შეგახსენებთ, რომ ბრიტანელ მოკრივეს ტერფის ტრავმა აქვს, რის გამოც მისი ვლადიმირ კლიჩკოსთან მატჩ-რევანში გადაიდო.
ფიური, იმის მაგივრად, რომ ტრავმა მოიშუშოს, საფრანგეთში ინგლისის, ირლანდიისა და ჩრდ. ირლანდიის ფანებთან ერთად ერთობა.
აღსანიშნავია, რომ ფიურიმ ნიცაში ინგლისის ფანებს 200 ალკოჰოლური კოქტეილი უყიდა, რაშიც 1000 ევრო გადაიხადა. ჩეკის ფოტო ფიურიმ "ტვიტერში" განათავსა.
![ტაისონ ფიურიმ ინგლისელ ფანებს 1000 ევროს სასმელი უყიდა [VIDEO] Sportall.Ge](/pictures/artimages/image17/cd8fabb1feaac5338a1776378c3a1b34.jpg)
შეგახსენებთ, რომ ევრო 2016-ის მორიგი მერვედფინალური მატჩი ნიცაში გაიმართება, სადაც ინგლისის ნაკრები ისლანდიას შეხვდება. მატჩი ჩვენი დროით 23:00 საათზე დაიწყება.
- ევრო 2016. 1/8-ფინალი. ინგლისი-ისლანდიის წინ: სად დასრულდება ისლანდიური ზღაპარი?