ევრო 2016. 1/8-ფინალი. სენსაცია: ისლანდია 1/4-ფინალშია! [VIDEO]

AutoSharing Option
27 ივნისს საფრანგეთში მიმდინარე ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე 1/8-ფინალური ეტაპის ბოლო შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს ინგლისისა და ისლანდიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

ინგლისელები შეხვედრის დასაწყისშივე დაწინაურდნენ, როცა უკვე მე-4 წუთზე ისლანდიელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომლის რეალიზებაც შემდგომ უენიმ რუნიმ მოახდინა. ამის შემდეგ ისლანდიელები გააქტიურდნენ და მეტოქეს ძალიან მალე ორი საპასუხო გოლი გაუტანეს - ჯერ 2 წუთში რაგნარ სიგურდსონმა გაიტანა, შემდეგ კი მე-19-ზე კოლბეინ სიგორსონმაც შეაგდო. ეს იყო და ეს - ინგლისელებმა თამაშის შემობრუნება ვეღარ შეძლეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ისლანდიამ სენსაციურად იმარჯვა და ტურნირის 1/4-ფინალში
ითამაშებს, სადაც მათი მეტოქე მასპინძელი საფრანგეთის ნაკრები იქნება.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ასეც უნდა მომხდარიყო. ამ მარაზმის თავი მარტო მწვრთნელი და მოტამაშეები არ არიან. ფედერაციის უფროსობაა მთავარი პრობლემა. არასდროს ინგლის ნორმალური ტრენერი არ ჰყოლია, რაც თავი მახსოვს. ერთი ჰოდლის ჰყავდათ ნორმალურო და ისისც ვერ იგუეს და ორ წელიწადში გაუშვეს, იმიტომ, რომ ვიღაც .... ჩინოვნიკს მწარე უთხრა. ჰოჯსონი გამოჩერჩეტებული, ბებერი, ხავსმოკიდებული, არავითარი სიახლე და სრული უვიცობა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მაინც ვერ ისწავლიან ჭკუას და იგივე ვინმეს ამოტხრიან, ნაფტალინიდან. რუნი საერთოდ სატამაშებელი არ იყო ამ ევროზე. როცა ის არ ჰყავდათ გერმანიასთან სამი თვის წინ, გუნდმა კარგად ითამაშა, მაგრამ როგორც კი ჩასვა სასტავში, მაშინვე ნაკრები გაჩერდა.ის ნაკრებში კი არა მანჩესტერში აღარ უნდა გააჩერო. უკვე რამდენიმე წელია, რაც გასაგდებია გუნდიდან და იმედია მოურინიო მოისვრის...
ynwa
01:36 28-06-2016
0
ხალხოოოოოოოოოოოოო საბურთალოს ხელააა ისლანდია მოსახლეობითთთთთთთ
SOSo
08:25 28-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული