ევრო 2016. სტატისტიკა: ყველაზე სწრაფები ევროზე

AutoSharing Option
უეფას ოფიციალურმა საიტმა გამოითვალა, ევრო 2016-ზე მონაწილე ფეხბურთელთა შორის ვინ გამოავლინა სპრინტერული მონაცემები.

აღსანიშნავია, რომ მოკლე დისტანცია ყველაზე სწრაფად ფრანგთა თინეიჯერმა შემტევმა კინგსლი კომანმა გაირბინა - შვეიცარიასთან მატჩში მან ერთ ეპიზოდში 32,8 კმ/სთ სიჩქარე გამოავლინა.

ეს ყველაზე "სწრაფი" ეპიზოდი იყო წლევანდელ ევროპის ჩემპიონატზე. მეორე ადგილზე უნგრელი რიჩარდ გუზმიჩია (ავსტრიასთან მატჩში) - მან 31,6 კმ/სთ სიჩქარე განავითარა. პორტუგალიასთან მატჩში 31,5 კმ/სთ სიჩქარით გაირბინა ისლანდიელმა კოლბეინ სიგტორსონმა.

შედარებისთვის ვიტყვით, რომ უსაინ ბოლტმა, როცა რეკორდს ამყარებდა, 41 კმ/სთ სიჩქარით გაირბინა.

* * *
მატჩის
განმავლობაში ყველაზე მეტი ევრო 2016-ზე მარკო პაროლომ ირბინა. იტალიელმა ნახევარმცველმა ბელგიასთან მატჩში 12,57 კილომეტრი დაფარა. თამაშში 12 კილომეტრზე მეტი 9 ფეხბურთელმა 10-ჯერ მოახერხა.

სტაბილურია ჩეხი ვლადიმირ დარიდა, რომელმაც ორივე მატჩში შეძლო 12 კილომეტრზე მეტის რბენა. ხორვატებთან მატჩში მან 12,56 კილომეტრი დაფარა და სულ რაღაც 7 მეტრით ჩამორჩა პაროლოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მონაცემები არასწორია. ეს შეუძლებელია.
ამ მანძილს ევრო 2016 ზე დარბიან.
gigoi
11:57 21-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული