ევრო 2016. 1/8-ფინალი. პოლონეთმა 1/4-ფინალის საგზური პენალტებით მოიპოვა! [VIDEO]

AutoSharing Option
22 ივნისს საფრანგეთში მიმდინარე ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე 1/8-ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს პოლონეთისა და შვეიცარიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

შეხვედრაში ანგარიში 39-ე წუთზე პოლონელებმა გახსნეს - თავი იაკუბ ბლაშიკოვსკიმ გამოიჩინა, რასაც 82-ე წუთზე მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო გოლიც მოყვა: ხერდან შაქირიმ ფანტასტიური "მაკრატელა" დარტყმით ანგარიში გაათანაბრა და თამაში დამატებით დროში გადავიდა.

დამატებით დროში, მიუხედავად შვეიცარიელთა აქტიურობისა, გოლი აღარ გავიდა და გუნდებს 1/4-ფინალისტის ვინაობის გარკვევა პენალტების დარტყმებით მოუწიათ. პენალტების სერიაში გამარჯვება, საბოლოოდ, ანგარიშით 5:4 პოლონელებმა მოიპოვეს. შვიცარიელთა შემადგენლობაში პენალტი გრანიტ ჯაკამ
ვერ გამოიყენა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასე და ამგვარად, ევროპის ჩემპიონატის პირველი 1/4-ფინალისტი პოლონეთის ნაკრებია, რომელიც თავის მეტოქეს დღესვე გაიგებს. მათი მეტოქე ხორვატიისა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის დაპირისპირებაში გამარჯვებული იქნება. აქვე გეტყვით, რომ პორტუგალია და ხორვატია ერთმანეთს დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული