არდა თურანმა 29 წლის ასაკში შესაძლოა სანაკრებო კარიერა დაასრულოს

AutoSharing Option
თურქეთის ნაკრებისა და "ბარსელონას" 29 წლის ფეხბურთელი არდა თურანი სერიოზულად ფიქრობს სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ.

მარკას ინფორმაციით, თურანს კონფლიქტი მოუვიდა ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ფატიჰ ტერიმთან.

კონფლიქტის სავარაუდო მიზეზი თურანის მიერ ჩატარებული მატჩები გახდა ევრო 2016-ზე, სადაც რბილად, რომ ვთქვათ თურქი ფეხბურთელი ვერ ბრწყინავდა.

გამომდინარე აქედან თურანი შესაძლოა ევრო 2016-ის ჯგუფის მესამე ტურში ჩეხეთთან მატჩში სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდეს.

აქვე გეტყვით, რომ თურქეთმა ტურნირზე ორივე მატჩი წააგო.

თურანი თურქეთის ნაკრებში 2006 წლიდან თამაშობს. 10 წლის განმავლობაში "ბარსელონას" ფეხბურთელმა ნაკრებში 92 მატჩი ჩაატარა,
სადაც 17 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ D ჯგუფის მესამე ტურის მატჩი თურქეთსა და ჩეხეთს შორის 21 ივნისს ლანში ჩვენი დროით 23:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული