32 წლის ასაკში შაქირი უკლუბოდ დარჩა

AutoSharing Option
MLS-ის ბინადარმა "ჩიკაგო ფაიარმა" გვაუწყა, რომ გამოცდილ შვეიცარიელ შემტევ ხერდან შაქირისთან კონტრაქტი ორმხირივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა.

32 წლის ფეხბურთელი აშშ-ის კლუბის ღირსებას 2022 წლის თებერვლიდან იცავდა, რა დროშიც ჩატარებულ 75 შეხვედრაში თავი 16 გოლითა და 20 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

MLS-სამდე შაქირი "ბაზელის", "სტოკის", "ბაიერნის", "ლივერპულის", "ინტერისა" და "ლიონის" ღირსებასაც იცავდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ 3 ათას ლარზე ითამაშებს, ჩვენთან დავასაქმოთ, სახელიანი ფეხბურთელია მაინც...
დდდ
14:13 15-08-2024
0

სიახლეები პოპულარული