"თუ ისლანდია ევრო 2016-ს მოიგებს, მას ცურვით წრეს შემოვარტყამ"

AutoSharing Option
ფრანგი ოლიმპიური ჩემპიონი ცურვაში ანიკ ანელი წლის სენსაციისთვის ემზადება.

მოცურავემ განაცხადა, რომ თუ ისლანდიის ნაკრები ევრო 2016-ს მოიგებს, ის კუნძულს ცურვით წრეს შემოარტყამს.

"თუ ისლანდია ევრო 2016-ს მოიგებს, მას ცურვით წრეს შემოვარტყამ", - დაწერა ანელიმ "ტვიტერში".

მოცურავის სიტყვებზე კომენტარი ისლანდიის ნაკრების ერთ-ერთმა მწვრთნელმა ჰეიმირ ჰადლგრიმსონმა გააკეთა:

"ამის გაკეთებას არ ვურჩევდი, მაგრამ ისლანდიის გარშემო წრის დარტყმა ცურვით შესაძლებელია. საჭირო ამინდი უნდა შეარჩიო".

აქვე გეტყვით, რომ 24 წლის ანელი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია.

ისლანდიის ნაკრები კი ევრო 2016-ის მეოთხედფინალში მასპინძელ საფრანგეთს 3 ივლისს
შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
Islandiam tu "ilestera" mere naxet
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული