3 3
4. რუსეთი 2 0 1 1 2-3 1
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"